კარგი გოგო ხარ და ჩემზე უკეთესს იმსახურებ

იცით ყველაზე ბევრს როდის ვწერ? მაშინ, როცა ცუდად ვარ. მაგრამ ამაში გასაკვირი არც არფერია, ყველა წერასმოწყურებული ადამიანი ხომ ასე იქცევა.

 

ხოდა, ახლა საშინელ პოსტს ვიწყებ.  უნდა დავწერო და როგორმე  გადავიტანო. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, რამდენადაც ბევრი არ უნდა ვიტირო, საბოლოო ჯამში ალბათ ასე სჯობს. რაზე დავწერ თუ არა შეყვარებულთან დაშორებაზე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ბანალურად მოხდა. ბოლოს იმ სიტყვებითაც კი დაამთავრა, რომ კარგი გოგო ვარ, უკეთესს ვიმსახურებ, რომ თუ დამჭირდება ჩემს სამსახურში  იქნება.. რატომ ხართ ბიჭები ასე ძალიან ბანალურები, რატომ გგონიათ, რომ იმ ტკვილის მერე, რომელსაც თქვენ გოგოებს აყენებთ ისინი ოდესმე კიდევ დაგირეკავენ?

არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი, არც ახლა მოვდებ ქვეყანას ჩემს სასიყვარულო ამბებს, თუმცა სათქმელი არც არაფერია.. მეც არ ვიცი რატომ წავიდა:) რომ იტყვიან ათასი პარასკევი ჰქონდა,  მომწონხარო, მაგრამ მაინც ვერაო.. ო, როგორ მეცოდებით.. რატომ არასოდეს არ იცით რა გინდათ?  თუმცა რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას, ყველას საკუთარი თავი ჰგონია მართალი.🙂

იცით ყველაზე მეტად რა მაწუხებს ახლა? ის რომ ვნანობ. ის რომ ყველა წუთი, ყველა მესიჯი მენანება, რაც კი მისთვს ოდესმე მიმიძღვნია და გამიგზავნია, იმიტომ რომ ლაჩარია.  მე კი ეს მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე. ზოგადად ქალები პარტნიორში გმირებს ვეძებთ და უსაზიზღრესი გრძნობაა, როცა მათში თაგვივით პატარა არსებებს ვპოულობთ.. ხო. ბოლოს,  მითხრა ძველი სიყვარული გამახსენადაო. ეს იმის მერე რაც ჯერ მე მითხრა მომწონხარო. ასე აიხლართა აბლაბუდა. ასე გამხვია ტყუილებში. მე კიდე როგორ ვერ ვიტან ტყუილებს. არც პირველი დავუჯერე და არც მეორე, არადა შეიძლება ორივე სიმართლე იყო:)

არ მიყვარს “არადა” ,  “რა მოხდებოდა თუ…”, სიტყვებით ცხოვრება. მე ყველაფერი გარკვეული მირჩევნია. მე ყველაფერს მაქსიმალურად სწრაფად ვითხოვ, იმიტომ, რომ ცხოვრება იიისეთი მოკლეა.. თვალსა და ხელს შუა გამეპარება..  არ მინდა იმ ადამიანებზე ვკარგო დრო, რომლებსაც ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ, მაგრამ ვინ მეკითხება მე რა მინდა… ვის აინტერესებს ჩემი სურვილები, ყველაფერი ხომ რაღაც უცნარი და თანაც ცოტა უაზრო კანონზომიერებით ხდება…

ვერ გეტყვით იმ დღეს ვწყევლი ის რომ გავიცანი თქო.. მაგრამ არც ისე კარაგდ მახსენდება, ვერ ვიტყვი სჯობდა სულ არ ყოფილიყო თქო, მაგრამალბათ მაინც  კი.. სჯობდა.. ვერ ვიტყვი გული იმიტომ მტკივა, რომ მიყვარდა თქო… ეჰ,  თქვენზე არა ნაკლებ ეგოისტი ვარ, ზუსტად ვიცი, მისი წასვლა ვერ ამიტანია… მაგრამ, სადღაც, კუნჭულში მაინც ვგრძნობდი რაღაც ძლიერს..  ეხლა ეს კუნჭული დამიცარიელდა.. შენ წახვედი სადღაც სხვაგან, შეიძლება ვიღაცასთან…   მე კიდევ გულის კუნჭულში  სიცარიელე მტკივა.. შენ მითხარი მაკანკალებდა რომ გშორდებოდიო და მე კიდევ.. ოჰ, ევრ წარმოიდგენ მე როგორ მაციებდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ყველაფერს..

ზოგადად, არასოდეს ვეკიდები წარსულს, ზოგადად ახალ ფურცელს ვშლი და ახლაც ისე მოვიქცევი,  ზოგადად.. იქნებ მოჩვენებითადაც. წაგშლი, გადაგფურცლავ, გაგაქრობ..

ისევ ის ფრაზა მახსენდება..

ძველი აღმოსავლური სიბრზნე..

“თუ რეალობას ვერ ცვლი, მისდამი დამოკიდებულება შეცვალეო”..

ხოდა, მეც სხვა რა გზა დამრჩენია..

მშვიდობით…

ვიცი რომ შენზე უკეთესს ვიმსახურებ, მე ხომ კარგი გოგო ვარ:))

14 thoughts on “კარგი გოგო ხარ და ჩემზე უკეთესს იმსახურებ

  1. იცი რააა… აი საკუთარი თავის ფასი არ იცი და იმიტომკ მოგდის მასე! რას ქვია უკეთესს? მადლობა თქვი თქო მათხოვარო საერთოდ მზერა რომ გავაჩერე შენზე თქო რააა… ტფუი!!!! დაგაწიწკნი თმას!!!! :* გავბრაზდი!!!!!

  2. გშორდებოდა და კიდევ გატყუებდა.. აბა შე დალოცვილო თუ მოგწონვარ და ასე შემდეგ, ვინ გაიძUლებს წასვლას… მაზოხისტი თუა სხვა თემაა

  3. ნამდვილად უკეთესს ვიმსახურებთქო! არაუშავს, ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება, შეცდომებზე სწავლობენ და გაკვეთილიც დარწმუნებული ვარ კარგად აითვისე. წარმატებებს გისურვებ!😉

  4. რაც არ გვკლავს გვაძლიერებს..აქედან მაგალითი გამოიტანე როგორო უნდა მოიქცე სხვა შემთვევაში :შ ცუდია მასეთი ამბები, მეც მასე მომივიდა რამდენიმე თვის წინ😦 ვის ვეკიდებით და ისე გვახვევენ თავს თავის ტყუილებს რომ ვერც გაუგებ როდის იტყუებიან და როდის არა

    გამაგრდი🙂 და ნუ ფიქრობ წარსულზე.წინ იყურე🙂 რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება და თითოეული ცუდი მომენტი გაკვეთილად უნდა მიიჩნიო

    აუფ რეები ვიბოდიალე ბლაბლალბალლალბა

    :*

  5. hi ნათია მე ნინი ვარ :)) ორი კვირაა რაც შენი ბლოგი აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს.როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა ღრმა სულის პატრონი ხარ.ბანალურად კი ჟღერს მაგრამ რავიცი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა:))სასიყვარულო საკითხებში დიდად ვერ ვერკვევი,მაგრამ ერთი კი ვიცი რადგან დაშორიდი ესეიგი შენთვის ასე იყო საჭიროო.ამას ტრაგედიად ნუ აქცევ “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” ბედნიერი ხარ უკვე სტუდენტი ხარ, შენთვის სასურველ ფაკულტეტზე მოხვდი დატკბი მაგ ყველაფრით და ისეთ პრიმიტიულ არსებებზე ფიქრით როგორიც ბიჭები არიან თავს ნუ დაიღლი ::)

  6. ძალიან მტკივნეულია.
    რა თქმა უნდა, ამ დროს ადვილია უთხრა საკუთარ თავს, რომ არც ღირს სანერვიულოდ, მაგრამ ბოლომდე შესრულება რთულია. ბოლოს და ბოლოს – შეჩვევა ხომ მაინცაა.
    ,,ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ გვიღალატეს, არამედ ის, რომ ამას ვერ ვივიწყებთ” – ხომ მაგარი ფრაზაა? საკუთარ თავზეც დავრწმუნდი და ახლა აქაც წავიკითხე:)
    რჩევა რა, თავადაც კარგად იცი.
    ერთ დასკვნამდე მივედი: ამ ქვეყნად ყველა ბრუნდება! თუ ემოცია მაინც იყო.. აუცილებლად! ოღონდ მაშინ, როცა მათი ეს ნაბიჯი ყოველგვარ აზრს კარგავს.
    დაივიწებ და მაშინ…
    სხვა რამეზე/ვინმეზე გადაიტანე ყურადღება, თუნდაც მსუბუქი გართობით:)

    1. ninito gagikvirdeba da martla damaviwyda, imdenad amayi var tavs fiqris uflebas ar vadzlevdi, mere sheni tqmis ar iyos martlac gamochnda sxva, exla ki agarc madardebs mova tu ara😀 madloba rom dro gamonaxe, waikitxe da damikomentare:** rogor midis sheni saqmeebi?

      1. შენი ბლოგი ისე მიყვარს, დროს როგორ ვერ გამოვნახავდი:)
        მიდის რა, ჩვეულებრივ, ბევრს ვნერვიულობ, მასალა ნამეტანი დიდია და არც ისე მარტივი ყოფილა ყველაფერი.
        გამიხრდა… ,,იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”🙂
        მეც მინდა სტუდენტობა😦

  7. is xo ici,ginda kaia unda gergebodes:D zogadad martivi ar aris, shen magali qulebistvis shedixar da ara lijbi barieris gadasalaxad., mara chemi rcheva iqneba uazro pasuxismgeblobebi ar aigo tavze, magalitad iseti, rom shens ojaxs schirdeba 100%-iani (me avige eg pasuxismgebloba:D) xoda sxva amgvari rameebi, mokled grmad amoisuntqe da ganagrdze mshvidad mecadineoba ragac momentsji ifiqreb rom did koshmarshi xar, magram mase ar aris. es weli ucbad gairbens da mere bednierad amoisuntqav:) jurnalistikaze midixar isev? ise mand martla riskia, dafinansebas vgulisxmob.

  8. ვაიმე ნეტა მე და შენ ერთი და იგივე ბფ ხომ არ გვყავდა?:D:D:D:Dოღონდ ჩემთვის ისიც კი არ უთქვამს კარგი გოგო ხარო,დეგენერატი!😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s