მაისის ღამე

ვგიჟდები მაისის ღამეებზე… მარტივი მიზეზის გამო: ამ დროს შემიძლია გავაღო აივნს კარები, და ვუსმინოს ღამის სიჩუმეს.. გავიგო ფოთლის შრიალიც კი..

ამ დროს საოცრად მარტო ვარ და ეს მარტოობა შობს ხოლმე სიმშვიდეს..

ღამის სიჩუმეში კი ყველაზე მეტი ხმაურია, ფიქრები, აზრები და მოგონებების კივიან.. ერთმანეთს არ აცლიან.. ყველას ამ დროს უნდება თავის გამოჩენა..

მე ისევ წყნარად ვარ.. ვიცი ჩაბნელებული ფანჯრები, ჩაძინებულ ხალხზე მიუთითებს.. ესე იგი ვერავინ ხედავს ჩემს ანარეკლს ღამის სიმშვიდეში… ესე იგი მე თავისუფალი ვარ ისე, როგორც არასდროს… იმიტომ რომ მესმის ფოთლების, ვსუნთქავ გრილ ჰაერს და კეფასთან სიო მეთამაშება…

ასეთ დროს ყველაფერი საოცრად ტკბილი და კარგი მეჩვენება.. ასეთ დროს ზედმეტია ყველაზე ლამაზი, ყველაზე მხატვრული მუსიკაც კი.. იმიტომ რომ ყველაზე მრავლსიმეტყველი ახლა შრიალია..

ფოთლების მოკრძალებული პროტესტი, ფოთლების მოკრძალებული ალერსი… ისინიც გრძნობენ მარტობაას და ერთმანეთს საოცარ ამბებს უამბობენ… ისეთს, ადამიანის ყურს რომ ვერ მოსწვდება…

მე ზოგიერთში ვხედავ მუზას.. ნელ-ნელა რომ მოჰყვება გრილ ჰაერს, მიძვრება სულში და საოცარ საღერღელს მიშლის წერისას… დიდი ხანია ასე აღარ მდომებია ჩემთავთან ლაპარაკი…

დიდი ხანია ყველა გრძნობა და ემოცია ჩავკალი, რასაც პოეზიის სუნი ასდიოდა..

არადა რა ლამაზია ეს ღამე.. რა ნაზია ეს სიო… როგორ საოცრადაა მიმართული ყველაფერი პოეტური სულის აფეთქებისკენ…

რა კარგი იქნებოდა ეხლა ტერენტი…

შორეული ყვავილების სუნი მცემს…

3 thoughts on “მაისის ღამე

  1. გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გფარავდეს მისი მადლი და ძალა!
    P.S. ეს დიზაინი უფრო მოგწონს?🙂

    1. მეც გილოცავ::*** მოწონებით ის უფრო მომწონდა, მაგრამ ვეღარ ვიტანდი:დ ხო გესმის რეორგანიზაციის ხასიათზე რომ ხარ ადამიანი..:დ

  2. ლამაზია…
    მაისი მართლაც რომ მშვენიერი თვეა და თან ახლაც რომ ღამეა…. მეც მომინდა ტერენტი:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s