“ბოლო ზარი” და სხვა რიტუალები

ვიფიქრე, ვიფიქრე რა დავწერო-თქო და სიმრთლე გითხრათ ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემს ცხოვრებაში ახლა ისეთი პერიოდია, ერთი რომ მთავრდება და მეორეს დაწყების მიჯნაზე რომ ხარ. დღესდღეისობით თავისუფალი  მოქალაქის გარდა, სხვა სტატუსი არ გამაჩნია. მოკლედ დავამთავრე სკოლა და ვცდილობ იმის გაკეთებას, რასაც ყველა თქვენგანი აკეთებს(ნუ მაქსიმალური რაოდენობა მაინც). რაღა დავმალო და მეც მინდა გაცდენილი ლექციიის გემო გავიგო. ამისთვის მინიმუმ სტუდენტობა მჭირდება და საზოგადოებაში სტატუსით დარუნება. (სხვათაშორის ამ წუთას აივნის კარები ღია მაქვს, და პოსტს ერთი “მოაზროვნე” ადამიანის ბღავილის ფონზე ვწერ, რომელმაც ალკოჰოლის გადამატებული რაოდენობა მიიღო და  ნახალოვკის მტრებს, ანაც “არმოყვარეებს” დახოცვით ემუქრება).

ახლა იმ ასაკში ვარ ადრე, რომ ვოცნებობდი. პირველ კლასელს მეთერთმეტე კლასელი(მაშინ მეთორმეტე არ იყო) ძაალიან დიდი, ჩამოყალიბებული, ძლიერი ადამიანი მეგონა. სიმართლე გითხრათ ასე ვფიქრობდი მერვე კლასამდე :(, მაგრამ რეალობა მრისხანე აღმოჩნდა. ჩემი ოცნებები ფეხთქვეშ გათელა და დამანახა, რომ არც ჩემი ასაკი და არც სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. ვერცერთი ვერ მაძლევს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას, მხოლოდ ეკალბარდებით ავსებულ გზებს მიწყობს წინ.  გადავუხვიე ჩემს სათქმელს:)  რამდენიმე დღის წინ მქონდა  დღე, რომელიც ყველა მათგანს გქონდათ ან გექნებათ და რომლის სახელიც, მე პირადად მაღიზიანებს, ბოლო ჩემი მტრისთვის იყოს, მაგრამ მაინც, მქონდა “ბოლო ზარი”,რომელიც ჩვეულებრივი მიწერა-მოწერებით შემოიფარგლა, და დაბოლოვდა ქართული პურის ჭამით, და რომელსაც   წესით ბევრ რამეზე უნდა დავეფიქრებინე, თუმცა მხოლოდ დამაწუხრა. მოკლედ  ვწუხვარ იმაზე რომ ვრცლად “ბოლო ზარი” და სხვა რიტუალები

Advertisements