უბილეთო მგზავრი

რატომღაც პოსტის დაწერა მომინდა. სხვა ბლოგებს ვათვალიერებდი, მომეწონა მათი დალაგებული, დაწყობილი ნაწერები, რაღაცნაირად ჩახუჭუჭებული ბლოგები. აი შედიხარ და გგონია კარებს გაგიღებენ, ყავას მოგართმევენ,  თუ პირველად ხარ ამ ბლოგზე მორიდებულად ათამაშებ შენს ისარს, არ გინდა ზედმეტად იხმაურო. მაგრამ თუკი უკვე მეგობრულად ხარ განწყობილი თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თქვენი არ ვიცი, მე კი ყოველთვის ასეთი შეგრძნებები მაქვს. მეცოდება ჩემი ბლოგიც, რომელიც მვატოვე, არაფრად აღარ ვაგდებ.  მხოლოდ იმისთვის შევდივარ, რომ ან თემა, ან დიზაინი შევუცვალო. ვერ წარმოიდგენთ რამდენი რამ დევს ამ ცვლილებაში. ნაწყენი ვარ ყველაზე და ყველაფერზე.  ამიტომაც გავურბივარ ბლოგს. ის ხომ ჩემი თავის, ოცნებების, აზრების, ფიქრების სარკეა.  მასზეც ვბრაზობ და არ ვიცი რატომ.   ბოდიშს ველოდები მომხდარისათვის და ვიცი რომ ეს ბოდიში არ მეღირსება. განა იმიტომ რომ ბლოგი ბოდიშს ვერ მოგიხდის, არა, უბრალოდ მას საბოდიშო არაფერი აქვს. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებ წერას.  როცა რაღაც  აზრს გამოხატავ ამის უფლებ უნდა გქონდეს, როცა ვიღაცას აკრიტიებ შენ მასზე უკეთესი უნდა იყო, მე კი.. ახლა თავი ხან მრავალგანზომილებიან სივრცეში გამოკიდული წერტილი მგონია, ხან კიდევ მატარებლის უბილეთო მგზავრი, რომელსაც კონდუქტორისა და მატარებლიდან გადმოგდების ეშინია.  ჩემი მატარებელი ჩემი ცხოვრებაა. ცხოვრება სადაც არაფერი არ ხდება ისე, როგორც მე მეგონა. როგორც იმედი მქონდა.. არადა კიდევ მაქვს ეს იმედები..:) ვცდილობ ცოტაც კი ვიმყოფინო ბედნიერებისთვის, მაგრამ შეუძლებელია.. ყველაფერი იმაზე ცუდად და უარესადაა ვიდრე ერთი  შეხევდით გვეჩვენება…

რატომღაც ამოვიჩემე ეს სიმღერა…

12 thoughts on “უბილეთო მგზავრი

  1. მიჭირს ხოლმე კომენტარის დატოვება იქ სადაც პირველად ვარ, თუმცა პოსტი რაღაცნაირად ძალიან ნაცნობი იყო და გადავწყვიტე მაინც დამეწერა.
    პირველ რიგში არაჩვეულებრივად იყო აღწერილი ბლოგებზე შესვლის სცენა, ამ კუთხით არასოდეს მიფიქრია, თუმცა აწი ვინმეს ბლოგზე რომ შევალ მაშინვე ეს გამახსენდება.
    რაც შეეხება იმას, რომ ყველაფერი იმაზე უარესადაა ვიდრე გვეჩვენება, ვინაიდან არ ვიცი რაზეა საუბარი, მე კი არ მიყვარს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არაფერი გამეგება, უბრალოდ ვიტყვი, რომ განწყობა ნაცნობია, თან ძალიან, არ ვიცი ყველაფერი კარგად იქნება თუ არა, ვინაიდან ეს ფრაზა ზოგადად აზრს მოკლებულად მეჩვენება, თუმცა მგონია, რომ უიშვიათესი გამონაკლისების გარდა ყველაფერი მოგვარებადია, თუმცა როდესაც ასეთ განწყობაზეა ადამიანი მას ამის მოსმენა შეიძლება უარესად აღიზიანებდეს. უბრალოდ თუ მსგავსი მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება შენს მიღმა მიდის დროთა განმავლობაში, ან ნევრიულობას ავადებ შემდეგ რაღაც დროით და ამ დროს ეჩვევი, ან იმედი გყოფნის…
    ვიმედოვნებ, ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება ვიდრე გგონია.

    1. ketili iyos sheni komentari chems blogze:) me mapatie tu ki mcire intriga shemovagde da getyvi rom erovnul gamocdebze gavdivar wels:) sxva iseti araferi, ubralod sakmaod magalreitinguli fakultetebi miweria da shishi shemomepara. rac ki mteli weli tavs vimagrebdi exla gamocdebze vegar gavdivar dzveli shemartebit, vnerviulob da ase shemdeg.. rtulia roca yvelaferi ertad ginda:) ise ki imedia rom yvelaferi uketesad iqneba vidre mgonia:)

  2. მომწონს შენი ახალი დიზაინი🙂

    ბლოგზე ნუ იდარდებ – ეს ხომ გაზეთი არ არის, განახლების მკაცრი პერიოდულობა ჰქონდეს. დაწერე მაშინ, როცა მოისურვებ – შენი მკითხველი აუცილებლად მიაგნებს და წაიკითხავს.

    რაც შეეხება სხვა ბლოგებს, გამიხარდება, ჩემთან თავს შინაურულად თუ იგრძნობ (იმედია, ასეც არის) და ყავას ყოველთვის მოგართმევ🙂

  3. ვაიჰ,როგორ მიყვარს ეს სიმღერა…
    მე როგორ გითხრა წერე ხშირად-მეთქი,ამ ბოლო დროს თვითონ ავუშვი..მაგრამ,მაინც წერე ხშირად რა :))

  4. axali dizaini mouxda blogs da datove🙂 tbilia ragacnairi.. ^_^ exla ubralod gadaglili xar yvelafrisgan da amitom xar ase… gaivlis😉 :* mec ragac egre mivatovesavit blogi da ra namusit geubnebi magram… mainc, were xolme ufro xshirad ra🙂 :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s