ყველაზე, ყველაზე კარგი ბანკეტი

დადგა ჟამი, როცა ჩემს ბანკეტზეც უნდა დავწერო. ვინც მკითხულობთ გეცოდინებათ, რომ უამრავი პრობლემა მქონდა, რომ ზალიან ბევრი ვირბინე კაბაზე და რაც მთავარია დიდა არ მსურდა  ეს ტრადიციული საღამო. თუმცა, როგორც საერთოდ ხდება, ჩემი მოლოდინი 1000%-ით არ გამართლდა და მქონდა ძალიან, ძააალიან მაგარი ბანკეტი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ნასიამოვნები ვარ, როგორი მუხტი გამომყვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზი იყო ყველაფერი… ყველა წამი, ყველა წუთი (ნუ რმდენიმეს არ ჩავთვლი)..

მზადება დავიწყე დილიდან, ყველაფერს ნელა ვაკეთებდი, დავიბანე, წავისვი ფრჩხილების ლაქი, უუსაზღვროდ ბევრი ვიბოდიალე, და როოგრც იქნა გავიყვანე დრო. სალონში ზუსტად ოთხის ნახევარზე ვიყავი საშინელი გაწყობით. სახეზე დამაყარა რაღაცებმა. ვერ ვიტყვი რომ ამის გამო ვიტირე, თუმცა ბანკეტზე წასვლის სურვილი ნამდვილად გამიქრა. შეიძლება ითქვას, რომ აცრემლებული ვიჯექი კოსმეტოლოგთან. იქამდე გავიკეთე თმა, ბოლო მომენტამდე არ მქონდა გადაწყვეტილი როგორ მექნებოდა, მაგრამ თვითონ მოიფიქრა და შედეგიც არ იყო ცუდი. ამის მერე ჩემზე აშკარად გაჭრა კოსმეტოლოგის ხელოვნებამ, რომელაცდ ამიფარა ყველა ლაქა. მოკლედ ჩავიცვი, გამოვეწყე, მეზობლებს დავენახე და ჩავედი სკოლაში, ჯერ აქ ვიკრიბებოდით. რა თქმა უნდა შეგვექმნა რამდენიმე პრობლემა, რომელთა დაწერაც არ ღირს, თუმცა ყველაზე მთვარი იყო ის, რომ ბეწვზე გადავრჩი. ლამის ჩემი კლასელის კაბის მსგავსი კაბა ვიყიდე(მსგავსი კი არა ზუუსტად ისეთი). ამის მერე წავედით რესტორან “გაგრაში”, რომლის მიმართაც სრული ანტიპატიით ვიყავი განწყობილი. და რა თქმა უნდა აქაც პირიქით მოხდა. რესტორნამდე ყველა ჩვენით მივედით, ანუ არანაირი გოგო-ბიჭი არ ყოფილა, რაზეც ბევრი ვიჩხუბეთ:) გარეთ გადავიღეთ სურათები, ვნახეთ მასწავლებლები, მივიღეთ კომპლიმენტები და შესვლისას დავწყვილდით.  სუფრა იყო ძაალიან მაგარი, რომ იტყვიან სულო და გულოო, თანაც საკმაოდ გემრიელი. არ დავმალავ და ბანკეტამდე ცოტა შიმშილი მომიწია, ამიტომაც მშვენივრად დავპურდი. თავდაპირველად იყო რამდენიმე  ტრადიციული სადღეგრძელო, თუმცა ცოტა ხანში, როცა მუსიკაც შეიცვალა ყველამ ჩვენი გავუვებერეთ. ყველაზე მეტად რაც დამამხსოვრად ეს იყო ჩემი კლასელი ბიჭების სიმღერა “თოვლიანი მთები”, სათაურზე ალბათ გაგეღიმათ, მაგრამ ამ სიმღერაში არის ასეთი სიტყვები “ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები”, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ, ყველანი ფეხზე ვიდექით სცენასთან და შეიძლება ითქვას, რომ “ვჩხაოდით”🙂 ამის მერე იყო ძაააალიან ბევრი ცეკვა, ალბათ ღამის ოთხ საათამდე თითქმის არ დამჯდარვარ, იყო ბევრი სიმღერაც ჩვენი შესრულებით და მოკლედ “მოვლენები გადასარევად განვითარდა”🙂.  გავერთეთ ბოლომდე, ვიყავით 32 ბავშვი და ყველას იმ დღეს ერთმანეთის მიმართ მხოლოდ სიყვარული გვქონდა. ალბათ გახსოვთ ცეკვის უცოდინარობაზე, რომ ვწუწუნებდი. ეეჰ, ეხლა უფრო ვწუწუნებ. ჩემი კლასიდნ ორი ბიჭი ანსამბლში ცეკვავს, გოგოებმა კიდევ არავინ არ ვიცით. ხოდა შეცვიდნენ ეს ბიჭები, ცეკვავენ, ცეკვავენ ხან რას, ხან რას და ამ დროს რას ხედავს ჩემი თვალები. ამ ორ ძალიან მაგარ ბიჭთან ერთად ცეკვავს გოგო, რომელსაც 12 წლის განმავლობაშ ხმა არ ამოუღია და რომელიც შვიდა გამოცდაში ჩაიჭრა(საატესტატოზე), არავის არ გვეგონა ამ გოგოს ასეთი რამ თუ შეეძლო, მოკლედ ყველა ჩაგვაბანძა :დ :დ

აი ჩემი ბანკეტი:

 

7 thoughts on “ყველაზე, ყველაზე კარგი ბანკეტი

  1. რა ბედნირი პოსტი იყო ^_^ იმედია ხვალ მეც იგივე მელოდება. არ მინდათქო ვერ გეტყვით, ძააააალიან მინდა მალე გათენდეს კვირა დღე🙂 ბოლო ბოლო 12 წელი ველოდებოდი ამ დღეს და შენ იძახი არ მინდოდა ბანკეტიო, რას ლაპარაკობ გოგო ამაზე მაგარი დღე ცხოვრებაში ერთი ან ორია🙂 მოკლედ გილოცავ ნათ და გისურვებ წარმატებებს ცხოვრებაშიი :*:*:*❤

    1. კახიი მადლობა დიდი :** მეც იმავეს გისურვებ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ შენც ძალიან მაგარ დროს გაატარებ გამომდინარე შენი ბოლო ზარიდან:)

      1. მადლობაა :* კი, ბოლო ზარიდან გამომდინარე თუ “ვიმსჯელებთ” ბანკეტიც ძაან მაგარი უნდა იყოს : ))

  2. რომ გითხრა შენს კლასელებს შორის ყველაზე გემოვნებიანად გამოიყურები მეთქი დამიჯერებ?! ვამაყობ შენით! სასიამოვნოდ გამაოცე! :****

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s