წკაპ…1,2,3…

დრო დროზე სწრაფად მიიჰქროდა..

1, 2 , 3…წავედი..

იწყება წინა საგამოცდო ორომტრიალი..

დიდი ეროვნულებისთვის ვეზადები.. ისე სწრაფად გადის დრო, რომ უკვე კალენდარში ჩახედვის მეშინია…

დროო..

ის მაიძულებს რომ ავყვე მის რითმს.. საქმე იმაშია, რომ კარგი სმენა არ მაქვს და დროსაც ვერ დავუჭირე ტაქტი.. წკაპ, წკაპ.. აი ეს არის ცხოვრება…

1, 2, 3..და ყველაფერი მთავრდება.. ერთადერთ წამს შეუძლია ცხოვრების დასრულება…

დრო.. საშინელი სიტყვაა, ადრე სულ სიბერესთან ასოცირდებოდა..

დრო გადის..

დრო ისარივით სწრაფად მიექანება, ცხოვრება კი წყალივით მიდნება.. კორეული სიბრძნეა, ადრე წავიკითხე… დღეს ძველ აღმოსავლურ სიბრძნეს მოვკარი ყური, “თუ რეალობას ვერ ცვლი, მისდამი დამოკიდებულება შეცვალეო”… შეცვლასაც ხომ გააჩნია, მაგასაც ხომ უნდა მიხვდე რა მიმართულებით შეცვალო…

საშინელი წელია…

1, 2, 3, და წკაპ..წვიმის წვეთებივით იხოცებიან ადამიანები.. მერე მე ვტირი მათ გამო, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას… ხანდახან ვფიქრობ, წკაპ და… მეც რომ ასე მომივიდეს ვიღაცა იტირებს და გაგრძელდება ცხოვრება?,,, რა თქმა უნდა… გარდაცვალებით ხომ არაფერი სრულდება..

წკაპ და გავქრები…

იქნებ გაქრობა სჯობდეს ხანდახან…

ისე წვიიიმს, ისე, სიამოვნებისგან რომ მაკანკალებს…

11 thoughts on “წკაპ…1,2,3…

  1. 1, 2, 3, და წკაპ… ისეთ რაღაცას დატოვებ რაც უკვდავს დაგტოვებს, იტირებენ, გაგრძელდება ცხოვრება მაგარამ მათთან ერთად ყოველთვის იცოცხლებ შენც. 1, 2, 3, და წკაპ… მომეწონა პოსტი :*

    1. მე მასეთი უკვდავება მომწონს.. წკაპ,1,2,3,.. ვიბრძვით უკვდავი სახელისთვის…(ეჰ, შენც ხო იცი რა რთულია ეგ:))

      1. მგელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელი ხო?:დ (ვაიმე სულ ავურიე ამ შუა ღამისას:)

  2. გამოცდებზე – წარმატებები!

    მინორული განწყობაც მალე გაქრება. ყველაფერი კარგად იქნება🙂

  3. მომეწონა ნათია პოსტი…
    ოღონდ მთელი სტატია რომ არ დაიდოს მთავარ გვერდზე, სათაურის შემდეგ more ჩასვი და მერე სათაურს რომ დააკლიკებ ისე გადაგიყვანს სტატიის კითხვაზე…
    ხო მართლა, ეროვნულებში წარმატეტები

    1. batono kakauridze😀 tu tavxedobashi ar chamomartmevt, more gilakis damateba vizualshic vici da htmlshic ubralod mezareba xolme, tumca mainc diidi madloba🙂🙂

      1. არაფრის🙂 ვიცი რომ არ გწყენია, მაგრამ მაინც გეტყვი რომ საწყენად არ მითქვამს🙂

  4. წარმატებები გამოცდებზე…🙂
    “თუ რეალობას ვერ ცვლი, მისდამი დამოკიდებულება შეცვალეო” – საინტერესოა მომეწონაა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s