დამშვიდობების პონტში

 

დასრულდა ჩემი აბიტურიენტობა, დაიწყო შედეგების გამოცხადება, ჩემი უნარების ქულა უკვე იცით და აღარ გაგიმეორებთ. გეგმაში აქ დარჩენა მქონდა, მაგრამ გადავიღალე.. არ,ა ეს გადაღლაზე მეტია.. მთელი წელია თბილისიდან ცხვირი არ გამიყვია და ეხლა  ბედნიერი ვტოვებ აქაურობას. თუმცა ეს ბედნიერებაც არასრულია, როგორც სხვა  ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ხვალ მივემგზავრები კახეთში, დიდი ვერაფერი სოფელი მაქვს,  ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხს საღამოთი გარეთ გამოსვლა არ უყვარს, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მთელი ზაფხული კითხვაში   უნდა გავატარო.  დამეთანხმებით,ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ გველების მეშინია.  მამამ მითხრა მომრავლდნენო.  ამას გარდა ძალიან მომენატრება ჩემი ვირტუალური სამყარო, მენანება ბლოგიც, მაგრამ ჩვენ ყველას გვეკუთვნის შვებულება.

შევებულებაზე გამახსენდა, ამასწინათ, სამსახურის ძებნა დავიწყე. თავისთავდ ყველგან გამოცდილებას ითხოვენ.  იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თუ არსად აიყვანენ, ეს გამოცდილება არასოდეს ექნებათ. მოკლედ დავაგზავნე CV-ები და იმ დღესვე დამიკავშირდნენ. მაგრამ დიდი უაზრობა იყო, ვითომ პიველი ორი კვირა გადამამზადებდნენ პერსონალის მენეჯერად და ამ გადამზადებაში ფულს გადამიხდიდნენ. მარაზმი… არც წავსულვარ.

გადავუხვიე თემას, მოკლედ მე  მივდივარ,  არავის ავტორად არ ვტოვერ აზრი მაინც არ აქვს😀 თუმცა შეიძლება მალევე მომიწიოს ჩამოსვლა, ქართულის ნაწერის  ნახვა მინდა.

უი მართლა, დღეს და გუშინ აქტიურად ვლაშქრავდი თავისუფლების მოედანს, განსაკუთრებით პუშკინის ქუჩას. აქ ხომ ჩემი საყვარელი ბისერების მაღაზიებია❤ სამაგიეროდ სრულიად გავღატაკდი, მაგ მაღაზიებში თავს ვერ ვაკონტროლებ. უკვე ავაწყე რაღაცები,  ისეთი ლამაზი სადაფის საყურეები გამომივიდა (ხო მართლა ეს სამე ჩემი ჰობია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია) <3   ისევ მინდა დავიწყო “ბიზნესი”, ნუ გეცინებათ, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი თიხაზე და ჩემი შემოსავალი გამუდმებით მქონდა.

ამ ზაფხულისთვის ბევრი გეგმა მაქვს, პირველ რიგში დავიწყებული რუსული უნდა აღვიდგინო, ამიტომაც მიმაქვს რუსულ-ქართული სასაუბრო. ვერ წარმოიდგენთ,  რა კარგი და პრაქტიკული წიგნია. გოლეთიანია ავტორი, თუ დაგანტერესებთ.  (ძალიან მრცხვენია რუსული კარგად რო არ ვიცი)

წუხელ არ მძინებია, (რა დამაძინებდა დღეს ქულა უნდა გამეგო), ხოდა ეხლა მაგრად მეძინება და წავედი.

            გკოცნით და გეხვევით ყველას :*
P.S 

ხო ვხატავ კიდეც ხოლმე და ამ საქმესაც მივხედავ ეხლა :დ

9 thoughts on “დამშვიდობების პონტში

  1. აუ რა კარგია…❤
    ადრე მეც ვხატავდი, იმდენი ხანია ფუნჯი არ ამიღია ხელში… ახლა დავუწყე ძებნა გუაშებს და არ დამხვდა😦 მომიტანე სასწრაფოდ!!:)
    ძალიან მიყვარხარ და კარგ დასვენებას გისურვებ:* კი გეკუთვნის 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s