ჭკვიანი გოგო

ჭკვიან გოგოდ ყოფნა ძალიან ცუდია. არ მკითხოთ რატომ, ეს ხომ ყოველთვის ნათელია. არა, მე იმას არ ვამბობ რომ ჭვკვიანი ვარ, თუმცა ჩემს გარშემომყოფებს ასე მიაჩნიათ. ეს დაიწყო ბავშვობიდან. კარგად მახსოვს, სანამ სკოლაში შევიდოდი იქამადე მაფრთხილებდნენ ყველაზე კარგი უნდა იყოო. (არ ვიქნებოდი და ვისი აჯობებდა:D.) ჩემი მშობლები ჩემგან ყოველთვის პირველობას მოითხოვდნენ,  არ მპატიობდნენ არცერთ ოთხიანს და ნუ უფრო დაბალი არც მიმიღია. დიახ, მე არასოდეს მიმიღია ორიანი :დ მარტო მშობლები რომ ყოფილყვნენ რაღა მიჭირდა, ჩემს გარშემო მყოფი მამიდები დეიდები, ბიძები, პაპები ბებიები მე და ჩემს ბიძაშვილისბს ყოველთვის “წარჩინებულ სწავლას” გვთხოვდნენ. ზარმაცი არ ვყოფილვარ, ისეც ვისწავლიდი ამდენ ადამიანს რომ არ მოეთხოვა. მერე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სტერეოტიპები ჩემზე. მე ნელ-ნელა შემეზღუდა უფლებები, იმიტომ რომ ოჯახის სახე ვიყავი. ხომ უნდა ეამაყათ  ჩემით. მოკლედ ეს გრძელდებოდა წლები, საქმე კი იცით სადამდე მივიდა? მე რომ ეხლა ქართულის გამოცდიდან უკმაყოფილო გამოვედი და ვამბობდი, რომ ჩემი მაქსიმუმი ვერ გავაკეთე, რომ თემა არ გამომივიდა ნორმალური, რომ რაღაცები ამერია,  ამაზე ყველანი ერთსა და იმავე ფრაზებს მპასუხობდნენ. არავის არ სჯერა ჩემი, მეუბნებიან რომ მე მაინც მაღალ ქულას მივიღებ, რომ ტყუილად ვწუწუნებ, რომ შეუძლებელია ცუდად დამეწერა, თავიდან ვცდილობდი ამ ადამიანების  გადარწმუნებას, მაგრამ როცა  ძირმაგარი სტერეოტიპები ვერ შევარყიე გავჩუმდი. ილაპარაკონ რამდენიც უნდათ და რაც უნდათ. სჯეროდეტ ჩემი ყოვლისშემძლეობის და კი დაიდება აგერ ქულები. ისე მარწმუნებენ გეგონება რომელიმეს ჩემზე მეტად გაუხარდება ჩემი მაღალი ქულა😀.არც მოვიშლიდი ნერვებს, რომ არ ვიცოდე მათი ფსიქოლოგია. აი როცა შედეგები დაიდება და მე ჩემი  შესაძლებლობების შესაფერისი ქულა არ მექნება, უკვე სხვანაირად დაიწყებენ საუბარს. იტყვიან რომ მთელი ცხოვრება თავს ვიქებდი, რომ ყველაფერი ფარსი ყოფილა, რომ არაფერს წარმოვადგენ. ერთი ფრაზა გაიხსენონ ჩემი ნათქვამი, როცა ნიჭიერებაზე პრეტენზიას ვაცხადებდი.:დ ამ ამბავს ათასი მხრიდან დაატრიალებენ. და მეც ათასგავარდ შემომხედავენ. მოკლედ ყელში ამომივიდა “ჭკვიანი გოგოს” ვალდებულებები, თუმცა დანამდვილებით ვიცი რომ ახლა რამის შეცვლის უნარი არ მაქვს:) არადა როგორ მინდა ვცხოვრობდე ჩემთვის, ყბადაღებულ ჭორებს მიღმა.

p.s

პოსტი გადავიკითხედა მივხვდი, რომ რაღაც მომენტში აზრი არასწორად გამოვთქვი. . მე ძალიან მიყვარს წიგნები, ვგიჟდები ლიტერატურაზე და საერთოდ ყველანაირად ვცდილობ ინტელექტის ამაღლებასაც, უბრალოდ საზოგადოების სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები:)

14 thoughts on “ჭკვიანი გოგო

  1. როგორ მესმის შენი.
    მასწავლებლები მექცევიან ზუსტად ასე, არაფერს მპატიობენ, როცა მეც ადამიანი ვარ და ბევრი რამ შეიძლება შემეშალოს.
    ოჯახში ჩემი ემოციურობის შესახებ იციან და ისიც გაცნობიერებული აქვთ, რომ შეიძლება გამოცდაზე ნერვიულობისგან მთლიანად გამეთიშოს გონება.
    რომ გითხრა, არ ინერვიულო–თქო, რამე შეიცვლება?
    ვიცი, რომ შენც კარგად ხვდები ყველაფერს.
    ახლა ერთი გამოცდა დარჩა, შეეცადე ბოლომდე გამოამჟღავნო რაც იცი..

    უბრალოდ, მართლა ძალიან მესმის შენი.

    1. vici rom gemis, maswavleblebi agar gamaxsenda torem skolashi mec igive situacia mqonda, yvelaze cudi isaa rom ar unda shegeshalos :d sasaciloa xandxan es yvelaferi🙂 dzlian miyvarxar❤

  2. არასწორად მსჯელობ მათზე ვინც შენგან იმაზე მეტს მოელის ვიდრე შენ გგონია! ეს ადამიანები –შენი მომავლის გარანტიები არიან!😉

  3. მართლაც ჭკვიანი გოგო ხარ,იცი,რომ საამაყო შვილი ხარ?-ჩემი ცხოვრება სულ შვილების გარშემო,მათ სწავლაზე ფიქრი იყო…ახლახან გამომიტყდა ჩემი “ჭკვიანი”გოგო,რომ მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი კარგად,რომ შენ სახეზე ის ღიმილი დამენახა,რასაც ჩემი წარმატებების დროს ვხედავდიო…ის სიხარული,რასაც დედა განიცდის შვილის წარმატებების დროს,ენით აუწერელია,არასდროს მოგეკლოს მისთვის ეს სიხარული!

  4. მეც ეგრე ვიყავი, ნათ, მაგრამ ახლა მე თვითონ ვთხოვ თავს მეტს და მეტს!
    ასე რომ, მადლობა შენებს, რომ გაიძულებენ, შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო, ისინი რომ არა, საშუალოთი დაკმაყოფილდებოდი ყოველთვის, ახლა კი გექნება საიმისო ბაზა და საფუძველი, რომ მაქსიმუმისთვის იბრძოლო ყოველთვის!🙂

      1. sheizleba martlac asea, sheidzleba mati damsaxurebaa isic rom yoveltvis vcdilobdi pireli vyofiliyavi, magram xo gesmismis, 18 wlis var, uamravi tineijeruli filmita da azrebit maqvs tavi gamotenili, uamravi wvetiani idea mawuxebs. amitomaca rom jer shensavit ver vfiqrob🙂
        p.s shenc qartulis gamocdaze ar gadiode:D

  5. როცა თქვენს ნაწერს ვკითხულობდი ასე მეგონა , ვიღაცამ აზრები “მომპარა” მეთქი… უბრალო , ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მახლობელია ჩემთვის ეს პრობლემა… მშობლების დამოკიდებულებამ დამაკარგვინა ბავშვობა , ის ბავშვობა ” ოქროს ხანად ” რო იწოდება , ლიტერატურული ნაწარმოებებში… მე ყოველთვის დიდი ვიყავი.. საზოგადოების თვალში წარმატებული, ლიდერი, ყველაფერში აქტიური და ყველასგან გამორჩეული…ჩემგან ითხოვდნენ იმაზე მეტს, ვიდრე, უბრალოდ საშუალო ნიჭის მქონეს შეუძლია.. რისთვის??/.საბოლოოდ სცენარი სწორედ ისე განვითარდა …. სრული კრახი.. თქვენგან განსხვავებით, თემა საერთოდ ვერ დავწერე გამოცდაზე… არავის არ ვუსურვებ იმის გადატანას რაც მე გადავიტანე… ქილიკი და პირმოთნეობა ყველგან.. მეზიზღება საზოგადოების სტერეოტიპები.. მეზიზღება ბრბოს ფსიქოლოგია..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s