ბლოგი

დიდი შესვენება გამომივიდა.. მთელი საღამოა ვფიქრობ რა დავწერო და ერთი ნატამალი მუზაც კი არ მოდის..

სამწუხაროდ სათქმელი არაფერი მაქვს….

რა ცუდია ეს სიცარიელე…

რაღაცნაირად ამაო..

ალბათ გაინტერესებთ წასვლის მიზეზები..

ბევრ დროს მართმევთ მეგობრებო…

ხოდა ხომ გაგიგიათ ჯერ თავო, თავოოო..:)

ასე ვარ ახლა, საშინელ ორომტრიალში გახვეული… ხანდახან სუნთქვა , რომ აღარ მყოფნის, მომავალზე ფიქრს ვიწყებ და მაშინვე განახლებული შევუდგები ხოლმე სწავლას, სწავლას და სწავლას…ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ აქაურობა იშვიათად მენატრება.. იმ წამიდან როცა მე ბლოგს თავს ვაღწევ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ვაკუუმიდან გამომიყვანეს.. მე ბევრ თქვენგანს ვამჩნევ ჩემეულ  სიმპტომებს და ვხვდები, რომ თქვენც ბლოგომანიამ დაგაავადათ, არ იფიქროთ რომ ეს დაავადება უმტკივნეულო და უმნიშნელოა… პირიქით, ძალიან ძლიერია და დიდ დაღსაც ტოვებს…

ეეჰ, ეს ყველაფერი ჩვენი უკიდურესობების ამბავია ისევ და მეტი არაფერი..

რა ვქნა არ მეწერინება და ეს ვალდებულებაც მტანჯავს…

პ.ს. ეხლა გადავათვალიერე და მართლა შევშფოთდი, ნეტა ამ ხალხის ტვინში ჩამახედა სინათლის სისწრაფით , რომ აკეთებენ ახალ ბლოგებს. უამრავია უაზრო, დასაწყისშჳვე მიტოვებული ბლოგია, ვის და რას აღარ შევხვდებით. არ ვიცი, არ ვიცი, დაგვღუპავს ეს უპასუხისმგებლობა… (არ გაიფიქროთ, “შენ ვის რას ეუბნებიო”:))

9 thoughts on “ბლოგი

  1. mec eseti shegrdzneba maqv am bolo dros.. warmatebebi swavlashi. mtavaria iswavlo da blogi moicdis😉 ubralod ise dagvekarge… ukanmouxedavad :(((

  2. ეგ შეგრძნება მაშინ გიჩნდება, როცა გაუუცხოვდები ბლოგს. რა ვაკუუმი? რის ვაკუუმი? პირიქით სერიოზულად ვისვენებ როცა ბლოგებს ვკითხულობ. მთელი ოთხი დღე ვერ ვწერდი სად მეცალა ბლოგისთვის და ბოლოს როცა შემოვედი ვიფიქრე დავიკიდებ მეტქი აქაურობას, მაგრამ შემეცოდა ჩემი არანორმალური ბლოგი და ისევ მივხედე. მიხედვა თორე ერთი პოსტი რა დიდი ამბავია? თან თუ იმ ვირტუალური მეგობრების ყურადღებასაც გავითვალისწინებ ვინც ამ ოთხ დღეში ჯიუტად არ ტოვებდა ჩემს გვერდს, ცოტა უხერხულიც იქნებოდა მათთვის იმედი გამეცრუებინა. თავისებური მხარდაჭერის ვარიანტია მკითხველისთვის ახალი პოსტი. რავი🙂 ისე მართლა ძალიან მომაკლდი პირადად, მაგრამ ის უფრო მიხარია სწავლაზე რომ ხარ ორიენტირებული. წარმატებები და ნუ დაუშვებ ცხვირს– ვაკუუმიდან თავდაღწეულო და გადარჩენილო შენ. :DDDDDD

    1. შხამიანოო::დ “კაროჩე” მოვბრუნდისავით, აუ რა ძალიან მომენატრა შენი “ირეალისტური” პოსტები, მერე კარგად ჩავუჯდები, ეხლა მაგათი კითხვის უფლება არ მაქვს:დ

  3. მთავარია, შენ განახორციელო შენი გეგმები, რაც ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულია, რომ მერე უფრო ნაყოფიერი დაგვიბრუნდე🙂 არაფერზე იღელვო, ბლოგიც დაგელოდება და მკითხველიც🙂

    1. თამარაა, როგორ მომენატრე:) აი შენი ტკბილი სიტყვა რომ იშვიათად მეღირსება ხოლმე ეგ მომენატრა:)) ხო, ეხლა მთავარია გამოცდები და მეც სხვა რა გზა მაქვს:)

      1. ეგ რომ მცოდნოდა, კი არ დავიკარგებოდი ამდენი ხნით🙂 მეც დავეკარგე ბლოგს, მარტო შენ კი არა🙂

  4. გუშინ ბლოგები დავათვალიერე, სადღაც ერთი წლის წინ გაკეთებული, მაგრა ორი პოსტის დაწერისშსემდეგ, სამოწყალოდ მიგდებული, თუმცა მაინც კარგია, ‘ისეთი’ ბლოგები რომ მალევე უქმნდება. ხმამაღლა ვკითხულობდი. ჩემი და ლამის მოკვდა.😀 მე მანამდე მოვკვდი, სანამ ნიას გავაცნობდი. ეს არის რაღაც საოცრად კოშმარი.
    ჰოდა, მე არ ვარ ბლოგომანიით დაავადებული. ^^ მაგრამ ვხვდები, რომ ნელ-ნელა ვხდები. ^^

    1. ხო რამდენია მასეთი:) მთავარია უკიდურესობაშჳ არ გადავარდე:) და ბლოგი არ გახდეს შენი ცხოვრება:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s