ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან…

ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან. ბრძოლის სურვილიც მაშინ გვაქვს, როცა ვიღაცა ნათელი ფერებით აჭრელებულ სამყაროს გვიხატავს. მე ყოველთვის მიყვარდა რეალობასთან დაახლოებული, გაზღაპრებული ამბები. მე ყოველთვის ვკითხულობდი მათ რამდენჯერე, მერე ვიჯერებდი და ვცდილობდი ყველასთვის გადამედო ჩემი აღფრთოვანება. ალბათ ამიტომაცაა, რომ მე ოცნებებში გავიზარდე…. რეალობის მიღმა,  ჩემს საწოლში, საყვარელ სავარძელში, საყვარელ, წიგნებით გამოჭედილ ოთახში, არსებობდა ჩემი, ნათიასეული ზღაპრული სამყარო. ეს სამყარო იყო მრავალფერი, არა მარტო ლამაზი, რაღაცნაირად უცხო, სავსე უამრავი სასიყვარულო თუ სათავგადასავლო ამბებით. მე ყოველთვის ვიყავი მთავარი გმირი. ხშირად ვირგებდი ნიღბებს, მე ხშირად ვიდექი სცენაზე და ვთამაშობდი… ყველას როლს ყველას ნაცვლად, მე ერთდროულად ვიყავი გიჟიც და გენიოსიც, ბედნიერიც და უბედურიც, ჭკვიანიც დაა უჭკუოც, მოქნილი გაიძვერაც და კეთილი, ცისფერთვალება ქალიც.. მე ჩემს სპექტაკლში, მე ჩემს ოცნებებში ვიყავი შენზე, მასზე, სხვაზე ბევრად მაღალი.. მე ვიყავი მეფეც და მათხოვარიც, იმპერატორიც და მონაც. თავისუფალიც და პატიმარიც.. მე ყველაში ვიყავი და ეს ყველა იყო ჩემში… სულში ანაც საწოლში, ბალშიში ღრმად მიმარხული.. მე ვიყავი სევდაც და სიყვარულიც, ქარიც და ტალღაც, მე ვიყავი საკუთარი სპქექტაკლის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, სცენის დამლაგებელიც კი… ოცნებებში, მხოლოდ ზღაპრებში მე ვიყავი თავად შემოქმედი.. ხვდებით, რა მძიმე ბალიში მაქვს? ხვდებით რა ტკბილად მძინავს ხოლმე მე ჩემს საწოლში? ძალიან ბევრი მიოცნებია, მიფიქრია, ამ ირეალურობაში მიტირია კიდეც.. მე ყოველთვის მეჩურჩულებოდა ვიღაც, მე ყოველთვის შთამაგონებდა ჩემი მე, რომ ვიყავი გაჩენილი დიდი საქმეებისთვის. თავი გმირი, ტანჯული, წამებული, შურის მაძიებელი ქალი მეგონა ხოლმე…  ახლაც, ვიღაც მეჩურჩულება ზღაპარს სხვა ცხოვრებაზე, სხვანაირ ადამიანებსა და გარემოებებზე… ახლაც, ისევ და ისევ ჩურჩულის გამო, მე მსურს გაქცევა… ვრცლად ცხოვრება იწყება ზღაპრებიდან…

Advertisements