დიდი ხნის მერე…

დიდი ხნის მერე კვლავ ვიწყებ პოსტის წერას.  რაღაცნაირად უხერხულობის შეგრძნება მაქვს. აი ისეთი დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრისას, რომ გიჩნდება.  ადრე სულ მინდოდა აქ დაბრუნება, ზაფხულში უამრავ საპოსტო მასალას მოვუყარე თავი. მაგრამ ეხლა სიტყვებს ვერ ვპოულობ. უცნაურია, საკუთარ თავთან ლაპარაკი აღარ შემიძლია:) ო, როგორ ვერ ვიტან ნაძალადევ პოსტებს..

ყველაზე საოცარი ის არის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, როცა კი ლამაზ ყვავილს ვხედავდი, კარგ ისტორიას ვკითხულობდი, ჩემი ქულების, ჩარიცხვები და მერე გრანტების ამბავს ვიგებდი, სულ მინდებოდა რომ აქ დამეწერა.   თუმცა  კი მხოლოდ საწერად გამზადებულ ცარიელ გვერდს ვუყურებდი.  ამ სიცარიელეს დიდი ხანი ვაბრალებდი  წინა წლიდან გამოყოლილ დაღლილობას, ნერვიულობას, გამოფიტვას, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ შევიცვალე.  უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა რომ გავიზარდე და ბლოგი ბავშვურ თამაშად მეჩვენება.. ეს ყველაფერი–აზრების გაზიარება, გულწრფელი საუბრები და ასე შემდეგ “ოხუნჯობები” აღარ მიზიდავს..

სხვა განმზომილებაში მინდა გადასვლა და მინდა, რომ ბლოგიც გადავიყოლო, მინდა ძველი პოსტები წავშალო ან საერთოდ ახალი ბლოგი გავაკეთო, თუმცა მეზარება, ძალიან მეზარება… თან ეხლა რაღაცნაირად ისე კარგად ვარ, ისე დავალაგე ურთიერთობები, რომ მინდა ცოტა ხანი ამ სიწყნარით დავტკბე.

ჩემს ცხოვრებაში კიდევ დიდი სიახლეა, ჩემს გვერდით ახლა ერთი კარგი ადაიანია.. რამდენჯერ მიფიქრია როგორ აღვუწერდი მას ჩემს მეგობარ ბლოგერებს, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები.. ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ..:) ამის გარდა, მოხდა ისე, რომ მე უკვე სტუდენტი ვარ… კონსპექტებით დავრბივარ და მაღლივში ქსეროქსის რიგში ვდგავარ..  სამსახურს ვეძებ აქტიურად, ვიყავი რაღაც კვირეულზეც, შევხვდი დამსაქმებლებს, ნუ ჯერ არაფერი გამოდის მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ყველა მეუბნება რად გინდა, მოისვენე, პირველ კურსზე გაერთეო, მაგრამ მე მათ უბრალოდ არ ვუსმენ:) (ო, რა თავხედი ვარ!)  . იმიტომ რომ მინდა დამოუკიდებელი გავხდე, მინდა ჩემი თავი ვიპოვო, მინდა რაღაცაში გავერკვე და ამ ცხოვრებაში, როგორც იტყოდნენ “ყველაფერი ვნახო”:)

მოკლედ, ჩემო ბლოგო და ბლოგერებო, თუ კიდევ ვინმე შემოხვალთ აქ, მე ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ და ბედნიერი ვარ.. მე ახალ აპარეზზე გავდივარ, ახალ გამოწვევებს ვიღებ და  დაბნეული დავრბივარ ბიოლოგების კორპუსში, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე ვერც აუდიტორიები და ვერც პრაქტიკულის კლასები:)

16 thoughts on “დიდი ხნის მერე…

  1. პირველ რიგში გილოცავ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებ, თუმცა ერთი შენიშვნა მაქვს… იმედია არ მიწყენ, რადგან ახლა აგიტატორივით გამომდის, მაგრამ პირველი კურსია და გაერთეს მაგივრად მე გეტყოდი: პირველი კურსია და შეეშვი ჯერ სამსახურს მთლიანად სწავლაზე გადაერთე და თავისით მოვა ათასგვარი პროექტები და მსგავსი ღონისძიებები რაც დაგაინტერესებს. მაღლივს ეგ ნამდვილად არ უჭირს 😉

    1. რა უნდა მეწყინოს ბლოგი ხომ იმისთვის არის რომ შენიშვნები მივიღოთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, პირიქით დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და ჩემი საკითხით დაინტერესდი, სწავლას კი ნამდვილად არცერთი სამსახურის გამო არ მივატოვებ:)

  2. ძალიან მიხარია შენი ამბები! მომენატრე და იმედს ვიტოვებ , რომ ცოტა უფრო ხშირად მოყვები ხოლმე საკუთარ ამბებს! გილოცავ დაბრუნებას! :*

  3. ნათი, გამიხარდა შენი პოსტი, მომენატრე.
    კიდევ ერთხელ გილოცავ და იმედია მთლად არ დაგვივიწყებ შენ მკითხველებს: )

  4. როგორ მომენატრა შენი პოსტები 🙂 :* გილოცავ და წარმატებებს გისურვებ.. წერე ხოლმე, მიხარია აქ რო სიახლეებს ვხედავ 🙂

Leave a reply to natia121 კომენტარის გაუქმება