გამოცდები იწყება

როგორც მავანნი და მავანნი იტყოდნენ, დასასრულის დასაწყისი იწყება.ზუსტად 9 დღე დამრჩა ეროვნულ გამოცდებამდე. ძნელია ახლა სხვა რამეზე ფიქრი, საერთოდ რამის გაანალიზება.  ერთადერთი რასაც ვხვდები  ის არის, რომ ეს გამოცდები ჩემი მომავალი ცხოვრების 90%-ს წყვეტს. ახლა უნდა დამიფასდეს და გამოვავლინო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მიშრომია. რაზეც მინერვიულია და მიფიქრია.  ეროვნული გამოცდები (რა საშინლად ჟღერს) შეიძლება სულაც არ არის ყველაზე რთული.. შეიძლება წინ უარესები მელოდება, მაგრამ ეს პირველია..აი როგორ გითხრათ, თითქოს პირველი აბზაცის ბოლოს დასმული წერტილია.  დღეს უკვე ავიღე საგამოცდო ბარათი. გამოცდებს ვაბარებ აგრალურ უნივერსიტეტში, ყველა მეუბნება, რომ ეს ყველაზე კარგია.. და გამოცდები მაქვს ასეთი განრიგით:

1 ივლისი, 8 საათი-ქართულის გამოცდა

4 ივლისი, 8 საათი(სუუულ პირველ ნაკადში ვარ აქ და რა საშნელებაა:)-უნარების გამოცდა

7 ივლისი 2 საათი-ინგლისური

18 ივლისი, 2 საათი-ბიოლოგია.

რაღა დაგიმალოთ და მეშინია, განვიცდი, ვნერვიულობ,  და ძალიან მცხელაა:(

ზუსტად ვიცი გამოცდეზე შესვლის წინ აქ გატარებულ ყველა წამს ვინანეb..:)

წავედი, კიდევ უნდა ვიმეცადინო:)

ძალიან მომეწონა ეს სურათი:დ

8 thoughts on “გამოცდები იწყება

  1. კი მართლა კარგია მანდ,ისე არ ცხელა ხოლმე როგორც სხვაგან..მთავარია პირველ სართულზე არ მოხვდე,მიდი-მოდიან და ტვინს ბურღავენ..
    ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება..ეგ ყველაზე იოლი გამოცდები იქნება შენს ცხოვრებაში,მერწმუნე..
    უარესებია უნიში..
    ასე რომ წარმატებები,შენ ყველაფერს შეძლებ: )

  2. აბა შენ იცი ნათი!
    ზუსტად ვიცი ძალიან მაგრად დაწერ:*:*:*:*:*:

  3. მეც თითქმის იგივე განრიგი მაქვს, ოღონდ ტექნიკურ უნივერსიტეტში. და ბიოლოგიის მაგივრად მათემატიკა მაქვს 8 საათზე.

    წარმატებები🙂

  4. წარმატებები, ნათია!

    ცოტა დაგვიანებით კი ვკითხულობ, მაგრამ პირველი გამოცდა პირველ ივლისს გაქვს და ჩემი “წარმატებები” მაინც დროულად დაგაწიე🙂

    აბა შენ იცი. და ისა.. დარწმუნებული ვარ, 18 ივლისს ისეთ ხასიათზე იქნები, ბლოგზე გატარებული დრო სანანებლად არ გექნება არანაირად🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s