ქართული რეალობა -“ელგუჯა”

 

ეს პირი ჯერ წინააღმდეგი იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლისა, მაგრამ უკანასკ-

ნელს რჩევაზედ, რომელიც მეფის სასახლეში იყო გამართული, შეიტყო მეფის გარდაწყვეტილი

სურვილი და, როგორც მეფის ერთგულთაგანი, რომელსაც მეფის წადილის წინააღმდეგობა მო-

მაკვდავ ცოდვად მიაჩნდა, დამორჩილდა ბრძანებას და მიემხრო შეერთების მსურველთა.

რჩევის შემდეგ ისევ თავის მთებში დაბრუნდა და, მეფის ბრძანებისამებრ, თავის თავზედ

მიიღო ზრუნვა მომავალს რუსებზედ.

ის გულმოდგინედ ასრულებდა ამ სამსახურს და ცდილობდა მეფე გიორგის აღსრულებოდა

ის წადილი და ის სარგებლობა, რომელსაც მეფე და მისი მომხრენი ამ მფარველობისაგან მო-

ელოდნენ. რუსებმაც ჩქარა შენიშნეს სვიმონ,  რადგანაც დაინახეს იმისი გავლენა მთაში და

თავის მხრითაც ჯარების შესახებ მიანდეს სხვადასხვა განკარგულება. რასაკვირველია, ეს

იმათთვის სასარგებლო პირი კიდეც დააჯილდოვეს და პირდაპირ მაიორის მუნდირით და ეპო-

ლეტებით მხარბეჭი აუყვავეს.

სვიმონის ამგვარმა მდგომარეობამ შური აღუძრა გაგის, რომელსაც სამუდამო ზრუნვად შე-

ექმნა სვიმონის დამცირება, რომ იმისი ადგილი თითონ დაეჭირა. ამისათვის გაგი შეუჩნდა ალ-

ექსანდრე ბატონიშვილს, დაარწმუნა, რომ რუსების შემოსვლის მიზეზი მხოლოდ სვიმონ იყო,

და ეს რომ არ ერეოდეს საქმეში და არ უშლიდეს, რუსების განდევნა ადვილი იქმნებოდაო. ბა-

ტონიშვილი წინადვე იცნობდა სვიმონს, როგორც ერთ სასარგებლო და ჭკვიან კაცს და ამი-

სათვის იმის დაცემა იქამდის არ უნდოდა, სანამ იმის მომხრობას არ სცდიდა.

ალექსანდრემ, რომელსაც ხევსურეთში თავის მომხრე ჯარები შეეყარა, გამოუგზავნა კაცი

სვიმონს და ითხოვდა მისგან სრულს მორჩილებას, ხევიდგან რუსების გარეკას და ამ უკანას-

კნელებისათვის შემოსასვლელ გზების შეკვრას. ამ ბრძანების აღსრულებისათვის  ალექსან-

დრე ბატონიშვილი პირდებოდა დიდ პატივს და  წყალობას, მაგრამ უკეთუ სვიმონ არ და-

მორჩილდებოდა, მაშინ ემუქრებოდა სარჩო-საბადებლის გადაწვას და ცოლ-შვილით ამოწყვეტას.

_ როცა დრო იყო, მეც ვიძახოდი: რად გვინდა რუსები-მეთქი! მაგრამ მეფემა ბრძანა, შემოუშ-

ვიო, და მეც მეფის ბრძანებას საით გადაუვლიდი? _ წარმოსთქვა სვიმონმა და ჩაჰკიდა თავი.

_ მაშ ეხლა, ეხლა რას აპირებ?

_ ახლა გვიან-ღაა, გვიან!..

_ მაშ რას პასუხს აძლევ ბატონიშვილს, იმის მხარეს არ იჭერ?

_ არა.

_ რას ამბობ? ხომ სულ ამოგწყვეტავს, სახლ-კარს ამოგიწვავს!

_ რაი უყო?.. თუ რუსების შემოშვება არ გინდოდათ, მაშინ წინადვე უნდა გეფიქრათ, თუ

არა და ეხლა, როცა ყველა სიმაგრეები ხელში ჩაიგდეს, მე რით-ღა განვდევნო?!

_ გაიგე კარგა, რომ რუსებს მეფე მფარველობასა სთხოვს და…

_ მეც ეგრე მგონია!.. აბა, რაი უყო? მეფეს ეგრე უნდა… _ რაღაც მწუხარებით წარმოსთქვა

სვიმონმა და დაეტყო, რომ ის მოქმედებდა თავის სურვილის წინააღმდეგ.

გაკვირვებული მოციქულები ყურს უგდებდნენ სვიმონის გადაწყვეტილებას, ისინი იცნობდ-

ნენ სვიმონს მთის კაცად, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზედ უმაღლესი ჯილდო არის,

და ეს კი თავის თავს და თავის ქვეყანას სხვა გვარტომობის ხალხს მონად აძლევდა! მონად

აძლევდა ამისთვის, რომ თვითონაც დარწმუნებული იყო, რომ საქართველო რუსების ბატონო-

ბას ვერ გადარჩებოდა.

_ მაშ ბატონიშვილს რა პასუხს უთვლი?

_ ბატონიშვილსა? ჩემგან ხვეწნა და მუდარა  მოახსენე: მეფეს ნუ ეწინააღმდეგება და სა-

ქართველოს ძალას შუაზე ნუ ჰყოფს… თუ ერთად ვიქნებით, რუსები კიდევ ვერას გვიზამენ,

მაგრამ, თუ შუა გავიყავით, მაშინ ჩვენი საქმე წასულია!.. ჩავიდეს მეფესთან, მოუდგეს გვერდ-

სა და რაიცა რუსებთან პირობები გვაქვს, ისინი აასრულებინოს! თორემ თუ ეგრე მოვიქეცით,

ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში დავიქანცებით, დავსუსტდებით, და რუსები კი თავიანთ წადილს

აასრულებენ… ჩავიდეს მეფესთან, ჩა! მეფე ღვთისაგან არის დანიშნული. იმის გულის პასუხს

კაცი ვერ მისწვდების, _ მეფეს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

_ უფრთხილდი, სვიმონ, ბატონიშვილი განრისხდება მაგ პასუხით და მაშინ ვეღარავინ გიხ-

სნის.   11

_ რა უყო!.. მეფის ბრძანებას და სურვილს ვერ გადავალ და თუ ბრძანებს, მარტო მე შე-

ვებმი რუსებს.

ამ პასუხით გაისტუმრა იმან შუაკაცები, რომელთაც ბატონიშვილს ამ სიტყვების აზრი

სრულებით სხვარიგად გადასცეს. იმათ ჩააგონეს, რომ სვიმონ ღალატობს სამშობლოსაც და

თვითონ მეფესაც, რომ სვიმონს ხალხის მოსვენება და თავისუფლება ბრჭყვიალა ტანისამოს-

ზედ გაუცვლია.

ბატონიშვილმა გამოისტუმრა ჯარები სვიმონის დასასჯელად და გაგის ჩააბარა იმათზედ

უფროსობა. ეს ამბავი სვიმონს შეატყობინეს და ის თავის ცოლ-შვილით გაიხიზნა ჩერქეზეთ-

ში, თავის ცოლის სამშობლოში, სადაც რამოდენიმე ხანს დარჩა.

სვიმონს ისე საჩქაროდ მოუხდა თავის სახლიდგან გაქცევა, ისე მოულოდნელად, რომ

ძლივს მოასწრო ცოცხალი თავის გახწევა და საქონელი, სიმდიდრე თუ სხვა ბარგი, ყველაფე-

რი იქ დარჩა და შეიქმნა განადგურებული შემოსეულის ჯარისაგან.

სვიმონის სახლი გაცარცვეს, შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, და, რისაც წაღება ვერ შეძლეს,

მთლად ჩაბუგეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s