ჩემი მესიჯი ვირტუალურ მეგობრებს

არც ისე პატარა ვარ და რაღაც-რაღაცები  უკვე კარგად მესმის. თუმცა, ბევრ რამეს კვლავაც დიდი კითხვის ნიშანი აქვს თავზე. ერთი რამ ვერ გამირკვევია: რატომ გვიყვარს ადამიანებს უაზრო ურთიერთობები, უაზროდ ახალი ნაცნობების შეძენა და საერთოდ ადამიანის ემოციებზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უაზრო ურთიერთობების მსხვერპლი  ასე ვთქვათ ე.წ. “ნამდვილ ცხოვრებაშიც” გავმხდარვარ, ახლა ყურადღებას მაინც ვირტუალურზე გავამახვილებ. ძველ პოსტებს ვათვალიერებდი და ძალიან საყვარელ კომენტარებს წავაწყდი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბლოგმა უამრავი რამ შემძინა, შეიძლება ითქვს რომ უამრავი ვინმეც. სწორედ ამ პირველი “ვინმეს”  კომენტარი შემომხვდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ჩემი ახლანდელი სურათი, რომელიც header-ად მიყენია. მან მითხრა, რომ სწორედ ამ თემამ შემოიყვანა ჩემთან. იმ დროს აღფრთოვანებული ვიყავი. ის იყო (და რა თქმა უნდა არის) უზომოდ თბილი, უზომოდ ღრმა და საინტერესო ადამიანი. ისე მოხდა რომ, ერთნაირი ფიქრი გვაწუხებდა და ჩვენ უბრალოდ დავახლოვდით. ის ხშირად მიმეორებდა, რომ ჩემით აღტაცებული იყო.  ჩვენ გვქონდა მცირე მაგრამ  ძალიან კარგი ურთიერთობა. მან მე ბევრი რამ შემძინა. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობდით და სწორედ ეს მეგობრობა იყო ყველაზე ლამაზი. მე ზედმეტად ვენდე, ზედმეტად ემოციურად ავყევი მის აღტაცებას, თუმცა სულ ტყუილად. ის გაქრა.. არ ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს, არ ვიცი რამდენად სწორი იყო ჩემი მხრიდან მასთან ურთიერთობა, თუმცა ცუდიც არაფერი ყოფილა. მე მას არ ვავალდებულებ, არ ვთხოვ არაფერს, უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხდება ასე? თუკი შენ ენდობი ამ ადამიანს, თუკი ფიქრობ, რომ მასთან კარგი ურთიერთბა გაქვს, რატომღა გინდება ასე უსიტყვოდ წასვლა. ჩემთვის გადამწყვეტი არც მისი მოსვლა და არც მისი წასვლა ყოფილა. ერთიც ავიტანე და მეორეც გადავიტანე. უბრალოდ ვერ ვხვდები რა შეიცვალა, ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ჩვენი ურთიერთობა? რომელსაც ალბათ ურთიეთობაც ნაკლებად ჰქვია, გამომდინარე მისი ხანგრძლივობიდან. სიმართლე გითხრათ ასეთ დროს თავს გამოყენებულად ვგრძნობ. მას ჰქონდა დეპრესია, ჩემთან საუბრისას გულს იოხებდა და მეც მეგონა, რომ სულით ლამაზ ადამიანს, ძალიან კარგ მეგობარს შევხვდი… უკვე ვიცი, რომ სულელურად მოვიქეცი და მსგავს შემთხვევებში თავი შორს უნდა დავიჭირო, მაგრამ რატომ? ვერ შევკადრებ და ვერ ვიტყვი რომ ბოროტი იყო, ანაც ცუდი განზრახვით დამიახლოვდა, მაგრამ ფაქტია გამოიყენა ჩემი გამოუცდელბა, ან არაფრად ჩააგდო ჩემი მართლაც ძალიან თბილი გრძნობები.. მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ… ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი, მსგავსი რამ ძალიან ახლო მეგობართანაც შემემთხვა და მაინტერესებს, როგორ შეუძლიათ ასე მარტივად გადაახტნენ ურთიერთობებს, დაივიწყონ და თავიდან მოიშორონ ისე თითქოც არც ყოფილიყოს.. მე არასოდეს გამიკეთებია მსგავსი ამ, თუკი მდგომარეობა უკიდურესობას არ მოითხოვდა, არასოდეს წავსულვარ უსიტყვოდ…არასოდეს მითამაშია სხვისი გრძნობებით.. და მაინც, ახლა კიდევ ასეთ მდგომარეობაში ვარ, ვერ ვხვდები მიდის თუ მეთამაშება, ვერ ვბედავ ვკითხო “რატომ”, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მეგობრულზე ბევრად მეტია…(თუმცა არა ვირტუალური..:)

One thought on “ჩემი მესიჯი ვირტუალურ მეგობრებს

  1. ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი…
    სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან მალე ვეჩვევით, ვირტუალურებსაც და რეალურებსაც. გვგონია, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია ეს ფაქტიურად სადღეღამისო საუბრები ყველაფერზე. მაგრამ არა. ისინი ქრებიან, რეალურებიც და ვირტუალურებიც, ასე, უბრალოდ, ქრებიან. და ვერასდროს ვერ გავიგე ვერც ერთი ადამიანის გაქრობის მიზეზი, ვერც რეალურის, ვერც ვირტუალურის. როცა მე მინდა გავქრე, რაღაცა მაკავებს, მგონია, რომ უსინდისოდ მოვიქცევი. არადა ახლა მინდა გავქრე, რეალური და ვირტუალური ადამიანებისგან, მარა არ შემიძლია, თავს უფლებას ვერ ვაძლევ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s