პანიკა

უამრავი “პანიკურად”  მიყრილ-მოყრილი წიგნია ჩემ გარშემო.. რას აღარ ნახავთ, რას აღარ შეხვდებით… უმეტესად კი ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ქართულს და ასე შემდეგ… ჩემი წიგნების განლაგებით თუ იმსჯელებთ, მიხვდებით, რომ მათი პატრონი მთლად გადასარევად ვერ არის..:) არც შეცდებით… ვინც მე მკითხულობს, ის ადვილად მიხვდება მომხადარის მიზეზებს…. ბევრი, რომ აღარ ვილაქლაქო, ერთ კვირაში სკოლას ვამთავრებ… სკოლის დამთავრებას კი  რვა ავბედით გამოცდა მოჰყვება. ზოგიერთი კულტურული მკითხველი, რომელიც ამ პოსტს წაიკითხავს, გაიფიქრებს, რომ “ტვინი შევჭამე” ჩემი გამოცდებით, თუმცა კომენტარში მხოლოდ გამამხნევეებს… მეგობრებო, არც ისე მარტივადაა საქმე, როოგორც ეს თქვენ გგონიათ. უმეტესობას ოთხი გამოცდა გაქვთ ჩაბარებული, ვიცი, რომ ამ ოთხი საგნისთვის ღამეები გითენებიათ, თავებიც გირახუნებიათ წიგნებისთვის(რა ქართულია:)), და ახლაც ფიქრობთ, რომ სადაც ის ოთხი ისწავლეთ, მეორე ოთხსაც ისწავლიდით.. ჩემს მდგომარეობასაც მარტივად უყურებთ, ბევრი ყბებს ღლის საატესტატო გამოცდების საჭიროებაზე ლაპარაკით… ასე ნამდვილად არ არის, და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი. არ მოვყვები ლაპარაკს იმ უსამართლობებზე, რაც ჩემი მოსწავლეობის დროს შემხვდა(აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა), მაგრამ… არ შემიძლია თავი არ შეგაცოდოთ..:) გადავიღალე.. თქვენ შიძლება ჩემზე მეტსაც მეცადინეობდით, მაგრამ კონცენტრაციას ახდენდით მხოლოდ ოთხ საგანზე.. აი მე კი, ალბათ გავგიჟდები.. ერთი ფორმულიდან მეორეზე გადავდივარ, ერთი აზრიდან სხავა აზრზე, წიგნები უთავბოლოდაც იმიტომ მიყრია, რომ დროს ვერ ვანაწილებ დროს.. არ ვიცი, რომლით დავიწყო და რომლით დავამთავრო.. არ ვიცი რომელი უფრო მნიშნნელოვანია.. ამას ემატება ისიც, რომ მაისიაა.. რომ გადავიღალე, გამოვიფიტე, გუშინ ავტობუსში მომენტალურად ჩამეძინა, ხშირად ვაფიქსირებ, რომ არაადეკვატური გავხდი, ვფიქრობ სისულელეებზე, ნერვებს ვიშლი წვრილმანბზე და სულ მავიწყდება, რომ სკოლას ვამტავრებ… მინდა ყველაფერი მაქსიმალურად მოვასწრო, მინდა ერთნაირად გავწვდე ყველა საგანს, წავიკითხე ყველა ქსეროქსი(რომელთა რაოდენობა ასტრონომიულ რიცხვს აღწევს), დავიმახსოვრო ყველა წესი, ყველა ამოცანა, მაგრამ.. ხშირად ვხვდები, რომ ამ ხლაფორთში არაფერი გამოდის.. რომ მე პანიკაში ვარ და ეს ყველაზე ცუდია… ხშირად ყველაფერი სიგიჟეს ემსგავსება, შავ ხვრელს, რომელიც გამუდმებით ჩემს ჩათრევას ცდილობს, მე კი ხან ქიმიას ვეჭიდები, ხან ფიზიკას, ხან გეოგრაფიას და ასე გრძელდება უსაზღვროდ, სანამ არ მივხვდები, რომ მძინავს…სანამ დაღლილი, უკვე გათენებულზე, საწოლში ჩუმად არ შევწვები.. ამას წინათ, დამავიწყდა ჭამა…:) ნამდვილად საოცარია, მაგრამ დამავიწყდა და რა ვქნა… მოკლედ, მეგობრებო,  გადავიღალე…ხანდახან ვოცნებობ უბრალოდ სიმშვიდეზე.. ალბათ დავწერ კიდევ ერთ პოსტს(სკოლის დამთავრება, როგორ არ აღვნიშო) და მერე  გადავალ ხელახლა “ყაზარმულზე”.. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მშურს ხოლმე თქვენი.. თუმცა საამაყოც ბევრი მაქვს, თუნდაც ის, რომ საატესტატო გამოცდებისთვის მარტო, ჩემით ვმეცადინეობ.. ბევრისგან განსხვავებით, რომელთა რეპეტირორებიც შესვლა-გამოსვლას ვერ ასწრებენ..:) ეს ისე, კარგიც ხომ უნდა ვთქვა რაღაც..:)

თქვენი “წამებული” ნათია..:)

8 thoughts on “პანიკა

  1. ნაათ, ნერვები თუ არ დაიწყნარე, არაფერი გამოვა… გამოცდების წინ ყველაზე მეტ დროს სწორედ ნერვიულობაში ვკარგავდი! წარმატებები🙂

  2. რვა გამოცდა არ ჩამიბარებია ნამდვილად და ისიც მახსოვს რომ არც აბიტურიენტობის დროს მინერვიულია ძალიან თუმცა გამოცდების მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობამ მაინც იმატა, ბოლო ბოლო ადამიანები ვართ… ხოდა მეც ავიღე და ყველაფერს შევეშვი. წვიმიანი დღე მსუბუქ ალკოჰოლთან და მეგობრებთან გავატარე მორე დღეს კი ქალაქგარეთ ბუნებას ვიყავი შერწყმული და მართლა ძალიან მიშველა! აიღე პატარა ტაიმ-აუტი, ოღონდ სახლში არ დაჯდე და არ დაიძინო. იმენა relax!!! სხვანაირად გადაიწვები აუ რამდენი ვწერე! წარმატებას ეხლაც გისურვებ და მერე კიდე შემახსენე😉

  3. გულწრფელად გითანაგრძნობ, ვიცი რა დღეშიც ხარ და წარმატებებს გისურვებ. იფიქრე იმაზე რომ კენწეროში უნდა გატკბილდეს :):):))

  4. ბარემ მოგილოცავ სკოლის დამთავრებას ^^ და გამოცდებშიც გისურვებ წარმატებას : )

  5. ჰაჰა ჩემი დაც მაგ დღეშა და ერთი პერიოდი უმიზეზოდ მიკიოდა :))) მეცდოება ეხლაც და ვნერვიულობ ძალიან.. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის

  6. ყველაფერი ემთხვევა ჩემს სიტუაციას, სულ ყველაფერი. ჭამაც დამავიწყდა (მივეჩვიე უკვე), ავტობუსში ერთხელ 5 გაჩერებას გავცდი და უკან რომ გამოვბრუნდი ისევ ჩამეძინა და ერთი გაჩერებით გავცდი ისევ (მართლა). შავი ხვრელიც დაემთხვა, ოღონდ მე ბნელ უსასრულობას ვეძახი. ბოლო სიტყვაც დაემთხვა – აბიტურიენტებს თანამარტვილებს ვეძახი🙂 არც რეპეტიტორებთან მივლია საატესტატოებისთვის… ხომ ხვდები, რომ ამ კომენტარის გაგრძელება ამ პოსტის ხელახლა დაწერის ტოლფასია და ამიტომ ამას დავჯერდები🙂 წარმატებები ეროვნულებზე…

    1. რადგან მსგავსი სენი გჭირს ჩემო თანამარტვილო და რადგანაც ასეთი გულწრფელობა გამოიჩინე, გეტყვი, რომ მეც გავცდი დანიშნულების სადგურს ოღონდ უკვე მეტროში🙂 გაცდენილი სადგურების რიცხვი ნაკლები იყო, თუმცა კი ეს დღის განმავლობაში ორჯერ შემემთხვა:დ სად აბარებ?:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s