არეული ფიქრები

მტრულად გამომხედა და გაიარა. არ ვიცი რა გაიფიქრა. პრინციპში არც მაინტერესებს. ქარმა დაუბერა. საყელო უფრო მაგრად შევიკარი. შემოდგომაა. ამინდი არაჩვეულებრივია-ჩამავალი მზის ფერი. მიყვარს ასე სიარული. მივაბიჯებ ფოთლებში და ვფიქრობ, ვოცნებობ.

****

ოთახში ვზივარ.  ადამიანები  ამბობენ გაწვიმდებაო. მე ფარდის გაწევაც მეზარება. მეხუთე ჩაის ვსვამ. ყელი საშინლად მტკივა. მაციებს. ვფიქრობ, რომ სიცხეს მაძლევს. ალბათ გუშინ გავცივდი.

****

კონიაკს ვსვამთ და სიგარეტს ვაბოლებთ. ზოგადად არცერთი არ ვეწევით, არცერთი არ ვსვამთ, მაგარმ ახლა ასეა საჭირო. სიტუაციას უხდება. საუბარი უფრო საინტერესო ხდება. ნიავი ისევ უბერავს, ალაბათ სწორედ ახლა ვცივდები.

****

ლიმონიანი ჩაი და ისევ ფიქრები. მიზეზებს ვეძებ. რატომ ვეღარ ვწერ?

არც პასუხია და არც მინიშნება.  ამიტომ რაღაცას მაინც ვწერ. გაუაზრებლად, ალბათ ეტყობა კიდევაც ნაწერს.

****

ცილები, ცხიმeბი, ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავები. უჯრედები და ქსოვილები.. რეაქციები, მილიონოობით რექაციები.. მოწესრიგებული, დალაგებული, მართვადი ორგანოები… და სულელი სხეულები.. არანორმალური, დაულაგებელი პატრონები..

არეული ფიქრები….

****

მიყვარხარ!

შენზე ვგიჟდები!(ყველაზე ყალბი)

****

ადამიანები.. ყოვლის მცოდნე და ყოვლის შემძლე ადამიანები.. იციან, არ იციან, ფიქრობენ, არ ფიქრობენ-მაინც იჯერებენ.. მაინც-სწამთ გაუზრებლად თუ გააზრებულად.. მაინც ასრულებენ, მისდევენ რწმენას, ლოცულობენ- მუხლმოდრეკილნი, თავადხრილნი, შთაგონებულნი, გაოგნებულნი.. ღმერთო, მოგვიტევე ჩვენ ჩვენი უმეცრება…

****

ისევ ჩაი.. ისევ ლიმონიანი ჩაი… ისევ სიგარეტი.. იაფასიანი, ყელს რომ გწვავს ისეთი..

თავს იკლავ ნათია?

******

There are nine million bicycles in Beijing
That’s a Fact!

5 thoughts on “არეული ფიქრები

  1. ო შენც ჩემი გჭირს :დ არაუშავს, შენც გადაგივლის🙂 მომეწონა პოსტი, არეული, გაუმართავი, სევდიანი და მაინც საინტერესოა :*

  2. ზოგადად არ ვარ ხოლმე ასეთი რადიკალური, მაგრამ ეს პოსტი რომ ჩავიკითხე, რატომღაც ამ აზრმა გამიელვა: კისერიც უტეხიათ! : ))
    ვინც საკუთარი სურვილით აღარ არის ჩვენთან (რა პოზიციაზეც არ უნდა ყოფილიყო ადრე) არ ღირს გახსენებად, მოწყენად და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s