ოჯახის შექმნის მიზნით….

ცოტა ხნის წინ “იაფასიან ანეკდოტებზე” დავწერე, რომელზეც მითხრეს არაა იაფასიანო. ხოდა გართობის მიზნით დღეს კიდევ გადავშალე ის ჟურნალი და აი რას გადავაწყდი “მობილი-ზაციას”. მიმიქარავს ის ანეკდოტები, აქ მართლა ბევრი ვიცინე.  მოკლედ გთავაზობთ მესიჯებს, რომლებიც იგზავნება გაზეთში, მეორე ნახევრის პოვნის იმედით:დდდდ’

ქალები

1. მინდა გავიცნო ჩემი შესაფერისი პიროვნება. ვარ 27 წლის, ქმარს გაცილებული, ვცხოვრობ რაიონში, მშობლების ოჯახში. საგლახაოდ თავის შეიკავეთ. სასურველია -ჭიათურელი.

2. მინდა ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნო მამაკაცი. ვარ 27 წლის, მქვია ირმა.

3. ვარ 37 წლის, სერიოზული, პატიოსანი ქალიშვილი.. დაბალი, პუტკუნა და მელოტი ნუ გამომეხმაურება

.(აი ეს ყველაზე მაგარია, ბევრი ვიცინე, მაგრამ შემეცოდა კიდეც, ამის დამწერს აქვს ჭკუა თავში?)

მამაკაცები

1. 37 წლამდე უბრალო წარმომავლობის ქალბატონი, ვინც ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და ეძებს მეორე ნახევარს, შემეხმიანოს. დანარჩენი- პირადად.

(სამეფო გვარის ქალს არ იკადრებს. ისე ამას ქალების 3-ე ნომერი, რომ დააჯახონ, მართლა კარგი წყვილი იქნება:)) 

2) ვარ ცოლს გაცილებული, 24 წლის, მოსიყვარულე და გაგებული. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ პატიოსან და გაგებულ გოგოს. თუნდაც 29 წლამდე. სასურველია-სოფლიდან.

(ერთი ეს “გაგებული” რას ნიშნავს გამაგებინა:))

3)გამომეხმაუროს 25 წლამდე ასაკის მანდილოსანი, ლამაზი ურთიერთობისთვის. ცანცარა ხალხმა თავი შეიკავეთ.

4) დაოჯახების მიზნით გავიცნობ თბილისელ გოგოს, 30 წლამდე. გასართობად არ შემაწუხოთ. ვარ 35 წლის, არა-ლოთი და ნარკომანი.

(ეს კაცი ფიქრობს, რომ ლოთობა და ნარკომანობა ყველაზე საშინელი თვისებებია:დ)

5)ვარ გულგატეხილი და გულნატკენი,  33 წლის პიროვნება. გავიცნობ სერიოზულ მანდილოსანს, სერიოზული ურთიერთობისთვის. ვარ დასაქმებული. გამომეხმაუროთ ნებისმიერი კუთხიდან.

(ამ კაცს ნაციონალისტური იდეები არ აწუხებს:))

12) წაიკითხეე? ესე იგი შენ ბედი გქონია!!!მიპოვე, შენ ყველას დაასწარი, გაკოცე და გელი, ლევანი, 36 წლის…

(რას ვერჩი, კაცმა ახალი ტექსტი დაამუღამა:)

13) ვარ 25 წლის, ძალიან მახინჯი, მსუქანი, ელამი, მელოტი, ალაგ-ალაგ კოჭლი. არ ვარ ლამაზი. ნუთუ ჩემი ბრალია და ურთიერთობის ღირსი არ ვარ?

(აი ეს ვითომ ორიგინალური მესიჯი იმის გარანატიას გვაძლევს, რომ ზემოთ აღნიშული თვისებებიდან არცერთი არ გააჩნია, მაგრამ იქნებ ლოთია ან ნარკომანი?)

მოკლედ ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ჯერ “სკაიპის” და “ოდნოკლოსნიკის” გზა არ იცის, ან იცის და იქაც არაფერი გამოუვიდა:) 

11 thoughts on “ოჯახის შექმნის მიზნით….

  1. 4) დაოჯახების მიზნით გავიცნობ თბილისელ გოგოს, 30 წლამდე. გასართობად არ შემაწუხოთ. ვარ 35 წლის, არა-ლოთი და ნარკომანი.

    (ეს კაცი ფიქრობს, რომ ლოთობა და ნარკომანობა ყველაზე საშინელი თვისებებია:დ)

    da Tqven ase ar fiqrobt?

    1. არა ლოთს და ნარკომანს ნამდვილად არ გავყვები, მაგრამ არიან ბევრად უარესია ადამიანები, ქმრები, რომლებიც ბევრად მეტს აშავებენ:)

  2. “დაოჯახების მიზნით გავიცნობ თბილისელ გოგოს, 30 წლამდე. გასართობად არ შემაწუხოთ. ვარ 35 წლის, არა-ლოთი და ნარკომანი.” – აქ სხვანაირადაა საქმე, თქვენ ვერ გაიგეეთ :)))) არა-ლოთი – ე.ი. ლოთი არ ვარო და ნარკომანი – ე.ი. ნარკომანი ვაროო😀😀😀 ნუ სუფთა გრამატიკული თვალსაზრისით მხოლოდ ამ აზრის ამოკითხვა შეიძლება და თვითონ რას გულისხმობდა ღმერთმა უწყის :)))

    “წაიკითხეე? ესე იგი შენ ბედი გქონია!!!მიპოვე, შენ ყველას დაასწარი, გაკოცე და გელი, ლევანი, 36 წლის…” – აშკარად პერსპექტიული ყმაწვილი ჩანს, ჯერ მარტო რა რეკლამა გაუკეთა თავს😀

    “ვარ 25 წლის, ძალიან მახინჯი, მსუქანი, ელამი, მელოტი, ალაგ-ალაგ კოჭლი. არ ვარ ლამაზი. ნუთუ ჩემი ბრალია და ურთიერთობის ღირსი არ ვარ?” – ალაგ-ალაგ კოჭლი ეს იმას ნიშნავს რომ ცალი ფეხით ხომ კოჭლობს და ტვინშიც მოუკოჭლებს, აი სადაა ძაღლის თავი დამარხული😀

    ჰაჰაჰ, რამდენი ვიცინეეე :)))))))))) კარგი იყო😀

    1. ეეჰ აქ ყველა კოჭლია ტვინით მემგონია :დდდ იმის გრამატიკაზე კიდევ თავლები დავხუჭე მაგრამ ვინ შეარჩენს კაცს :დდდ

  3. დასცინეთ! დასცინეთ!!!კი ქმნიან”პატიოსან” ოჯახებს და….. მეც მალე უნდა გამოვაქვეყნო მსგავსი შინაარსის განცხადება და მეტროსთან დავუნიშნო ვინმეს პაემანი!:))))))))

    1. მანდ მაინც თუ გნახავ, მზად ვარ მე მოვძებნო შენი განცხადება, მოვიდე და შეგხვდე რუსთაველის მეტროსთანაც კი :დდდ

  4. ის მეცამეტე მამაკაცი ხუმრობას ცდილობს, დარწმუნებული ვარ🙂

  5. ვაიმე, ჩავიფსამ ახლა..
    ეს რა იყო..
    შოკი
    კაცებში მეთორმეტე..😀

  6. ეს ხალხი წინა საუკუნეში ჩრჩა და ვერ ხვდება, რომ ახლა აღარ არისსაჭირო გაზეთებში მეროე ნახევრის ძენა და არსებობ უამრავი საიტი, მაგრამ აი რატომ რატომ უდნა მოძებნო მეორე ნახევარი ასეთი გზით, ნუთუ იქმნება ბედნიერი ურთიერტობები? რამდენები არიან ასეთები? 1%?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s