პეპელა სახელად – კამპა

 ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“
 

ჩვენ სამივეს გვიყვრდა პეპლები. ეს გვაერთიანებდა და  ჰარმონიას გვმატებდა. დედა და მამა გამუდმებით მასწავილიდნენ, რომ პეპელა ყველაზე საოცარი  არსებაა რაც კი ღმერთს შეუქმნია. მათ მიაჩნადათ რომ სწორედ  პეპლებში იყო სიცოცხლის წყარო. რომ მათი  ხანმოკლე ცხოვრება უფრო შედეგიანია, ვიდრე ზოგიერთი ადამიანისა. თავდიპირველად მიჭირდა ამ დასკვნების გაკეთება, ბავშვი ვიყავი და მე მხოლოდ ლამაზფრთებიან, ათასფერად მოლივლივე არსებებს აღვიქვამდი. დედა ხშირად მიხატავდა პეპლებს, უამრავი ესკიზი ჰქონდა, თუმცა მე დაჟინებით მეტს მოვითხოვდი.  ადრე მეუბნებოდნენ უცნაური ბავშვი იყავიო, ალბათ ამიტომაც დავარქვი ყველა პეპელას კამპა, განურჩევლად მათი ფერისა და ფორმისა.

ჩვენ სამნი ხშირად დავდიოდით ბაღებში, პარკებში, მთელი წელი გაზაფხულის დადგომასა და ბუნების აყვავებას ველოდით. ვიცოდით, რომ პეპლები  გამოჩნდებოდნენ. დედა გამუდმებით რაღაც ლექსს მასწავლიდა, იქიდან მხოლოდ “სულის პეპლა” მახსოვს. ერთხელ, როცა, ერთმა ახლობელმა ჩემი მშობლები გალანძღა, უსაქმურები და უაზრო რომანტიკოსები უწოდა მათ, დედამ ასე ამიხსნა ცუდი სტუმრის  საქციელი. “მას სულის პეპელა არ ჰყავს, შესაბამისად არ ესმის ჩვენიო”.

დრო გადიოდა. მეტი და მეტი კამპა მოდიოდა ჩვენთან… თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი საბედისწეროდ შეცვალა. ჩვენ ავტოკატასტროფაში მოვყევით. დღემდე მაქვს გაზეთის ამონაჭერი, სადაც, ჟურნალისტი დრამატულად აღწერს ავარიას. “ორი ადამიანი გარდაიცვალა, პატარა გოგონა კი სასწაულებრივად გადარჩა”,

მე არ გადავრჩენილვარ.

თავდაპირველად მეც გარდავიცვალე.

შემდეგ კი ჩემში გაცოცხლდა კამპა..

ავტოკატასტროფამ ჩემი ცხოვრება კადრებად დაშალა. მახსოვს ბაღი, მზე, ბევრი კამპა, დედა იცინის, მამას ხელში აყვანილი ვყავარ, მერე შუქი.. მანქანის მუხრუჭების ხმას, დედას კივილი “ნიკა ფრთხილად!”, უამრავი პეპელა, მერე პროცესია.. პროცესია რომლის გლოვის ფერი თავად პეპლებმა დახატეს.. და ისევ მათი თეთრი გუნდი.. ისევ ბევრი კამპა….

ჩემი მეგობრები ვერაფერს ამჩნევდნენ, ძველებურად მექცეოდნენ, მხოლოდ მე ვხვდებოდი, როგორ შემიყვარდა ცეცხლთან თამაში..

დრო კი გადიოდა,  ვიზრდებოდი, ნელ-ნელა ვკარგავდი ჩემში კამპას… ბავშვურმა სილაღემ თან წაიღო პეპლის ხასიათი. ჩემი ცხოვრება დაემსაგვსა ყველასას.. შემერყა რწმენა, რომ ოდესმე, რომელიმე კამპაში ვიპოვიდი დედას და მამას.. ამ დროს დაიწყო გაუცხოვება, ყოველდღიური პრობლებემები, ჩვეულებრივი სასიყვარულო ამბები, ჩემი სხეული თქვენმა ამაოებამ მოიცვა..

ერთხელ კი , როცა ძველ წიგნებს ვალაგებდი, სიფრიფანა ფურცელი გადმოვარდა. უკან დედას ნახატი იყო, ერთ-ერთი კამპა, წინ  ის ლექსი, მე რომ მასწავლიდნენ..

 ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზედ ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მერე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე
შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს…
მერე თუ მოვწყინდებოდი,
ცის კიდეს გადაივლიდეს.

მაშინ ჩავწვდი სამდღიანი სიცოცხლის იდუმალებას.. მაშინ მივხვდი რომ მშობლებმა ჩემი სულის პეპლის საპოვნელად დამტოვეს, რომ ისინი არ გარდცვლილან.. უბრალოდ ძველ სხეულებს დაუბრუნდნენ.. იმ ღამეს ღმერთს მეც პეპლად ქცევა შევთხოვე…
……დილით ალისფერ, ნამიან ყვავილზე ბუნდოვნოდ მოჩანდა ალისფერი პეპელა კამპა..

მკითხველო, თუ კი შენ კვლავაც ვერ გაიგე, რატომ ვარჩიე შენს ხანრძლივ ცხოვრებას კამპად ქცევა, გეტყვი, რომ კამპა ძველი ბერძნული სიტყვაა და თანამედროვე თარგმანით სრულყოფილებისკენ სწრაფვას ნიშნავს…

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“

11 thoughts on “პეპელა სახელად – კამპა

  1. ert-erti sauketesoa sakonkurso postebs shoris…. ase mgonia jiuris shercheva gaujirdeba imdeni kargi posti daiwera konkursistvis…
    dzalian lamazi da grma istoria iyo….

  2. “დამაინტერესებელჩამთრეველი” ისტორიაა

    ნათიაააა… გუდ გუდ
    კიარადა ზე ბესთია, ვერი ვერი

  3. სწავლის ძირი მწარე არი, კენწეროში, if if if, რა კაი ბალიააა…

  4. ლამაზი პოსტია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქართული კონკურსების ობიექტურობის ნაკლებად მჯერა არ მიყვარს ქართული კონკურსები. წარმატებებს გისურვებ.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s