რატომ არ არსებობს კარგი ქართული ბლოგი?

არ არსებობს კარგი ქართული ბლოგი და ეს ფაქტია. ეხლა მოვედი, დავისვენებ, რაღაცას წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ როგორ მეკადრება..:) ვინ მომართვა, არა, მე კი ვიცი რამდენიმე ჩემთვის საინტერესო ბლოგი, მაგრამ ახალი? ისე ქართული “ბლოგოსფეროს” პრობლემაზე უკვე დიდია ხანია ვფიქრობ, ვმსჯელობ სოფოსთან ერთად და ორივე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კიდევ წლებია საჭირო კარგი ბლოგის ჩამოსაყალიბებლად. მთავარი პრობლემა კი იცით რაში მდგომარეობს?-ძალიან ბევრმა საერთოდ არასწორად გავიგეთ ბლოგინგის აზრი. მე მაგალითად აქაურობაში ფეხი სხვის ჯინაზე შემოვდგი, ისე რომ იქამდე წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ რა ხილი იყო “wordpressi”, ეს მოხდა ერთი წლის წინ:) ეხლა კი ადამიანს ძალიანაც რომ უნდოდეს ბლოგუცოდინარი ვერ დარჩება, თუნდაც იმიტომ რომ უამრავი ბლოგია. არა მის გაკეთებას კი არავის ვუშლი, მაგრამ ცოტა მეტად რომ ვიაზროვნოთ უკეთესი იქნება. ეხლა რომ ვფიქრობ, თავის დროზე კარგად რომ მცოდნოდა აქაურობის არსი, ასე უყურადღებოდ არ შევქმნიდი. ცოტახნის წინ რასელ ქროუს მონაწილეობით ფილმი ვნახე, და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. პოლიციაც კი ბლოგერების აზრზე იყო დამოკიდებული. ჩვენთან ასეთი  რამ ჯერ ვერ მოხდება, ქართველი ბლოგერები რა მკვლელობას გამოიძიებენ, მარტო იმაზე ფიქრობენ რომელ პოსტში რომელი გალანძღონ, ნანუკა თუ მაია. ვითომ პროტესტებზე რომ არაფერი ვთქვა. ახლაც ისეთ დებილურ ბლოგებს გადავაწყდი, ისეთ სისულელეებს წერენ, რომ გავგიჟდი. რაღა  ჟურნალ „სარკეში“ დაბეჭდილი, თვალებზე შავლენტაფარებული ქალების მონოლოგი და რაღა ამათი პოსტები. მერე ეს ახალი ბლოგერები ისე უძვრებიან უკვე “დამკვიდრებულ” ბლოგერებს, რომ ეს კიდევ ცალკე მაზიზღებს მათ თავს.  ზუსტად ვიცი რამდენიმე წესიერი(ამ სიტყვაზე არ გამომედაოთ) გოგო  ბლოგერი, მაგრამ მხოლოდ  იმისთვის რომ ყურადრება მიიქციონ, ეთანხმებიან არდასათანხმებელ, მათთვის მიუღებელ აზრებს, წერენ პოსტებს “სკანდალური სათაურებით”, და ეს ყველაფერი რისთვის? იმაზე კი არ ფიქრობენ რომ რა სათაურსაც დაწერ, იმ დონის მკითხველი გეყოლება. ამ ყველაფრის მიზეზი კი დილეტანტიზმია. სანამ ნებისმიერი ბლოგერი, საკუთარ ინდივიდუალობას და ბლოგს არ დააფასებს, იქამდე არაფერი გვეშველება.

ხო, კიდევ ერთი, ძალიან გთხოვთ არსწორად არ გამიგოთ, ჩვენში არ არის კარგი ბლოგი  და არა ბლოგერი. უამრავი გადასარევი ბლოგერია კარგი ბლოგის გაკეთების პოტენციალით.

უბრალოდ ჯერ უნდა დავფიქრდეთ რა “ეშმკის მანქანას” შევეჭიდეთ, რაში გვჭირდება, როგორ უნდა მოვიყვანოთ მწყობრში, როგორ უნდა ვწეროთ მასაზე გათვლილი პოსტები ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკაროთ. არავინ არ თქვათ, რომ თქვენთვის წერთ და სხვისი აზრი არ გაინტერესებთ. თქვენთვის წერეთ დღიურებში და რვეულებში. ბლოგი საჯაროა და ის ჩვენგან იმაზე მეტს ითხოვს ვიდრე ჩვენ გვგონია. ვიცი უამრავი საწინააღმდეგო აზრი დაგებადებათ(ისე ეს კარგია), და გეტყვით რომ ოდესღაც მეც ბევრი თქვენგანივით ვმსჯელობდი, მაგრამ თავს მაინც ხომ არ დამიქნევთ და აქ მაინც გამოამჟღავნებთ თქვენს კრიტიკულობას, თორემ მთელი საბლოგეთი იმაზეა გადასული ერთმანეთს როგორ დაეთანხმონ(თუნდაც არ ეთანხმებოდნენ) და როგოორ მოეფერონ. კრიტიკული აზრი კი სად წავიდა კაცმა არ იცის…

პ.ს

ეს იყო ჩემი მოკრძალებული წერილი ბლოგერების მიმართ, რომელიც ამ გაღიზიანებულ გულზე დავწერე:).  მთავარი კი ალბათ ესაა, ჩვენი ბლოგი ინფრომაციული, გამოყენებადი, თუნდაც გასართობი ყუთი  უნდა იყოს და არა დომხალიზებული ადგილი. ახალბედებს კი ვთხოვ, რომ არ მიბაძონ სხვებს, არ დაიწყონ ვითომ “ორიგინალობის“ ძებნა, იმიტომ რომ ეს ორიგინალობა ზედმეტად გაბანალურდა და საერთოდაც თუ  სულით არ ხარ განსხვავებული,. მიკერებული სახეები მუდამ მალე ირღვევა და მახინჯდება.

28 thoughts on “რატომ არ არსებობს კარგი ქართული ბლოგი?

  1. ნაწილობრივ გეთანხმები, განსაკუთრებით იმაში, რომ ბლოგოსფერო არ დგას ისეთ დონეზე, რომ ინფორმაციის გავრცელების ან რაიმე სერიოზული ცვლილების მამოძრავებელი და სულისჩამდგმელი გახდეს, მაგრამ ასე რთულადაც ნუ შეხედავ ამ ამბავს…
    არ ვიცი, რა ფილმს უყურე, მაგრამ ყველგან ასეა – არსებობს ძალიან ბევრი რამ და ამ ძალიან ბევრიდან მხოლოდ ნაწილია მართლა ღირებული!
    მაგ შენი დაწუნებული ბლოგებიდან ზოგი თინეიჯერისაა, რომელმაც ჯერ ისიც კი არ იცის, ცხოვრებაში რა უნდა და ბლოგზე ზოგადსაკაცობრიო საკითხებს ვერ განიხილავს; ზოგიც გაუნათლებელი ადამიანის, რომელიც ბლოგს მიღმა გაცილებით პრიმიტიულია და ბლოგზე სხვისი წაბაძვით გადის ფონს, ზოგი გულწრფელია, მაგრამ მწირი განათლება აქვს და ბლოგიც შესაბამისი….
    რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასეა – ყველა ადამიანი ხომ არაა დამოუკიდებელი, მოაზროვნე, სიღრმისეული?
    წარმოვიდგინოთ, რომ ბლოგებიც ადამიანებივითაა – ზოგი კარგი, ზოგი საშუალო, ზოგიც ზედაპირული, ზოგიც უმიზნო და უაზრო…
    არსებობის უფლება კი ყველას აქვს!🙂

    1. ზუსტი ხარ:დ იმიტომ მიყვარს შენი კომენტარი, არასოდეს მეთანხმები ბოლომდე და ყოველთვის ახერხებ ჩემი აზრის შეცვლას:დდ

  2. საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო თემა წამოჭერი.
    იცი, თავიდან არ დაგეთანხმე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რა ხაზზე მიდიოდი და რაღაც მხრივ, მართალი ხარ.
    ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მერე იყოს, ჩემი აზრის გამოთქმა. :*

  3. მდაააჰ…

    1. “wordpressi” – “wordpress”-ი;

    2. “თავის დროზე კარგად რომ მცოდნოდა აქაურობის არსი, ასე უყურადღებოდ არ შევქმნიდი.” – თუ უკვე მიხვდი, როგორ უნდა ბლოგო ჭეშმარიტად, ბლოგის მიამრთულების შეცვლა უმარტივესია;

    3. “ცოტახნის წინ რასელ ქროუს მონაწილეობით ფილმი ვნახე, და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. პოლიციაც კი ბლოგერების აზრზე იყო დამოკიდებული. ჩვენთან ასეთი რამ ჯერ ვერ მოხდება”. – როგორც მივხვდი, ეს ფილმში ნანახი რეალობა იყო. ზოგადად, ფილმისა და ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება;

    4. ” მარტო იმაზე ფიქრობენ რომელ პოსტში რომელი გალანძღონ, ნანუკა თუ მაია. ვითომ პროტესტებზე რომ არაფერი ვთქვა.” – პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ პოსტებს უფრო მეტი მნახველი ჰყავს, ვიდრე ინტელექტუალურ პოსტებს. მეორე ნაწილში გეთანხმები;

    5. “ეს ახალი ბლოგერები ისე უძვრებიან უკვე “დამკვიდრებულ” ბლოგერებს, რომ ეს კიდევ ცალკე მაზიზღებს მათ თავს.” – ეს ძალიან მტკივნეული თემაა. გირჩევ, ამაზე უბრალოდ გაიცინო და არა გაბრაზდე. შეტენვა, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ თავისი ინტელექტის, ან წერის კულტურით თავის დამკვიდრების შანსი არ აქვთ;

    6. ბურუსს რაც შეეხება, რადგან …wordpress.com-ზე არსებობს, არ ნიშნავს, რომ ბლოგია. ბლოგის არსი რომ იცოდე, მას ბლოგად არც მოიხსენიებდი. :))))

    ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ ტიპის პოსტთაგანია, სხვა ბლოგერების შემოტყუებას რომ ისახავს მიზნად.

    პირველად ვარ ამ ბლოგზე და, სამწუხაროა, რომ მწარე კომენტარის დატოვება მომიწია.

    წარმატებებს გისურვებ.🙂

    1. ჰმ… აი “wordpressi” -ს რომ ვწერდი, ზუუუსტად ვიცოდი რომ ვიღაც მომედავებოდა:) თუ გინდა არ დაიჯერო, მაგრამ საიტის სახელს კარგად ვიწერ:) ბოლოს და ბოლოს გადმოვაკოპირებდი, და “ი” იმიტომ დავწერე რომ კითხვის დროს კარგად ჩამჯდარიყო:) შემოტყუებას კი რაც შეეხება, აბა რა გითხრა, გადამითვალიერე ბლოგი და ნახავ მასეთი რომ ვიყო და მაგას რომ ვისახავდე მიზნად პოსტს “არც მაისის ღამეს” დავარქმევდი და არც სხვა სახელებს(ჩამოთვლა მეზარება:) რა გინდ გასაკვირი არ უნდა იყოს შენთვის მაინც გამიხარდა შენი სტუმრობა:))

  4. პრინციპში გეთანხმები რომ დომხალია ნამდვილად. ^_^ ჰოდა, შენი აზრით, როგორია კარგი ბლოგის კრიტერიუმები? : )

  5. ნუ იქნები ასეთი კრიტიკული!
    მრჩება შთაბეჭდილება,რომ სულ მცირე რაოდენობა ბლოგების წაკითხვის სედეგად გამოიტანე ეს დასკვნა.
    კი,რა თქმა უნდა,არის ისეთი ბლოგები,რომელთა წაკითხვა მეორედ აღარ მოგინდება,მაგრამ ბევრია ისეთი ბლოგია,სადაც მართლა საინტერესო პოსტებს კითხულობ.
    იმასაც გააჩნია შენ რას ეძებ ბლოგში და რა კრიტერიუმებით აფასებ.

  6. ჩემთან არ არის მყვირალა სათაურები.

    არც “დამკვიდრებულ” ბლოგერებს “ვუძვრები” – მხოლოდ მათ ვკითხულობ, ვინც მაინტერესებს.

    ვწერ იმაზე, რაც თავად ჩემთვის არის ახლობელი და რასაც თავად მე წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით – ჩემს მკითხველს სათაურში გამოტანილი სექსით, ერექციით, ინცესტით და ორგაზმებით არ ვიზიდავ.

    პოსტის პათოსს ვეთანხმები – დღის სათაურებს გადახედეთ და თავი პორნო-გამოცემაში გეგონებათ, რას იზამ, წუთიერი პოპულარობა მაცდუნებელია. აგერ, ერთმა, სხვისი პოსტი მოიპარა და აღშფოთებული კომენტარების წყალობით ამოყვინთა ტოპ-პოსტებში…

    იმაში კი ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, რომ კარგი ქართული ბლოგი არ არსებობს – ახლავე ჩამოგითვლი ოცამდე ასეთ ბლოგს.

    1. მოლი ვიცი რაზეც წერ და აქედან გამომდინარე შენი ბლოგის მსგავსი ბლოგები არც მიგულისხმია, უბრალოდ ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათელი გახდა ვინ როგორ ცდილობს პოპულარობის მოპოვებას.. და შენ , რომ დიდ პატივს გცემ ეგეც იცი, “კარგ ქართულ ბლოგში” კი რაც ვიგულისხმე, ალბათ სჯობდა რომ უკეთესად განმემარტა. მოკლედ ბლოგს მეტი შეუძლია, ბლოგერებს მეტი წონა უნდა ჰქონდეთ(რა თქმა უნდა ძლიერებს), ანუ უნდა იყოს მათით სერიოზული დაინტერესება.. ნუ ასე ვფიქრობ, და მერე უკეთესად დავწერ ამაზაე:)

  7. რაც გაწუხებს, ის მართლა პრობლემაა, ნათია და გეთანხმები – ვასასის და თამარას კომენტარებს გადახედე – ფაქტიურად, ჩემს სათქმელს ამბობს ორივე.

    ყველაზე ცუდი იცი, რა არის? აი, წარმოიდგინე, წერს ბლოგერი პოსტს – “ინცესტი ჩემი მეზობელი ჟენიას ოჯახში – მურთაზის სკანდალური აღიარება” და მაშინვე ტოპ-პოსტებში ხვდება. აჰა, ესე იგი, ასე ყოფილა საჭიროო, ფიქრობს და მეორე პოსტს კიდევ უფრო “მკვლელ” სათაურს მოუძებნის. ამას სხვაც ხედავს და ის სხვაც იგივე გზას ირჩევს და ასე შემდეგ… ჩვენ ამას ვერ გამოვასწორებთ, სამწუხაროდ😦

    1. რითაც თავისთავად ილახება თავად ბლოგოსფეროს იმიჯი. Suicide Girls ეს ბლოგიც სპეციალურად შექმნა ერთმა არც ისე პოპულარულმა ბლოგერმა, ადრე გაუქმებას აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს კიდევ კარგად ერთობა :დ აღარ მინდა სახელების დასახელება, პრინციპში ნათელიც კია ყველაფერი:) ეეეჰ, აღარ გადავვარდები ლიტერატურაში და ქართველის ბუნებას არ დავაბრალებ არაფერს, გამომეკიდება მერე ვინმე ხო ვიცი :დ ა

    2. მოლლი რაშია იცი საქმე? არასწორი წარმოდგენა გვაქვს ტოპ 100 ულზე.
      მეც მასე ვიყავი, სანამ ამ საიტის მთვლელზე მეტი ინფორმაცია არ მივიგე.
      ტოპ 100 ულის სატავეში მოხვედრა მკითხველების ვიზიტის რაოდენობის მიხედვით არ ხდება.
      ბევრს სხვათა შორის ამის გამო დეპრესიაც კი დაეწყოთ. სინამდვილეში რაც უფრო ძველია ბლოგი მით მეტი სტუმრის რაოდენობა ჭირდება ტოპ 100 ის სათავეში მოსახვედრად.
      ეს დავამტკიცე კიდეც.
      ანუ თუ ჩემს პოსტს 200 ნახვაზე 8 პოზიციაზე შეუძლია მოხვდეს, 1 კვირის ბლოგერი 70 ნახვაზე ხვდება მე5 ზე. და ერთი წლის ბლოგერს სავარაუდოდ უკვე 400 დან ზევით ჭირდება ხშირად.
      მოკლედ სხვა ალგორითმებით ხდება მაგისი ათვლა და ეგ სულაც არ განსაზღვრავს ბლოგის ან პოსტის პოპულარობას.🙂 დამიჯერეთ მასეა.

  8. საინტერესო ფაქტები გამოგრჩა: ფილმებზე რომ პატიჟებენ ბლოგერებს და მერე ისინი რომ “რეცენზიებს” წერენ )))

    პ.ს. “არ არსებობს კარგი ქართული ბლოგი და ეს ფაქტია” – მთლად ეგრეც არ უნდა იყოს საქმე🙂

  9. 1.ნათია, ბლოგინგის აზრი გავიგეთ არასწორადო ხო?
    შეგიძლია მითხრა რა არის ბლოგინგის აზრი და საიდან გამომდინარეა მასე?
    2.მეტად ვიაზროვნოთო.
    რას მოითხოვ? შენი გამოთქმული აზრი კონკრეტულს არაფერს ამბობს. ვისაც როგორ სურს ისე წერს. მეტად აზროვნების შემთხვევაშიც იგივეს დაწერს ადამიანი უფრო მეტს. მეც არ მომწონს ბევრი პოსტი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. ვერ მოვთხოვ აღარ დაწეროს საერთოდ. (ვიცი რომ ამას არც შენ ითხოვ)
    3. ”ზუსტად ვიცი რამდენიმე გოგო ბლოგერი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ ყურადრება მიიქციონ, ეთანხმებიან არდასათანხმებელ, მათთვის მიუღებელ აზრებს, წერენ პოსტებს “სკანდალური სათაურებით”
    -ამაში გეთანხმები.
    4. ვიღაც შეიძლება იმით კაიფობს რო ყოველდღიურად თუ არა ხშირად საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელ-მკითხველი ყავდეს. ჩემი აზრით, დროის ამბავია და მათი პოსტების შინაარსიც და სათაურებიც შეიცვლება. თუმცა, თუ არც შეიცვლება არც ამაში ვხედავ ტრაგედიას. იარსებოს ისეთმა როგორიც არის. დილენტატიზმი ახსენე და ეგ ბლოგერის ბრალი კი არაა? არამედ იმ ადამიანების ვინც კითხულობს და რაც არ უნდა სისულელე წაიკითხოს კომენტარს რომ შემდეგი შინაარსისას ტოვებს: ”აუ ძალიან მომეწონა”, ”ძალიან მაგარი ხარ” და მსგავსები. არანაირი აზრის გამოთქმა და მსჯელობა თემის შესახებ.
    4.”ხო, კიდევ ერთი, ძალიან გთხოვთ არსწორად არ გამიგოთ, ჩვენში არ არის კარგი ბლოგი და არა ბლოგერი.”
    -გასაგებია, რომ პიროვნულად არავიზე არაფერს ამბობ პირდაპირ, მაგრამ!
    შენ თუ მხოლოდ dashboard-იდან ეძებ ბლოგებს და შედეგით არ კმაყოფილდები არ ვიცი ნათია, მაგრამ. უამრავი ავტორია, რომლებიც საინტერესოდ წერენ და ისინი არ არიან WordPress-ზე.
    5.”ბლოგი საჯაროა და ის ჩვენგან იმაზე მეტს ითხოვს ვიდრე ჩვენ გვგონია. ”
    -არ ვიცი შენ რა გგონია, ნათია, მაგრამ ჩემგან ბლოგი არაფერსაც არ ითხოვს. მე როგორც ჩავთვლი საჭიროდ ისე დავწერ და შესაბამისად ავირჩევ თემასაც. ვალდებულებას არაფრის და არავის წინაშე არ ვგრძნობ.
    6.”უბრალოდ ჯერ უნდა დავფიქრდეთ როგორ უნდა ვწეროთ მასაზე გათვლილი პოსტები ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკაროთ”.
    -ცოტა არ იყოს და წჯინააღმდეგობა ჩნდება.
    წერენ მასაზე გათვლილ პოსტებს და შენ ეგ არ მოგწონს.
    6. ვასასის გამოთქმულის არ იყოს, პოსტის სათაური სწორედ იმაზეა გათვლილი რომ ბლოგერები შემოიტყუოს, ანუ ყვითელია.
    მე არ ვეთანხმები რომ კარგი ქართული ბლოგი არ არსებობს.
    7. ვერც იმაში ვხედავ რამეს ცუდს, თუ კი ბლოგერები კომენტარებში ერთმანეთსი მიმართ თავიანთ დადებით დამოკიდებულებას და სითბოს გამოხატავენ.

    პ.ს. ”მერე ეს ახალი ბლოგერები ისე უძვრებიან უკვე “დამკვიდრებულ” ბლოგერებს, რომ ეს კიდევ ცალკე მაზიზღებს მათ თავს.”
    -რასაკვირველია, სახელების და ბლოგების მისამართების თქმას არ გთხოვ, მაგრამ როგორ გამოხატავენ შეძრომას? რით მიხვდი შენ ამას? უბრალოდ დამაინტერესა და გეკითხები, რომ მაგალითი მითხრა…

    1. მირჩიე სხვა სათაური რაც შეიძლებოდა ამ პოსტისთვის დამერქმია:) არ ვაპირებ ეხლა რამის მტკიცებას და მითუმეტეს სახელების დასახახელებას. ეგ რომ მდომოდა პოსტში დავწერდი და არც ციტატეტბს დავაკლდები. ისე კი ნამდვილა არაა რთული დასანახი:)

      1. მაგალითად:
        1.ბრაზიანი პოსტი;
        2.მე – უკმაყოფილო;
        3.ჩემი პროტესტის მიზეზი;

        ხედავ ნათია? უკვე სამი ცალია🙂

        ისე მე პასუხებს მეგონა მომწერდი😦

  10. რა არის ცუდი სკანდალურ სათაურში? მაგალითად ჩემი პოსტისთვის თავისუფლად შემეძლო დამერქმია “იაჰუს ათი ყველაზე სულელური კითხვა”, რომელსაც წაიკითხავდა 50 ადამიანი, როცა არსებული სათაურით 400 მდე კაცმა წაიკითხა (და ამაში თამარას დიდი წვლილი მიუძღვის, ფეისბუქზე დამიშეარა და იქიდან 200–მდე კაცი შემოვიდა, როცა ჩემიდან დიდი დიდი 5 შემოვიდეს)

    თუმცა ბევრჯერ მინახავს მყვირალა სათაური ტოპ პოსტებში და შინაარსი ასეთი ყოფილა – “იცი, მაინტერესებდა სათაური როგორ გაიყიდებოდა, ან როგორ მუშაობს ასეთი სიტყვები მასაზე”, როცა სათაური პოსტის შინაარს არ შეეფერება, საკმაოდ მაღიზიანებს.

  11. მე მაინც მგონია, რომ კონკრეტულ რაღაცაზე გაღიზიანებულმა დაწერე ყოველივე ეს, ზოგადად კი ცოტა არ იყოს, გაზვიადებული გამოვიდა…
    სანამ მე თვითონ დავიწყებდი პოსტვას, სხვადასხვა ბლოგებს ვეცნობოდი და ხანდახან ბრაზიც მომდიოდა, ზოგიერთები რა სისულელეებში კარგავენ თავის და სხვის დროს–მეთქი…
    ახლა კი ვფიქრობ, რომ ყველა იმას აკეთებს რაც მოსწონს. განვმეორდები და ვიტყვი: კლასიკური ნაწარმოებების გვერდით ყოველთვის არსებობს ბულვარული უვარგისი რომანები, მაგრამ კრებითი სახელი მაინც ლიტერატურაა🙂
    ჰოდა, ასეთი მკაცრიც ნუ იქნები. ის ფაქტი, რომ ბლოგერის ხსენებაზე ყველას ჟრუანტელი არ უვლის, მხოლოდ ბლოგის და ბლოგერის სისუსტის ბრალი არაა…🙂🙂🙂 მხოლოდ კი არა, საერთოდ არაა…

    1. “ბურუსზე” შეიძლება ბევრი კარგი რამ დევს, მაგრამ”კარგი ბლოგი” სხვა რამეა… ამაში ცამდე მართალია ვასასი🙂

  12. ბურუსი ბლოგი არ არის. ინტერნეტ-რესურსია, სადაც სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი მასალა იდება. ბლოგი ოდნავ სხვა რამეა.

    თამარა, აშკარად ჩემს მაგივრად წერ.

  13. ჰმ, ნუ კაი ჯანდაბას დაგეთანხმე, მაგრამ ამ პოსტის დაწერამდე ან მინიმუმ დაწერის შემდეგ თავად მაინც უნდა შეძლო კარგი ბლოგის წარმოება. სანამ პრეტენზიას გამოთქვამდი კარგი ბლოგების არარსებობისთვის, მანამდე უფრო კარგი იქნებოდა საუკეთესო პოსტები შენ მაინც გეწერა და მაგალითი მიგეცა სხვისთვის.

    1. ეგ უკეთესი იქნებოდა და დამერწმუნე ჩემზე მეტად ნამდვილად არ გინდა, ამ ბლოგის გადაკეთებას კი ახლა აზრი აღარ აქვს, და სიმართლე გითხრა დროც ნამდვილად შეუფერებელია, ორ კვირაში გამოცდები მეწყება:) მეორეც რამდენად კარგი პოსტიც არ უნდა დამეწერა მაინც გააკრიტიკებდნენ და მაინც არავინ ჩათვლიდა, რომ ჩემი პრეტენზია სამართლიანი იქნებოდა, ეს ხომ ცხადზე უცხადესია… ასე რომ..:)

  14. თითქმის ერთი წლის წინანდელი პოსტია. ახლა გადავიკითხე თავიდან. საკუთარი კომენტარებიც ვნახე, კომენტარებზე ავტორის პასუხები და ერთის თქმა შემიძლია. პირველივე წინადადება ღრმად არასამართლიანია. კარგი ქართული ბლოგები არსებობს და არა ერთი. მგონი ვხვდები, ვის გულისხმობდა ავტორი, მაგრამ წინადადება “რ არსებობს კარგი ქართული ბლოგი და ეს ფაქტია” კატეგორიულია და გამონაკლისს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, რამდენადაც იმპერატიულია, იმდენად არასწორი. ახლავე შემიძლია მინიმუმ ორი ბლოგის ჩამოთვლა, რომელიც ნებისმიერი პარამეტრით (შინაარსი, დახვეწილობა, თემატიკის მრავალფეროვნება, მკითხველის ინტერესი, რეიტინგი) “კარგი ქართული ბლოგის” სახელს გაამართლებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s