ჩემი პატრიოტული პოსტი

წეღან ვუყურე KBN-ის ფინალს. ძალიან მომეწონა, დასაწყისთან შედარებით მართლა კარგი, დახვეწილი და რაც მთავარია სასაცილო იყო. სიმართლე გითხრათ, კოზანოსტრას ვგულშემატკივრობდი, თუმცა არანაკლები იყო “ქუთეისელებიც”.  ვინც ამ თამაშს თვალს ადევნებდით, ყველას გეცოდებინებათ, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და მონაწილეებმა ბევრი დრო და ენერგია დახარჯეს ფინალში მოსახვედრად. რის გამოც, მიმაჩნია რომ იმ პატარა სათამაშოსნაირი  ვითომ პრიზის გარდა, გამარჯვებული  სხვა რამესაც იმსახურებდა. არა, შეიძლება, მისცეს კიდეც, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმემ მსგავს გადაცემაში სიკეთე სააშკარაოზე გამოტანის გარეშე გააკეთოს. არაფერს ვიტყოდი და ამ საკითხს საერთოდ არ შევეხებოდი, ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა მარაზმს, რომ არ ემსგავსებოდეს. თუკი იმის მილიონები გვაქვს, რომ სტინგის დონის ვარსკვლავებს ვმასპინძლობთ და აგერ ენრიკესაც ველოდებით, ხომ შეიძლება ამ ჩვენს მართლა ნიჭიერ ქართველებს რაღაც კარგი გავუკეთოთ,

სასაცილოა.. სასაცილოა ის ყველაფერი რაც საქართველოში ხდება. სასაცილოა ის ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს როდის შემოაღებს პატარა  საქართველოს კარს დიიდი ენრიკე, აბა ერეკლეები ჩვენ აღარ გვყავს. სასაცილოა ყველა ვისთვისაც დღეს ჩევნი ქვეყანა ბედნიერია, სასაცილოა ვისაც კრის ბოტის, სტინგის, შერონ სტოუნის და მართლა ტუტუცი რენი ჰალენის ჩამოსვლა აღფთოვანებას ჰგვრის. ანუ სასაცილოა მთელი ქართული ტელევიზია, რომელიც  რენის ჰალენი მომავალი ვიზიტი დროს მისი კუჭის მოქმედების ამბებსაც დაწვრილებით მოგვითხრობს.  სასაცილოა ყველა ქართველი, ყველა ახალგაზრდა, რომელიც ათეისტობას მხოლოდ იმიტომ იბრალებს, რომ ის ან მოდაშია, ან ტერმინი მოსწონს, ან კიდევ წირვაზე ფეხზე დგომა ეზარება.(ისე კი, ნამდვილმა ათეისტმა, ნამდვილი სარწმუნოება კარგად იცის:) სასაცილოა ყველა, ვისთვისაც ქართული ისტორია მოძველებულია და ახალი იდეების შემოტანას ცდილობს ისე, რომ არაფერზე წარმოდგენა არ აქვს. ტრადიციებს კი, მხოლოდ ორიგინალურობისთვის უპირისპირდება. სასაცილოა ყველა როკერი, ყველა რეპერი, ყველა ჰიპი(ქართველებს ვგულისხმობ), რომლებმაც საყვარელი მუსიკის ისტორიაც არ იციან.(ისევ და ისევ ორიგინალურობა:) სასაცილოა, ის ვისთვისაც  არ არსებობს პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმს ქადაგებს, სასაცილოა ის ვისთვისაც ქუჩაში ზასაობის აკრძალვა მეტ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე  მიწაზე დაყრილი მათხოვრების დიდი რაოდენობა.

შეიძლება თქვენ ძალიანაც გიყვართ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ვარსკვლავები, მათი საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს, ვგიჟდები სტინგის მუსიკაზე, მაგრამ როცა ჩემ გვერდით ადამიანები გაცრეცილი თითებით საფულეში ბოლო კაპიკებს “ხიკავენ”, 1 თეთრიც კი ბევრი მეჩვენება “ვარსკვლავებისთვის” მისაცემად.

ნამდვილად რადიკალური ვარ, მაგრამ მხოლოდ დროისა და  გარემოებების გამო. საუკუნეა ქართველ მომღერლებს ნორმალური კონცერტი არ ღირსებიათ, ხოდა დამერწმუნეთ, არც ეღირსებათ. მიუხედავდ იმისა რომ იმ თანხის მეათედიც კი ეყოფოდათ, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში უცხოელებს გადავუხადეთ.

შესაძლებელია ისიც, რომ სიტუაციას ასე ცუდად მხოლოდ მე აღვიქვამ. ისე კი, არსებობს გენიალური ფრაზა: ყველა ხალხი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ჰყავს. არ მინდოდა პოლიტიკური ვყოფილიყავი, მაგრამ ეტყობა თავს ყველა მაშინ ვიფხანთ, როცა უშუალოდ ჩვენ გვეხებიან. ჩემი კარებიდან შენამდე დიდი მანძილი არაა, საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა.

პ.ს. კიდევ ერთი მარაზმი გამახსენდა:D მარაზმია ის, რომ ჩვენი სიმფონიური ორკესტრი, მაშინ არის მაგარი და მაშინ შოულობს სამუშაოს, როცა აკომპანიმენტს კრის ბოტი უწევს:)

7 thoughts on “ჩემი პატრიოტული პოსტი

  1. ის რომ ჩვენი სიმფონიური ორკესტრი მხოლოდ მაშინ შოულობს სამუშაოს და მხოლოდ მაშინ არის მაგარი, როცა კრის ბოტისთან უკრავს, ტყუილია : )

      1. ხელოვნებისადმი არასწორი დამოკიდებულებაა უბრალოდ.. : ) და მე ეს გამოთქმა ძალიან ცუდად მომხვდა..

  2. “ყველა ხალხი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ჰყავს. ” – ვეთანხმები სრულიად.

    ფაქტიურად ყველაფერში გეთანხმები. მწარეა, მარა სიმართლე…

  3. @ethnorevaz
    es gamotqma mxolod im azrs moicavda, rom mtavrobisa da jurnalistebis tvalshi simfoniuri orkestri “magari” mxolod mashin gaxda roca zemot agnishnuli pirovnebebi chamovidnen, nu iqamde amxela reportajebi ar minaxavs. chemi piradi dmokidebuleba ki absoluturad sxvagvaria rogorc am orkestris, ise zogadad xelovnebis mimart🙂

  4. ჯერ აზროვნება უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ აქედან რამე შეიცვალოს😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s