წინა საბანკეტო გაწამაწია

არ მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა. ოღონდ რატომ არ მეგონა არ ვიცი, ერთი მაისურის ყიდვას შეიძლება შევწირო ხოლმე მთელი დღე. ალბათ იმიტომ მივიყვანე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ბოლო დღემდე, რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ბანკეტს. შეიძლება არც ახლა აქვს, მაგრამ ყველაფერს მაინც ზრუნვა უნდა. მხოლოდ ბოლო ორი დღეა მოვიცალესავით ამ საქმისთვის, მთელი წლის განმავლობაში. მოვიცალე რაა,  ექვის მერე თუ ვახერხებ გასვლას.. ამ დროს კი, როგორც წესი  ყველა მაღაზია იკეტება..მოკლედ შემოვირბინე   ქარვასლა, პასაჟი და კიდობანი.. ვერაფერი ვერ ვნახე ჩემი მოსაწონი. უფრო სწორად ვნახე და მერე ვეღარ მივხვდი, რომელი უფრო მომწონდა.მოვიზომე უამრავი კაბა, ზოგს ფერი არ უვარგა, ზოგს გული არ აქვს კარგად ამოღებული, ზოგი ზედმეტად გადაპრანჭულია, ზოგი ზედმეტად ძვირია, ზოგი არა საბანკეტოა (ერთი ასეთი ისე მომწონს), ზოგი ოდნავ დიდი მქონდა, ზოგი კარგი შეკერილი არაა, ზოგი  გამოუყენებადია, მოკლედ მიზეზები არ მელევა. ცალკე გამყიდველებს ვაგიჟებ, ცალკე დედაჩემს. კი ვიყიდიდი აქამდეც რომელიმეს, მაგრამ მეშინია ვინმეს ჩემნაირი არ ეცვას(არ მჯერა ექსკლუზივების), მეშინია მერე უკეთესი არ ვნახო, მეშინია იმედი არ გამიცრუვდეს. არადა დრო გადის, საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ყველაზე ცუდს ვიყიდი😦 წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ:

1)შესაძენი მაქვს კაბა:)

2)უნდა ვიყიდო ფეხსაცმელი, ამაზე ჯერ არც მიზრუნია.

3)მოვიფიქრო თმის ვარცხნილობა და შევუთანხმდე სალონში სტილისტს.

4) გადავწყვიტო როგორ მაკიაჟი მინდა.

5)წავიდე ეპილაციაზე(ყველაზე მტანჯველი).

6)დავარიგოთ ის მოსაწვევები, რომელთა ჯერ კიდევ ჩვენს სახლში ყოფნის ამბავი, რომ დამრიგებელმა გაიგოს გული გაუსკდება.

7ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ ვიარო მასწავლებლებთან.

8)დამეთანხმებით, რომ კაბა, ფეხსაცმელი და რედიკული ყველაფერია არა, უამრავი სხვა რამ მჭირდება, რომლებზეც ფიქრი მეზარება.

9)არ ვიცი როგორი სამკაულები გავიკეთო, ზოგიერთი ალბათ საყიდელიც მექნება..

10)და საერთოდაც, ძალიან არაორგანიზებულები ვართ, ძალიან,რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს :დ

11)გამოჩნდება კიდევ რამე:დ

ვიცი, რომ ყოველივე ჩემი ბრალია, ვიცი, რომ აქამდე უნდა მეზრუნა ზევით დაწერილ საკითხებზე, მაგრამ არ მეცალა და.. გადავაქოთე Google, მაგრამ ვერ ავარჩიე როგორ მინდა შევიკრა თმა.ან საერთოდ მინდა თუ არა, რომ შევიკრა :დ ისე ესენი მომწონს ძალიან:

როგორ არ მინდოდა, როგორ არ… და მაინც მომიწია ამ გაწამაწიაში ჩართვა, მაინც… ჩემი ტაო-კლარჯეთი❤ (აქ გვსურდა ბანკეტის ნაცვლად)🙂

10 thoughts on “წინა საბანკეტო გაწამაწია

  1. რომ შეიკერო რამე? თუ დრო ცოტაა? ორ დღეშიც შეგიკერავენ წესით, მთავარია მოიფიქრო როგორი გინდა.
    ვარცხნილობას რაც შეეხება და მაკიაჟს, ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად ბუნებრივი იყო😉

    1. მკერავების მეშინია, მგონია, რომ ნორმალურად ვერ შეკერავენ :დ. მაკიაჟში და ვარცხნილობაში სრულებით გეთანხმები:*

      1. მეც მასე მეგონა, მარა ერთი მკერავი ვიშოვე, იმისთანა კაბა შემიკერა❤ კოპლებიანი იყო ^_^
        მარა ბათუმშია ის მკერავი და ვერ შემოგთავაზებ😦

      2. უჰ,მეც როგორ მეშინოდა წინა წელს მკერავების..მაგრამ მომიწია,კაბამ ჩამოსვლა დააგვიანა და ისეთი ბიჭი ვიშოვე❤ დაჟე კაბაც თვითონ თავისი დიზაინით შემიკერა,ყველანაირად ვენდე..

  2. კოქტეილის სტილის კაბა და თმაზე “გემი” არ დაიდგა. მოკლედ დეიდას ნუ დაემსგავსები და რაც გინდა ის ქენი!😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s