გამოცდები

ყველა რაღაცას წერდა და მეც მოვედი. თუმცა ვიცი, რომ მაინც ვერაფერზე დავწერ გამოცდების გარდა.იმ გამოცდებისა მე, რომ მთელი წელი გული გაგიწყალეთ..:) მაგრამ რა ვქნა, ამჟამად ესაა ჩემი ცხოვრება.  ახლა ყველა მამშვიდებს, ყველა მეუბნება, რომ მე კარგად დავწერ, რომ გრანტსაც და მაღალ ქულებსაც მივიღებ. სწორედ ეს მაგიჟებს. ჩემგან ყველა რაღაცას მოელის. მე კი მეშინია.. ხანდახან  ვერ ვხვდები რისთვის ვაბარებ ამ გამოცდებს, ხალხის ენისთვის, თუ უბრალოდ ჩემთვის. ახლა ისე  ვარ, რომ მეტირება. მეშინია და რა ვქნა. მე ხომ, უკან გზა აღარ მრჩება. საკუთარ თავს ვტანჯავ, არ ვიცი ამ მაზოხიზმისგან  რა გამოვა. არ მინდა ის დამემართოს რაც საატესტატოზე, მათემატიკის გამოცდაზე მომივიდა. მიუხედავდ იმისა, რომ ტესტი რთული იყო და ქულაც მაღალი მოვიღე, რამდენიმე საკითხის ვარაუდით შემოხაზვა მომიწია( ბოლო გამოცდაზე პირველად:), ისეთ გადაღლილი ვიყავი, ისე დავიბენი, რომ უმარტივეს ამოცანას ვეღარ ვხსნიდი. ვუყურებდი მონიტორს, ვიცოდი როოგორც უნდა ამომეხსნა, ვიცოდი, რომ რიცხვები უნდა ჩამესვა, მაგრამ რიცხვი არ მაფიქრდებოდა. საშინელება იყო, პირი გამიშრა, თავბრუ დამეხვა, მეგონა, რომ სასწრაფოთი გამიყვანდნენ. სულელი ვარ. საკუთარი შრომა წყალში ჩვყარე და ორი თუ სამი ამოცანა უბრალოდ არ ამოვხსენი. ეს ყველაფერი ნერვიულობის ფონზე… და მიუხედავდ ამხელა გამოცდილებისა მე მაინც ვნერვიულობ. როგორ უნდა გავაკონტროლო თავი წარმოდგენა არ მაქვს.. არადა, მხოლოდ სამი დღეღა დარჩა…

ერთი სული მაქვს დამთავრდეს…

17 thoughts on “გამოცდები

  1. ნათი, მესმის შენი, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელი გავიდა უკვე რაც მე ვიყავი აბიტურიენტი. მაშინ ეროვნული გამოცდები სულ ახალი იყო და ნერვიულობაც ამის გამო უფრო მეტი. ის მომენტიც გამოვიარე, როცა ყველა რაღაცას ელოდა ჩემგან, ვერ ვიტანდი როცა ამბობდნენ, რომ უნდა ჩამებარებინა, სულ მეგონა, რომ ფეხებზე ეკიდათ რეალურად რას ვიზამდი, მთავარია ხალხს დაენახა, რომ ჩავაბარე. მარა თანდათან გადავიდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი.

    რაც შეეხება გამოცდებს და დაბნეულობას, მე უნარების გამოცდაზე დამემართა მასე, ნერვიულობისგან გავაფრინე კინაღამ, საათს ვუყურებდი ყოველ წამში და თან ისე გამოვიდა, რომ პირველი სამი ანალოგია ვაფშე ვერ გავიგე. ხოდა, ვიფიქრე პირველი თუ ასე რთულია, სხვა რა იქნება მეთქი. ბოლოს ავიყვანე თავი ხელში დავწერე, მარა გარეთ რომ გამოვედი ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მიანც არ ვიტირე😀

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შეეცადე არ ინერვიულო, შენც ხომ იცი, რომ შეგიძლია მარტივად დაწერო, ხოდა ღირს ნერვიულობად?

    აბა შენ იცი, წარმატებები😉

  2. ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ შენი გამოცდების შედეგებით! ყველაზე მარტივად ჩაგებარებინოს! მე გგულშემატკივრობ!!!!

  3. სამ კვირაში გადახედავ ამ პოსტებს და გაგეღიმება🙂

    დამშვიდდი, ნათია. ნერვიულობა ისევ შენ დაგაზარალებს. ყველაფერი კარგად იქნება. გამოცდა ისეთი ოხერი რამეა, ყველა ნერვიულობს და ყველა ფიქრობს, არიქა, არაფერი მახსოვს, მანდ რომ დავჯდები, ყველაფერი დამავიწყდებაო, მაგრამ როგორც კი ფურცელს დახედავ, ყველაფერი დალაგდება და რაც საჭიროა, მაშინვე გაგახსენდება.

    აბა შენ იცი!!!

  4. 4 წლის წინ მეც შენსავით ვიყავი, მაგრამ როგორც კი პირველ გამოცდაზე შევედი ნერვიულობა მომეხსნა…მოლის ვეთანხმები, გამოცდაზე ყველანაირი შიში გაგიქრება და ყველაფერი გაგახსენდება🙂
    ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ჩააბარებ და სასურველ ფაკულტეტზეც მოხვდები..და გრანტსაც აიღებ!🙂
    უფალმა გაგაძლიეროს!

  5. ვაიი, რა კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი : ( ასე ნუ ნერვიულობ : ( ყველაფერს წყალში ჩაყრი.
    პირველ გამოცდაზე მეც ისე ვინერვიულე, სახლიდან რომ გავდიოდი 3 ცალი ყვითელი დამამშვიდებელი აბი გადავყლაპე, მაგრამ გამოცდის მერე რომ მივხვდი,რომ ისეთი არაფერი იყო, რაც არ ვიცოდი, ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა და საერთოდ აღარ მინერვიულია. შენც ხო ხედავ რომ ყველაფერი იცოდი, ხოდა რაღა განერვიულებს, დამშვიდდი ეხლა და ცივი გონებით შეუდექი მუშაობას :* წარმატებები

  6. ტყნეში ტყნუპ ტყნაპუჭებთან არსებული თნახვების, დღლორჯოების, მაზოხისტი დღნაშვების, წუწურაქი ჭნუ says:

    კაი რა…

    ვინ არ ჩაჭრილა, ჰმ…

  7. ტყნეში ტყნუპ ტყნაპუჭებთან არსებული თნახვების, დღლორჯოების, მაზოხისტი დღნაშვების, წუწურაქი ჭნუპრების შოვინისტურ, სოციალისტურ, რესპუბლიკურ, ლეიბორისტულ, დემოკრატიული პარტია:

    კაი რა…

    ვინ არ ჩაჭრილა, ჰმ…

  8. ტყნეში ტყნუპ ტყნაპუჭებთან არსებული თნახვების, დღლორჯოების, მაზოხისტი დღნაშვების, წუწურაქი ჭნუპრების შოვინისტურ, სოციალისტურ, რესპუბლიკურ, ლეიბორისტულ, დემოკრატიული პარტია:

    “კაი რა…

    ვინ არ ჩაჭრილა, ჰმ…”

  9. ნათიააა... ახალ წელს გილოცავ... (happy birthday) < haha says:

    ტყნეში ტყნუპ ტყნაპუჭებთან არსებული თნახვების, დღლორჯოების, მაზოხისტი დღნაშვების, წუწურაქი ჭნუპრების შოვინისტურ, სოციალისტურ, რესპუბლიკურ, ლეიბორისტულ, დემოკრატიული პარტია:

    “კაი რა…

    ვინ არ ჩაჭრილა, ჰმ…”

  10. რამდენი კომენტარი დამიწერია, ჰუჰუჰუ

      1. ჯერ ჩააბარე და მერე გისურვებ წარმატებებს. (ვინ არ ჩაჭრილაო)

        ვაიმე ისე გამაგიჟებთ რაა, რა განერვიულებთ, nwunwunwu
        შენ რომ ეგრე ნერვიულობ სხვებმა რაღა თქვან, ჰმ?

        ჩააბარებ, განწყობა საბრძოლო!!!

        ეხლა შენ რომ იცი ისე თქვი, “კაი რა…”

  11. ისე მაგას თუ ვერა, მერე მე და შენ ჯართი ჩავაბაროთ და ეგაა… ჩაბარებული გვექნება, yeeeeeeeeeeeeeeees

      1. ყველა მაგას ამბობს რატომღაც😦
        არ ინერვიულო,გამოგივა ყველაფერი,მერწმუნე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s