სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

მინდა რაღაც ლამაზი დავწერო.. არა, იმიტომ კი არა რომ ჩემს გარშემო სადმე მისი კვალი დავინახე… არა, უბრალოდ კარგ მუსიკას ვუსმენ.. მელამაზება და მეშეძლებისდაგვარება ყველაფერი…

სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

დაიღალეთ?

მოგწყინდათ?

იხუთებით?

მერე რა…

აბა წარმოიდგინე რა იქნებოდი ყოველდღიურობის გარეშე.. არაფერი…

არარაობა…

უაზრობა…

გულქვა ჭურჭელი…

ახლა კი.. როცა გაწუხებს, როცა გცივა, როცა გტკივა, როცა სულით, ხორცით, მკერდით ატარებ “ადამიანურ სევდას” შენ ბედნიერი ხარ..

ბედნიერი ბანცდილისთვის, ნაგრძნობისთვის, ნანახისთვის, შენთვის, მისთვის, სხვისთვის…

ბედნიერი არსებობისთვის…

არ შემოივლო საზღვრები, არ ჩაჯდე “კლიშეებში”, თუ გეფრინება გაფრინდი კიდეც… ხომ გაგიგია უკვდავი ტერენტის ფრაზა “სულის საზღვარს გადაივლის ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი..

დიახ, გადაიარე შენი სულის საზღვრები, გადასცურე ვნებათაღელვები, ფიქრები, ემოციები, გასცდი ყველას, ჩამოიცალე მარწუხები, გადააგდე ის უმძIმესი ტვირტი მხრებზე რომ მაზოლებს გიჩენს…

გაფრინდიიი…

თუნდაც ერთხელ, თუნდაც მხოლოდ ოცნებებში…

მე მიყვარს შენი სხეული, შენი აზრები.. მე მიყვარს შენი გოდება და კისკისი… შენი უკედურესად გრძელი ხელები.. მე მიყვარს იები და ფურუსულები.. მე მიყვარს ქუჩის მუსიკოსები,.. მე მიყვარ ტანგო.. ჰაერში აშლილი გრძნობა.. მე მიყვარს ადამიანები…

კიდევ ერთხელ გილოცავთ სიყვარულის დღეს…

არ დაგავიწყდეთ ვარდიფერი ოცნების ფასი….

6 thoughts on “სიყვარულის დღეს გილოცავთ ჩემო დაღლილო ადამიანებო…

  1. სიყვარულის დღეს არ ცნობ, მითუმეტეს 15 აპრილს. თუმცა მაინც მეც გილოცავ, იმიტომ რომ შენ ცნობ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s