“მდევარი” ანუ ჩემი საშინელებათა ფილმი

უკვე ხუთი წუთია უკნიდან ერთი და იმავე ადამიანის ნაბიჯების ხმა მესმის. ძალიან ცხელა. ყურადღებას არ ვაქცევ. არც მაინტერესებს, ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ჩამოდის მეტროში. მაგრამ ჯერ არქივთან ვარ. ნაბიჯების ხმაში გაურკვეველი ბგერეი ირევა. დუდღუნს ან დუდუნს უფრო ჰგავს. კიდევს არ ვაქცევ ყურადღებას, ვიცი, რომ უამრავი გიჟი დადის. მალე მკვეთრად მესმის მისი ხმა. ოდნავ ჩახლეჩილი, მოგუდული. “ცუნ”.. აღარ ვამთავრებინებ, ფეხს ვუჩქარებ. ვხვდები, რომ მანძილი საგრძნობლად გაიზარდა. მეტროში ჩავდივარ. საფეხურებზე ისევ მომესმა ნაბიჯების ხმა. მატარებელი გაჩერებულია, მინდა მივუსწრო, თან ბოლო ვაგონებისკენ გავრბივარ, ვამოწმებ გამომყვება თუ არა. შევედი, ვაგონშიც სულ ბოლოში გავედი.  ჩემს წინ ისევ ის შავი, ოდნავ წვეტიანი ფეხსაცმელებია რამდენჯერმე რომ თვალი მოვკარი. “ნამდვილად მე მომყვება, წერეთელზე ხომ არ ჩავიდე, რა აზრი აქვს, უკან გამომყვება..” ვაგზლის მოედანზე ჩემ წინ მიდის, თან უკან იხედება. მინდა ხიდის მხარეს ავიდე, მაგრამ თუ უკან გამომყვა ქუჩაში მარტო სიარული უარესი იქნება. ჩემს მატარებელს ველოდები, სპეციალურად ვდგავარ იქ, სადაც პირველი ვაგონი ჩერდება. ისიც ჩემ უკან არის. უკვე მეშინია, ეს ყველაფრი აღარ ჰგავს თამაშს. შიგადაშიგ გაურკვეველ ბგერებს ვგრძნობ. ყველაზე უმწეო ვარ ახლა. ვის ვუთხრა, ვის შევჩივლო.. ჰმ.. არავის კი არა, ვერავის.. პატრულსაც ვერ ვეტყვი, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ბრალდებასაც თავისთავად უარყოფს… მე არავინ დამიჯერბს. გადავწყვიტე საბოლოოდ გადამემოწმებინა და სულ ბოლოში წავედი. უკან არ ვიყურები, ვიცი დავინახავ და უფრო შემეშინდება. ვგრძნობ, რომ მაღალია, თმა დაბალზე აქვს, ოდნავ ქერაა, მსხვილია, და საშინელი გამოხედვა აქვს.. ვიცი… ჩემი მატარებელიც მოვიდა, შევდივარ.. ისევ ის შავი ფეხსაცმელები, კიდევ გამომყვა… “რა უნდა, რას გადამეკიდა”… უკვე ვხვდები, რომ ფეხები მიკანკალებს, შიშისგან ცივი ოფლი მასხამს, თითებს ვაწვალებ… უსუსური ვარ და ეს მაგიჟებს.. თავში ათასგვარი აზრი  და ერთაერთი სიტყვა-მანიაკი ტრიალებს…  ყურებში ისევ ხმა ჩამესმის.. ისევ დაგუდული ხმა..”ნაძალადევი”. მე უნდა ჩავიდე, გასვლის წინ უკან ვიხედები და ისიც მომყვება. ეს ყველაფერი უკვე სიგიჟეა, როდემდე უნდა მდიოს… მზად ვარ მივუბრუნდე და ვუყვირო, მაგრამ “გიჟიაო”  ჩემზე იტყვიან მარტო.. უცბად ნაცნობი დავინახე, დავუძახე კიდეც, მაგრამ მან ვერ გაიგო.. მე მივდივარ წინ და ის მომყვება უკან.. სადაცაა ქუჩაშიც გავალ და უცბად ჩემი კლასელის ხუჭუჭა თმას მოვკარი თვალის, ამ შანსს ვეღარ გავუშვებდი…, მაშინვე გავვარდი და დავუძახე.. სწარაფად მოვუყევი, რაც ხდებოდა, იმას ჩემზე მეტად შეენდა. მეტროსთან გავჩერდით, ისიც შეჩერდა. ვეღარ ვფიქრობდი, ვეღარ ვლაპარაკობდი. წინ წავედით, ელენეს ვეუბნები შგადაშიგ უკან მიიხედოს. ის მეუბნება, რომ ისევ იქ დგას, მაგრამ მე ვიცი, რომ გამომყვება.. მე ვიცი რომ ამდენი იმსთვის არ უვლია მერე მეტროს წინ რომ დადგეს. სახლში არ ავალ, გადავწყვიტე ეს უკვე. ელენეს ეშინია ახლა მას არ გაყვეს. ვიიცი არ გაყვება, მიზანში მე ვარ.. ვუხვევ  ქვევით, აქ ბევრი კორპუსია.. ბავშვობიდან აქ თუ არ ხარ გაზრდილი, მაშინ გარკვევა გაგიჭირდება. მეც ამით ვსარგებლობ, კორპუსებს შორის დავძვრები, უაზრო გზებით გავდივარ, ოღონდა დავიმალო.. ქვევით ბევრნი არიან.. უკვე გავრბივარ, ფეხები მეკვეთება და უკან ვერ ვიხედები.. მეშინია.. სასწრაფოდ ავედი სოფოსთან.

***********************************************************************************************************************************

მას მერე ერთი კვირა და 10 საათი გავიდა.

აღარ მინახავს.

არ ვიცი ვინ იყო.

არ ვიცი რა უნდოდა.

მე ისევ მეშინია.

ის მოჩვენებად გადაიქცა.

18 thoughts on ““მდევარი” ანუ ჩემი საშინელებათა ფილმი

  1. ვაი : \ მეც შემეშინდა..
    ეს უბრალოდ ჩანახატი იყო თუ მართლა მოხდა? :X აი ისე გავიაზრე თითქოს მართლა და შემძრა.. :ს ნეტავ რა უნდოდა?

    1. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მართალია:) აი ერთი სიტყვაც კი არ არის ტყუილი..:)

  2. ჰიტლერი მუდამ ცოცხლობს ჩვენი გულების მარცხენა პარკუჭში!!! says:

    სად გარბოდი, რო გარბოდი? იქნებ როგორ უნდოდა შენი გაცნობა?
    შემეცოდა, ეჰ.
    მგონი როგორ უნდოდა შენთან ლაპარაკი.
    ეს ხართ გოგოები რა, uf…
    ადამიანმა ამდენი გდია, როგორ დაინტერესდა შენით, იქნებ როგორ მოეწონე და შენ კიდევ ერთი სიტყვაც არ გითქვამს მისთვის,ეჰ…
    სად ნახავ ეხლა მეორეს ეგეთს? ვერსად… ჰოდა იყავი მასე, არ იცით ადამიანის დაფასება, თან როგორი სიმპატიური ყოფილა.
    ვინ იცის, იქნებ დადის ეხლა “ეული ფოთოლივით” ნაძალადევის ქუჩებში და შენ გეძებს შენით მოხიბლული.
    მართლა შემეცოდა… არ ყოფილხარ მისი ღირსი!!! vot!!!

  3. ჰიტლერი მუდამ ცოცხლობს ჩვენი გულების მარცხენა პარკუჭში!!! says:

    ოჰ, ჩემი სახელი ხშირ-ხშირად იმეორე არ დაგავიწყდეს.

    მანიაკი არა ის… ნუ გააზვიადებთ ხოლმე, ეგ იყო გუდიანი კაცი, ოღონდ გუდა იმიტომ ვერ დაინახე, რომ ეხლა არის 21-ე საუკუნე, ჰოდა უკვე ერთჯერადი პარკებით დადიან ეგენი. ვითარდება მსოფლიო.

  4. ჰიტლერი მუდამ ცოცხლობს ჩვენი გულების მარცხენა პარკუჭში!!! says:

    რას იზავ, ასეთი სასტიკი და დაუნდობელია ცხოვრება. შენ გენატრება, მათ არ ენატრები. ეჰ… ისე იმ “გუდიან კაცსაც” ჰო შეიძლება ეხლა შენ ენატრებოდე? არა რა, მაინც მეცოდება ის ახოვანი, სიმპა”წ”იური ბიჭი

    შენ გამოცდები არა გაქვს? რა დროს მონატრებაა ამ გამოცდების დროს, მითუმეტეს ასეთ სიცხეში(ოფლიც კი რომ ორთქლდება)…

  5. ჯანდაბას, ჩანახატი მეგონა და თურმე ნამდვილი ამბავი ყოფილა…

    ავადმყოფებს რა დალევს ამქვეყნად.

    1. ჰიტლერი მუდამ ცოცხლობს ჩვენი გულების მარცხენა პარკუჭში!!! says:

      რა მართლა მოხდა, შენ რა დაიჯერე?
      ჩანახატია…

      საერთოდ ადამიანი რამეზე ბევრს რომ ფიქრობს და ბევრს რომ ოცნებობს, მერე იმას იჯერებს და ჰგონია, რომ ის “რაღაც” ნამდვილად მოხდა. ჰოდა აქაც ეგ რაა, მანიაკი არა ის.

      1. ჰიტლერი მუდამ ცოცხლობს ჩვენი გულების მარცხენა პარკუჭში!!! says:

        მომკლავ?
        კაი რა, მანიაკი ჰომ არ ხარ, უფრო სწორად “გუდიანი გოგო”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s