თავისუფლება(?)!

ამ ბოლო დროს ხშირად მინდება პოსტის დაწერა, მაგრამ როცა კლავიატურასთან ვჯდები, მაშინვე ყველა აზრი მეფანტება. საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. მე სტუდენტი ვარ, ყოველდღე ლექციებზე დავდივარ, ყოველდღე ერთი და იგივე ტრანსპორტით ვმგზავრობ, თუმცა კი ვერ ვიტყვი რომ ერთსა და იმავე ადამიანებს ვხვდები, ჯავახიშჰვილის არც ისე დახვეწილი სისტემის წყალობით ხან ვინ არის ჩემი ჯგუფელი და ხან ვინ. ამას, რომ თავი დავანებო მყავს ეგრეთ წოდებული მეგობარი ბიჭი, მასთანაც თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაინც.. არ მასვნებს სიცარიელის გრძნობა. რაღაც მაკლია და ვერ ვხვდები რა. ჩემი აზრით მეტი ლიტერატურა, მაგრამ რაღაცნაირად წიგნებსაც ვეღარ ვკითხულობ.. ბალზაკიდან ჯემალ ქარჩხაძეზე გადავდივარ და ორივეს გაზაში ვტოვებ. ალბათ არცერთი არ შემესაბამება ეხლა მე. ამასწინათ, უნივერსიტეტმა შეხვედრა მოაწყო რატი ამაღლობელთან და მე რა თქმა უნდა ყველა საქმე გადავდე და მის მოსასმენად წავედი. რას წარმოვიდგენდი, რომ ის ამდენ საფიქრალს გამიჩენდა. რატი გვესაუბრა თავისუფლებაზე. არა, ის თავისუფლება არ გეგონოთ ხალხი რომ ეწირებოდა, ან ის ახლანდელი ქალიშვილ-ვაჟიშვილები გრაყვნილებაში რომ ხედავენ. არა,ეს კიდევ რაღაც სხვაა, “სტუდენტური თავისუფლება”, როცა შეზღუდავ შენს შემზღუდველს. როცა არსებობს მატერიალურზე კიდე ბევრად მაღალი, რასაც მარტო სულით, ცხოვრების წესით, ჩვეულებრივი ყოფიერებით უნდა მიაღწიო. მას მერე ვფიქრობ, ვეძებ, მაგრამ ვერსად ვპოულობ ამ თავისუფლებას. ვერც ახლომყოფ ადამიანებში და ვერც აქაურ ბლოგებში. ის ალაბთ კიდევ უფრო ზევით, წიგნების კარადის მაღალ თაროებზეა შემოდებული.. სწორედ ეს ძიება, გაურკვევლობა, საკუთარ თავთან უხერხულობის გრძნობა და შფოთის ნაცვლად უცნაური სიმშვიდე მიშლის ხელს წერაში. სწორედ ჩემი თავის აბდ-უბდური სტრუქტურა მშლის და მანგრევს. აი იცით როგორ ვარ ეხლა? _ძალიან კარგად, ხელგაშლილი და გონება გახსნილი ვხვდები ყველა წიგნს, ყველა სამეცადინოს, თუმცა გულამდე არაფერი  აღწევს. ყველაფერი ზედმეტად ერთფეროვანი გახდა, ყველა ზედმეტად დაემსგავსა ერთმანეთს. ცხოვრებამ და ურთიერთობებმა თითქოს ცოტათი დაკარგა კიდეც ინტერესი, ამიტომაც აღარ მაქვს როგორც იტყოდნენ ვნებააშლილი და ფაფარგაშლილი შეგრძნებები…:)
იმედია, ეს მხოლოდ მომენტალური ჩავარდნაა, და მე კიდე შევძლებ გაათმაგებული ინტერესით მოვუბრუნდე სამყაროს:)

(ღმერთო, მაპატიე აპათია…)

რატი ამაღლობელი

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია – მაპატიე…
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ…
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი…
უფალო მე კი არა – შენ იყავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s