ბლოგი

დიდი შესვენება გამომივიდა.. მთელი საღამოა ვფიქრობ რა დავწერო და ერთი ნატამალი მუზაც კი არ მოდის..

სამწუხაროდ სათქმელი არაფერი მაქვს….

რა ცუდია ეს სიცარიელე…

რაღაცნაირად ამაო..

ალბათ გაინტერესებთ წასვლის მიზეზები..

ბევრ დროს მართმევთ მეგობრებო…

ხოდა ხომ გაგიგიათ ჯერ თავო, თავოოო..:)

ასე ვარ ახლა, საშინელ ორომტრიალში გახვეული… ხანდახან სუნთქვა , რომ აღარ მყოფნის, მომავალზე ფიქრს ვიწყებ და მაშინვე განახლებული შევუდგები ხოლმე სწავლას, სწავლას და სწავლას…ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ აქაურობა იშვიათად მენატრება.. იმ წამიდან როცა მე ბლოგს თავს ვაღწევ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ვაკუუმიდან გამომიყვანეს.. მე ბევრ თქვენგანს ვამჩნევ ჩემეულ  სიმპტომებს და ვხვდები, რომ თქვენც ბლოგომანიამ დაგაავადათ, არ იფიქროთ რომ ეს დაავადება უმტკივნეულო და უმნიშნელოა… პირიქით, ძალიან ძლიერია და დიდ დაღსაც ტოვებს…

ეეჰ, ეს ყველაფერი ჩვენი უკიდურესობების ამბავია ისევ და მეტი არაფერი..

რა ვქნა არ მეწერინება და ეს ვალდებულებაც მტანჯავს…

პ.ს. ეხლა გადავათვალიერე და მართლა შევშფოთდი, ნეტა ამ ხალხის ტვინში ჩამახედა სინათლის სისწრაფით , რომ აკეთებენ ახალ ბლოგებს. უამრავია უაზრო, დასაწყისშჳვე მიტოვებული ბლოგია, ვის და რას აღარ შევხვდებით. არ ვიცი, არ ვიცი, დაგვღუპავს ეს უპასუხისმგებლობა… (არ გაიფიქროთ, “შენ ვის რას ეუბნებიო”:))

Advertisements