ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან…

ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან. ბრძოლის სურვილიც მაშინ გვაქვს, როცა ვიღაცა ნათელი ფერებით აჭრელებულ სამყაროს გვიხატავს. მე ყოველთვის მიყვარდა რეალობასთან დაახლოებული, გაზღაპრებული ამბები. მე ყოველთვის ვკითხულობდი მათ რამდენჯერე, მერე ვიჯერებდი და ვცდილობდი ყველასთვის გადამედო ჩემი აღფრთოვანება. ალბათ ამიტომაცაა, რომ მე ოცნებებში გავიზარდე…. რეალობის მიღმა,  ჩემს საწოლში, საყვარელ სავარძელში, საყვარელ, წიგნებით გამოჭედილ ოთახში, არსებობდა ჩემი, ნათიასეული ზღაპრული სამყარო. ეს სამყარო იყო მრავალფერი, არა მარტო ლამაზი, რაღაცნაირად უცხო, სავსე უამრავი სასიყვარულო თუ სათავგადასავლო ამბებით. მე ყოველთვის ვიყავი მთავარი გმირი. ხშირად ვირგებდი ნიღბებს, მე ხშირად ვიდექი სცენაზე და ვთამაშობდი… ყველას როლს ყველას ნაცვლად, მე ერთდროულად ვიყავი გიჟიც და გენიოსიც, ბედნიერიც და უბედურიც, ჭკვიანიც დაა უჭკუოც, მოქნილი გაიძვერაც და კეთილი, ცისფერთვალება ქალიც.. მე ჩემს სპექტაკლში, მე ჩემს ოცნებებში ვიყავი შენზე, მასზე, სხვაზე ბევრად მაღალი.. მე ვიყავი მეფეც და მათხოვარიც, იმპერატორიც და მონაც. თავისუფალიც და პატიმარიც.. მე ყველაში ვიყავი და ეს ყველა იყო ჩემში… სულში ანაც საწოლში, ბალშიში ღრმად მიმარხული.. მე ვიყავი სევდაც და სიყვარულიც, ქარიც და ტალღაც, მე ვიყავი საკუთარი სპქექტაკლის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, სცენის დამლაგებელიც კი… ოცნებებში, მხოლოდ ზღაპრებში მე ვიყავი თავად შემოქმედი.. ხვდებით, რა მძიმე ბალიში მაქვს? ხვდებით რა ტკბილად მძინავს ხოლმე მე ჩემს საწოლში? ძალიან ბევრი მიოცნებია, მიფიქრია, ამ ირეალურობაში მიტირია კიდეც.. მე ყოველთვის მეჩურჩულებოდა ვიღაც, მე ყოველთვის შთამაგონებდა ჩემი მე, რომ ვიყავი გაჩენილი დიდი საქმეებისთვის. თავი გმირი, ტანჯული, წამებული, შურის მაძიებელი ქალი მეგონა ხოლმე…  ახლაც, ვიღაც მეჩურჩულება ზღაპარს სხვა ცხოვრებაზე, სხვანაირ ადამიანებსა და გარემოებებზე… ახლაც, ისევ და ისევ ჩურჩულის გამო, მე მსურს გაქცევა…

…მაგრამ ყველაფერი იწყება და რჩება ოცნებებში, ყველაფერს თავისი საწყისი და სასრული აქვს, სიზმრებადქცეული ოცნებებით დამტკბარი, უკვე რეალობაში ვცდილობ ხოლმე ნაფიქრის მეათასედის განხორციელებას მაინც…ალბათ ამის გამოა, რომ მე ყოველთვის ვიყავი სუსტი, მეოცნებე გოგო.. არასოდეს ჩანს ეს გარედან, არვინ იცის რა მძიმეა ბალიში, არავინ იცის რა მძიმეა ხანდახან ჩემთვის ოცნება… მაგრამ მხოლოდ მე ვიცი რაოდენ ძვირფასია ის ჩემთვის, ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთია რაც ჩემია, ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება მართლაც იწყება  ზღაპრებიდან….

პ.ს ტკბილ სიზმრებს გისურვებთ და ძილის წინ, აუცილებლად ტკბილ ოცნებებს.. მე წავიკითხე ბევრი გენიოსი, მე გავეცანი ქართველს, ინგლისელს, რუსს და ამერიკელს.. მაგრამ არსად ისეთი სიმშიდე აარ მიგრძნია, როგორიც ყველაზე ზაღაპრულ -რეალურ ამბებში…

One thought on “ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან…

  1. შენი მეოცნებე ბუნება მაოცებს და ძალიან მომწონს! ეცადე ასეთი დარჩე ყოველთვის. მეოცნებე ადამიანები ყოველთვის და ყველას უანგაროდ უყვარს. მეოცნებეებზე სხვები ოცნებობენ– ეს აქსიომაა!😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s