უცნაურები ვართ ადამიანები, უცნაურები….

უცნაურები, ძალაიან უცნაურები ვართ ადამიანები. ნუ მე ყოველშემთხვევაში ვარ.

თან ყველაფერი შგვიძლია და თან არაფერი. ხანდახან როცა საკუთარ თავს ვუღრმავდები, ვხვდები რომ საქმე ერთ არაპროგნოზირებად, ემოციურ არსებასთან მაქვს. ასეთები ხართ თქვენც. გგონიათ რომ ყველაფერი იცით, ყველაფერს წვდებით, მაგრამ ერთი „უცნაური“ შემთხვევაც კი საკმარისია რომ ეს ყველაფერი თავზე ჩამოგენგრეთ. ყოვლის მცოდნეობის გარდა მე ჩემი სულელობებიც მაკვირვებს ხოლმე. უფრო სწორად ის ვნებათაღელვა რისი მსხვერპლიც ხშირად ვხდები. აი მაგალითად: მთელი დღეა ვტირი, მიზეზი რომ გაიგოთ გაგეცინებათ(მერე მინდა რომ დამცინოთ?). დიახ ისეთი არაფერია, ჩევეულებრივი თინეიჯერული პრობლემებია. მაგრამ მაინც მეტირება. უზომოდ, უსაზღვროდ, შეუჩერებლად. მეტირება ყველა სიტყვაზე, ყველა ფრაზაზე, რომ გამეხუმროთ ისიც მეწყინება, მეტკინება და ამეტირება. ესეც ჩემებური უცნაურობა. თავი ყველაზე უსარგებლო „ნივთი“ მგონია და ეს მაგიჟებს. არადა იცით როგორი ამაყი ვარ? ნახევარი საქართველო, მეტი თუ არა, ჩემი ტოლი და სწორი არ მგონია ხოლმე. უცნაურები ვართ ადამიანები უცნაურები…

ხან ვიმალებით ხან ვჩნდებით, ხან ვთამაშობთ, ხან ვათამაშებთ, მოკლედ ეს ყველაფერი დაუსრულებლად გრძელდება იქამდე, სანამ სიცოცხლის წყურვილი და უნარი შერჩენილი გვაქვს. მთავარი კი ისაა რომ ამ ბრძოლასაც უცნაური ბოლო აქვს, სინანული. დიახ, ადამიანები ნანობენ, განიცდიან, „ყველაფერ სცვლიან“ მაშინ, როცა არაფერი აღარ შეუძლიათ.

კიდევ მრავალი უცნაურობა არსებობს, ზოგი გაბანალურებულ მაგალიტად იქცა უკვე. სიკცდილი რომ არ იყოს სიცოცხლეს ვერ დავაფასებდით, ომი რომ არ იყოს მშვიდობა არ გვეცოდინებოდა და ალბათ ეშმაკი რომ არ იყოს ღმერთსაც არ ვიწამებდით.(თუ დაუკვირდებით ყველაფერი კიდევ ერთ გაბანალურებულ ფრაზაზე დადის“შიში შეიქმს სიყვარულსა“) მოკლედ ესეც სხვა რა არის თუ არა დიდი უცნაურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უზნეობაღა რჩება სახელად…

ხანდახან, როცა სარკეში ვიხედები, ვგრძნობ რომ იქ მე არ ვარ. ვიღაც ჩასახლდა, რომელიც უბრალოდ მგავს. ამ დროს წერა  თუ დავიწყე და მერე ნაწერი გადავიკითხე, მაშინაც ვიფიქრებ რომ უბრალოდ ვიღაცას ჩემნაირი კალიგრაფია აქვს და ა.შ.  შედეგი კი ისაა, რომ საკუთარ თავთან მემართება გაუცხოება… ხან დადებითია ეს პროცესი, ხან უარყოფითი, მაგრამ მთავარი მაინც ძველლი სახის დაბრუნებაა.

გაუცხოებას რომ თავი დავანებო, სხვა ბევრი უცნაურობა მრჩება. არასოდეს არ ვიციტ საკუთარის ფასი, რომ ვკარგავთ მერე ვხვდებით მის მნიშნელობას.. შეგვიძლია მოგვბეზრდეს ყველაზე საყვარელი           საქმეც კი,  გამონაკლისების გარეშეა ესეც და უბრალო მრავალფეროვნებას მოითხოვს. ამვე დროს უფრო ღრმა სიძულვილი შეგვიძლია ვიდრე სიყვარული, უფრო ღრმა ფიქრი ვიდრე შესრულება, მოკლედ აღვიქმვამთ და ვაანალიზებთ არასწორად, ისე, რომ ყოველთვის მართალი გვგონია თავი…უცნაურები ვართ აბა რა ვართ, უბრალოდ ყველაზე ნაცნაურები გვგონია ხოლმე.

და მაინც მე ვფიქრობ რომ ეს უცნაურობა, ემოციურობა და არაპროგნოზირებადობაა საინტერესოა, ჩემმა მტერმა იცოცხლა დალაგებულ სამყაროში.

პ.ს

გადმოვაფრქვიე აზრები და მივდივარ, ვფიქრობ ხელმეორედ მოვეშვა აქაურობას–ჩემს ნარკოტიკს, კი ვამბობ ხოლმე რომ შევეგუე,, შევეჩვიე, აღარ მეშლება ზოგ ბლოგერზე ნერვები– თქო მაგრამ თურმე არ შემძლებია უშრეტი ემოციების გარეშე. ამიტონაც ვაპირებ მალე ისევ ვაკუუმში გადასახლებას, ისევ ერთი დიდი კედელი უნდა ავაშენო წიგნებით და გამვლელ გამომვლეს ჟანგვა–აღდგენის რეაქციებით გამოვუჭედო თავი. ხალხებო სიმართლე გითხრათ სინდისი მქენჯნის ხოლმე აქ რომ „“ვკარგავ“ დროს, მოკლედ ჯერ არა, მაგრამ მალე წავალ, გამომშვიდობება არ მიყვარს, რის გამოც აუცილებლად გამოგემშიდობებით, თქვენ არ იდარდოთ, ჩემი გამოცდების ქულებს პირდაპირ ტელევიზიით შეიტყობთ:) ნამეტანი არ ამირ–დამირიოთ აქაურობა, ანდერძად გიტოვებთ რომ მეტი აღარ მლანძღოთ, თუ რამე არ მოგეწონებათ, უბრალოდ წადით, ჯავახიშილი კი ვარ მარა დემოკრატიის შუქურობამდე ბევრი მიკლია:)

ხო კიდევ დღეს აქსიომამ “უნამუსოდ” გამოიტანა ჩემი ცხოვრება ბლოგის ფურცლებზე, მაგრამ იმდენად რეალურია არ შემიძლია მისი ინტუიციის გამო აღფრთოვანება არ გამოვთქვა, მოკლედ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ასე ვცხოვრობ ბოლო წელია

“იცი როგორი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე? აი.. ზიხარ შენთვის შენს ოთახში, გარშემო წიგნები, რვეულები, ფანქრები და რაღაცეები გაქვს მომოფანტული, რომლებსაც პერიოდულად ვითომ მიალაგებ და მერე უარესად გერევა. სულ წიგნებს ეძებ, სულ არ გყოფნის დრო, სულ გეშინია და სწავლის ხსენებაზე უარესად გტკივდება თავი. მოკლედ ეხეთქები დაბნეული ჩიტივით აქეთ–იქეთ. ამ ფრთხიალში კომპიუტერს მიასკდები და დაწერ ისეთ რამეს, რასაც ბოლოს შენც ვეღარ იგებ და პოსტავ მაშინვე. მერე ისევ წიგნები, რვეულები, დრო, სწავლა….. :D

უცნაურები ვართ ადამიანები, უცნაურებიიი…

მიყვარხართ, გკოცნით, გეხუტებით…:) :***

ვერ წარმოიდგენთ ამ ტეგების არჩევა როგორ მეზარება

ხოლმე:დ

One thought on “უცნაურები ვართ ადამიანები, უცნაურები….

  1. ტეგების არჩევისას ვხალისობ ხოლმე, შენს ბლოგზე დესერტის მსგავსად ყველაზე გვიან შემოვდივარ. იცი რატომ მომწონს შენი ბლოგი?– ჩემთვის გასაგებ ენაზე წერ და იმიტომ. ზედმეტი მანერულობის და ასშ. გარეშე. პრეტესტებს ვერ ვიტან მარტო, აი იმას გავს სახლში დაბრუნებულს გაუგებარი ბოსტნეულის წვნიანს რომ დაგახვედრებენ: ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა– მადისთვის საშინელება! ხო და კიდევ დავასკვენი, რომ წინა ცხოვრებაში ტყუპი მეგალადონები ვიყავით, ოღონდ კეთილი მეგალადონები და მერე ჩვენი კეთილი კბილები დავუტოვეთ 21 საუკუნის იდიოტ მეცნიერებს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ყველზე საშინელი ურჩხულები ვიყავით დედამიწის ისტორიაში. გააგრძელე წერა!😉 მე და რამდენიმე უსახური ადამიანი გკითხულობთ ხოლმე. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s