სინათლის წელიწადი

 

მე ათი წლის ვარ.
ომია ყველგან. არეულია მთელი ქვეყა-
ნა, ჩვენს ოჯახს უჭირს, ხოლო ქალაქში
ჩვენი დარჩენა დაღუპვას ნიშნავს.
ჩავარდნილია მამა ლოგინად და, ავად-
მყოფი მეუღლის გარდა, სამი შვილი
ჰყავს სარჩენი დედას.
`უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ, აქედან
უნდა წავიდეთ ჩქარა~, _ აღარ გვშორ-
დება ეს ორი სიტყვა. თითქოს ეს ორი
სიტყვაღა დარჩა და თითქოს მხოლოდ
ამ სიტყვებს ძალუძთ ჩვენი უსაზღვრო
ტანჯვის დატევა, ან თითქოს ძალუძთ,
რომ აგვარიდონ: შიმშილს, სიცივეს და
უმწეობას… და ყოველდღიურ შიშსა
და ხიფათს.

და ჩვენც მივდივართ.
ხალხის მდინარეს ჩვენი ოჯახიც ბაქან-
ზე გაჰყავს.
მე ათი წლის ვარ და ჩემ გარშემო გა-
მოლენჩებულ სახეებს ვხედავ, გამო-
ლენჩებულს სიძულვილისგან, სიჩქარი-
საგან და შიშისაგან…
მე ათი წლის ვარ და ჩემს სხეულზე
ვგრძნობ უხეშ ხელებს და ის ხელები
ჩემს გადაგდებას ცდილობენ გზიდან.
და მეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს
ფორთოხლის პატარა ხე ვარ და თით-
ქოს ძალით მგლეჯენ მიწიდან.
მომგლიჯეს კიდეც. ხოლო ფესვებზე
მაბიჯებს ხალხი და მე პირველად
ვგრძნობ ამგვარ ტკივილს და გაოცება
ძრავს ჩემს არსებას… ხოლო ტკივილი
სულში იბუდებს საფუძვლიანად, რო-
გორც გამძღარი მხეცი ბუნაგში.

მე საყვედურით ვუყურებ დედას. დე-
და მიღიმის და თან უაზროდ ხელს მის-
ვამს თავზე და მეუბნება: არაფერია,
არაფერია, არაფერია, საცაა წავალთ.

მამა ვაგონში საკაცით შეჰყავთ და იქ
ირკვევა, რომ მოუპარავთ ჩვენი საგზა-
ლი. მე ათი წლის ვარ და უკვე ბრაზით
მეკვრება სუნთქვა. ბრაზით და კიდევ
იმ ცუდი გრძნობით, რომელსაც ჰქვია
შეურაცხყოფა… და დამცირება.

და აი, მიდის მატარებელიც. და ყვე-
ლაფერი თავს იყრის ერთად, რაც გან-
ვიცადე ათი წლის ბავშვმა. ის მალე
ცრემლის ბურთად იქცევა და მომაწვე-
ბა ყელში მტანჯველად.
ტლანქი საგნებით და სხეულებით სავ-
სეა კუპე. მე კი სუსტი ვარ და ვერ
ვახერხებ მისვლას სარკმელთან, რომ
ერთხელ კიდევ შევავლო თვალი საყ-
ვარელ ქალაქს, რომელიც ბევრჯერ
მომენატრება და ჩემს არსებას შეაჩ-
ვევს სევდას.

ოთარ ჭილაძე (ნაწყვეტი)

დატოვე კომენტარი