ქართველი ჰომოსექსუალები ქართულ საზოგადოებაში

მამაჩემი განათლებული კაცია. ბევრი წაუკითვას, ბევრი იცის და ბევრი გაუგია. ახლა ლექტორად მუშაობს. რომ გითხრათ 21–ე საიკუნესთან ხელჩაჭდებული დადის–თქო, ნამდვილად მოგატყუებთ.  ბევრი ახლანდელი ტენდენცია მისთვის მიუღებელია, ბევრი რამე არც აინტერესებს, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ის „ბნელია“. დიახ, არიან „თავისუფლად მოაზროვნე“ ბლოგერები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას „ბნელს“ უწოდებენ იმის გამო რომ  ჰომესექსუალებს ოჯახის წევრებად არ იღებენ. მე მაპატით მაგრამ მამაჩემს ვერასოდეს შევკადრებ მსგავს რამეს.

მეორეს მხრივ ჰომოსექსულაებთან თანაცხოვრება ვფიქრობ პრობლემა საერთოდ არ არის, რომ იტყვიან ყველას ჩვენი არჩევანი გვავქს და სხვის საქმეშიც არ უნდა ჩავერიოთ. მაგრამ მათ მიღებას მე მგონი რომ ვერავის ვაიძულებთ. ნათელია, დღეს ბევრ ბევრ რამეში ჩამოვრჩებით ცივილიზაციას, მაგრამ საქართველომ 21–ე საუკუნეს ფეხი თუ ვერ აუწყო ეს ქართველების ბრალი არაა, უბრალოდ ასე მოხდა… ეხლა დგანან და ქართულ საზოგადოებეს ლანძღავენ, ბნელებს, გაუნათლებებს, „გოიმებს“ ეძახიან, და ვინ? ცხვირმოუხოცავი ადამიანები ვისაც ჯერ არაფერი გაუკეთებია არც საქართველოსთვის და არც საზოგადოებისთვის. ნუთუ ჰომესუქსუალიზმზე დიდი პრობლემა არ არსებობს?  ნუთუ ესღაა ჩვენი სალაპარაკო თემა? იცით რა მაინტერესებს, ვინმე ხედავთ ხსნის გზას? ვინმემ იცით როგორ უნდა შეაჩვიოთ ქართველები ერთ სქესიან წყვილებს? მე არა. დროის გარდა ამას ვერაფერი იზამს.

რაც შეგეხებათ თავად ჩვენს გამონაკლისებს, მითხარით რა ვალდებული ვარ იმაზე ვიზრუნო ნაჭუჭში ჩაიკეტები თუ არა? რომელი საზოგადოების დასახურებული პირი თქვენ ბრძანდებით რომ ახლა თქვენს ადაპტაციაზე ვიზრუნო? შეიძლება ზედმეტად მკაცრიც ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვგრძნობ საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ, სანამ მსგავს არჩევანს გააკეთებდნენ იქამდე უნდა სცოდნოდათ რაც მოელოდათ. თუმცა დიდი დიდი მამამ აღარ შეგიშვათ  სახლში, დაანარჩენი დედებიც და მეგობრებიც ეგუებიან უკვე ამ საკითხს.

ბლოგებს რომ დავანებო თავი საერთოდ მასიურად გავრცელდა ქართველების ლანძღვა თავად ქართველების მიერ, არ მესმის ამაში ან რა მოგებას პოულობენ ან რა შედეგ ეძებენ? ვერ გავიგე რა უნდათ, მამაჩემი ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი სიხარულით შეხვდეს ჰომოსექსუალებს და მერე ერთ–ერთს მეჯვარედ გაჰყვეს? 🙂 პრინციპში მივედი კიდეც იქამდე რაც მთავარ სათქმელად მიმაჩნდა. ჩვენ ახალგაზრდებს თავი ყველაზე მართალი  რომ გვგონია, ქართული ბნელი საზოგადოება ქართულ ტრადიციულ საზგადოებაში აგვერია. ადამიანი რომელიც მთის წესებით იზრდებაა მსგავს ფაქტს კიდევ დიდხანს არ შეეგუება, და სიმართლე რომ გითხრათ მე მთაში აღზრდილს მეტ პატივს ვცემ ვიდრე თბილისელ ჰომოსექსუალს.  ასე რომ ვერაფრით ვერ შევეგუები ამ ადამიანების გამო სხვა ქართველების ლანძღვას.

თუ ასე ძალიან გვინდათ კოსმოპოლიტობა და ჰუმანურობა მიიღეთ ვინც გინდათ და რაც გინდათ, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ რომ ეს სოდომ–გომორის ცოდვაა, ამან დაღუპა იმპერიები, ამან გაანდაგურა ადამიანები,   ნუ ხართ ზედმეტად მოწადინებულები რომ ვითომ „დიდმა  განვითარება“ შემოალაჯოს საქრთველოში,  მთელი ქარძთველი ახალგაზრდობა ერთ დიდ გაუნათლებელ ხროვას წარმოადგენს,   ხალხი ბაკულას ღორებს და ბაკულას ქათმებს ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან თქვენ კიდევ ჰომოსექსულაების გამო ქმნით პრობლემებს…

შეიძლება არ ვარ მართალი, შეიძლება ისინი მეტად საჭირონი არიან განვითარებისათვის, არ ვიცი… მე უბრალოდ მათ ცხოვრებაში არ ვერევი. არც კარგი და არც ცუდი მხრით, ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ, და  თუ ეროვნულ პრობლემებზე გადავალთ თვალები ფართოდ გავახილოთ და  ვნახოთ, რომ არსებობს მეტად მნიშვნელოვანიც:)

უკეთესი შეუძლებელიც კია…..

19 thoughts on “ქართველი ჰომოსექსუალები ქართულ საზოგადოებაში

  1. ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის იყო უბარლოდ ადრე საგულდაგულოდ მალავდნენ, ახლა კი ნელ-ნელა გამოჩნდნენ და უკვე ყვირის, მათი უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დისკრიმინაცია, მაგრამ ჩვენთან როგორც ყოველთვის ყველაფერს გადაჭარბებული დოზით აკეთებენ, იცავენ მათ და დანარჩენების უფლებებს ფეხით თელავენ. ის კი ავიწყდებათ რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. რატომღაც თანასწორუფლებიანობას ბევრი არასწორად იგებს.

    1. ნინაკა, გეის უფლების დაცვა რატომაა სხვისი უფლების ფეხით გათელვა არ მესმის, შეგიძლია მითხრა?

      1. otius, მე არ მითქვამს რომ გეის უფლების დაცვა სხვის უფლებას ხელყოფს. უბრალოდ ბევრი იმ მოტივით რომ მათ უფლებებს იცავს, დანარჩენების გამოხატვის თავისუფლებას ხელყოფს. მე მეტი არფერი მიგულისხმია. ერთისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს არატრადიციული ორიენტაცია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მეორემ, ვისთვისაც მისაღებია მას “თავი გაუტეხოს” (პირობითად) რატომ არ მოგწონსო, ან/და პირიქით? აი ამის თქმა მინდოდა… ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო, ადამიანს საკუთარი აზრი თავს არ უნდა შემოახვიო.

      1. უცხო სიტყვათა ლექსიკონი:

        ჰომოსექსუალიზმი [ბერძ. homos მსგავსი და ლათ. sexualis სქესობრივი] – არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის პირისადმი.

        ასე რომ ჰომოსექსუალიზმი და არა ჰომოსექსუალობა. ))

  2. თუ ეროვნულ პრობლემებზე გადავალთ თვალები ფართოდ გავახილოთ და ვნახოთ, რომ არსებობს მეტად მნიშვნელოვანიც:)-განსაკუთრებული ფრაზაა,მართლაცდა რაში გვაინტერესებს სხვისი სექსუალური ცხოვრება როცა სხვა ბევრი პრობლემა გვაქვს გადაუჭრელი,.ეს იმის ბრალია რომ საკუთარი ცხოვრება რომ არ გააჩნიათ და სხვის ცხოვრებას განიკითზავენ.

  3. ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ: საერთოდ, რატომ განიხილავს საზოგადოება, სხვის საწოლში მიმდინარე ამბებს? ვინ ვის აძლევს, ვინ ვის ართმევს… ეს არის განხილვის საგანი? 🙂 კარგი, ექსკლუზივი ნათიას ბლოგს(!) და ვაღიარებ: ორივე სქესის წარმომადგენლებთან მძინავს.არც არავის ვეპრანჭები, არც ბნელ კუთხეებში ვნადირობ უცოდველი მსხვერპლის გამოსაჭერად და არც საკუთარი უფლებები მგონია შელახული–ყველა ადამიანური უფლება მაქვს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ. სექსუალური აქტის ლიმიტირებას ვადგენთ თუ მიზანშეწონილობას? თუ იმას უნდა ვუსმინო არარეალიზებული ადამიანები როგორ მირჩევენ საკუთარი ცხოვრების წარმართვას?
    აბა ეხა ამიხსენით:რატომ არ უნდა დავიძინო იმასთან– ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ? მ? :)))))

    1. აქსიომა : 100 ”ლაიქ” შენს კომენტარს :)) ვისაც ვისთან უნდა იმასთან დაიძინებს, ეგ რა სხვისი საქმეა … თქვენ გაძალებთ რომელიმე თქვენივე სქესის წარმომადგენელი მასთან ურთიერთობა გქონდეთ? 🙂

  4. პირველ რიგში მადლობა ექსკლუზივისთვის:) მეორე რიგში მაგას ვქაქანებ მეც, ნუ აქ არ მინდა დ აპირადში დაგილინკავ ვისმა პოსტმაც გამაღიზიანა, ვისაც ვისთან უნდა იმასტან დაიძინოს კაცო, უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი ადამიანები გამონაკლისები რატომ არიან და რატომ სჭირდებათ მხარდასაჭერი აქციების მოწყობა?იცი ჩემი სათქმელი ყველაზე მეტად რა იყო? აი ეს ვითომ მოაზროვნე და “განათლებული” ბლოგერები მაგიჟებენ, ბნელებიც არიან და უფრო მეტებიც თუ კაია 🙂 შენს არჩევნაზე კიდევ კარგად იცი რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მესმის რომ შენი ცხოვრებაა და შესაბამისად ჩვეულებრივ ვაგრძელებ ურთიერთობას, არც იმას ვფიქრობ რომ ჩემი მორალური მხარდაჭრა გჭირდება, არც იმას რომ ვინმე ქვებს და ლოდებს გესვრის:) თუმცა კი ბევრი ვინც საკუთარ ჰომოსექსუალობას ერთგვარირ პოპულარობისთვის იყენებს:) ერთერთი ბლოგერიც კი:)

  5. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი იქნები ვინც გადამირევია ნათია :)) ამ პოსტს რაც შეეხება, რაღაცებში გეთანხმები, რაღაცებში -ვერა 🙂 ისე წერის სტილი კი მომწონს შენი (ნუ შენი ეს პოსტი წავიკითხე ჯერ მხოლოდ მაგრამ მაინც :))

    1. გამოგძალე რაღაც კარგი ჩემზეც:დ წაიკითხე სხვები, აქსიომას კომენტარი ყველგან მაქვს :))))))

  6. natia getanxmebi ratom unda gaarchio martlac sxvisi sexialuri cxovreba da mtumetes saqartvelos gaudauchreli problemebis saxit :))) saertod ar vfiqrob rom dacva gvchirdeba an raime magdagvari, saertod araniri problema ar maqvs da ratom unda viyviro? saertod gogostan ro mqondes urtiertoba imaze ar viyvirebdi da imitumetes exla 🙂 arc imas ar itxovs aravin tradiciebit agzrdil adamianma miigos homo.. 🙂 ubralod verafers shecvli, aravis surs ikos egeti da chventvisac cota rtuli mosasmenia is garemoeba ro momakvdinebeli codovaa, isedac gvicevs(zogs) am tvirtis treva da + iseti adamianebis lapraki romlebic sheidzleba tavis uares codvebs ar aqcevdes yuradgebas, chvenze saubrobdnen da yvelgan es temaa gamochimuli, icit ras vfiqrob? apishirebas da propagandas (sacynead aravin miigos) scored forumebi da bolgebi uceven (knkrtl. saqarveloshi). yvelgan am temas vxvdebi. ragac momentshi saintereseoa xalxis damokidebula rom gaigo magram martlac iseti adamianisgan(mag:), romelic dadis qalebshi, dge-game aryis botls ar agdebs atas abortebs aketebineben gogoebs da sxva mravali, mosmena rom codvili xar cota texavs ara? 🙂 yvelam tavis pirads mixedos da gmerti yvelas tavisi codvis gamo dajsi, mec shenv avtoro da titoeul chvengans.

  7. თქვენ საუბრობთ სოდომის ცოდვაზე, რაც სისაძაგლეა უფლის წინაშე. თანამედროვე სამყაროს სულისკვეთებაა დაგვარწმუნოს, რომ ცოდვა არ არის ცოდვა.

  8. “რაც შეგეხებათ თავად ჩვენს გამონაკლისებს, მითხარით რა ვალდებული ვარ იმაზე ვიზრუნო ნაჭუჭში ჩაიკეტები თუ არა? რომელი საზოგადოების დასახურებული პირი თქვენ ბრძანდებით რომ ახლა თქვენს ადაპტაციაზე ვიზრუნო? შეიძლება ზედმეტად მკაცრიც ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერანაირ ვალდებულებას ვერ ვგრძნობ საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ, სანამ მსგავს არჩევანს გააკეთებდნენ იქამდე უნდა სცოდნოდათ რაც მოელოდათ. თუმცა დიდი დიდი მამამ აღარ შეგიშვათ სახლში, დაანარჩენი დედებიც და მეგობრებიც ეგუებიან უკვე ამ საკითხს.”

    1) roca ambobt “gamonaklisebs” getyobat rom ar icit rom aratradiciuli orientaciis mqone adamianebi dzalian bevrni arian, darwmunebuli var tqvens irgvlivac (tqventvis dzalian axlo adamianebic) magram tqven amis shesaxeb logikuria ar gecodinebat.. tqveni damokidebulebidan gamomdinare aramgonia vinmes tqventan egiarebinos.
    2) es adamianebi sruliad chveulebrivebi arian merwmunet, magram sanam sakutar tavze an axlobelze ar gamocdit manamde ar shegidzliat sxvisi adgilas tavi daayenot.. arc mikvirs.. chven xom yvelani gamousworebeli egoistebi vart.. mxolod iseti adamianebi migvachnia tanasworebad, sruluplebianad, daxmarebis girsad da imat mdgomareobashi shevdivart rogoric chven vart. mainc da mainc sakutar tavze unda gamovcadot rame rom mivxvdet. swored amis shedegia rasizmi, seqsizmi, gansxvavebuli religiuri shexedulebis tu orientaciis mqone adamianebis diskriminacia. chvengan gansxvavebuls ver veguebit da cudi gvgonia radgan chven ar gvgvanan.
    3) adamiani sazogadoebis “damsaxurebuli piri” unda iyos rom tqveni simpatia daimsaxuros?? ras nishnavs “damsaxurebuli piri” an vin arian “damsaxurebuli pirebi” tqven riti xart “damsaxurebuli piri” rom sxvam tqvenze izrunos?? adamianebi amqveynad imitom movdivart da chveni mtavari danishnuleba isaa rom ertmaetze vizrunot da gviyvardes ertmaneti da ara sakutari tavi eg xom yvelas sheudzlia! me grmad mwams amis… sxvanairad chvens aq yopnas ubralod azri ar aqvs… da tqven gamodis rom adamianebi rom giyvardet da tanasworad agiqvamdet mas stxovt sanacvlod “sazogadoebis damsaxurebul pirobas”, namdvili, qmediti siyvaruli ki isaa roca amistvis sanacvlod da samagierod arapers itxov.
    4) Leonardo da vinci, michelangelo buonarroti, oscar wild da kide bevri.. xom ar dagaviwydat vin arian eseni? aramgonia geniosebs tqvens tanasworad ar miichnevdet da aramgonia mat sazogadoebis “daumsaxurebel wevrebad” tvlidet. me ar vambob rom homoseqsualobis gamo arian asetebi da es didi girsebaa. ubralod minda rom daganaxot rom amas aravitari mnishvneloba ar aqvs da bevri homoseqsuali rogorc tqven edzaxit “sazogadoebis damsaxurebuli piria” iseve rogorc bevri heteroseqsuali imitom rom orientacia amas ar gansazgvravs. chven ki yvela adamianis winashe romelic usamartlobis msxverplia diaxac rom valdebuli vart vizrunot radgan es chveni yvelas danashaulia absoluturad yvelasi da yvelas gvexeba.. chven erti mtlianoba vart da ar unda viyot gatitokacebuli da vizrunot mxolod sakutar tavze. problema isaa, rom sazogadoebas am shemtxvevashi heteroebad da homoebad vyobt. arasworia aseti dayopa da cal-calke ganxilva, iseve rogorc qera da wablispertmiani an tetrkaniani da shavkaniani adamianis (sasaciloa ara rom amatshi romelime damnashaved mivichniot?). yvela adamiani gansxvavdeba ertmanetisgan da yvela sxvadasxva nishnit tu tvisebit tumca yvela tanasworia!
    5) cudia rom ver xvdebit, rom archevans isini araketeben iseve rogorc tqven, radgan tavad ver gadawyvet orientacias.. es shens dzalebs agemateba ubralod aseti xar da tqven aba ras shestavazebdit? tavi moiklan?? sdzuldet tavi tqvengan gansxvavebuli orientaciis gamo?? tu dzalian gainteresebt bevri irchevs mag gzas, bevrs sdzuls tavi da suicidit asrulebs sicocxles da es chveni bralia. ubralod unda shegvedzlos davayenot sakutari tavi sxvis adgilas esaa da es. dzalian vwuxvar rom bevrs es ar sheudzlia :/ magram arc aravin stxovt, ubralod ar unda sheexon da shezgudon sxvisi uplebebi (tanagrdznobas aravin itxovs) da paqtia rom exebian. es tqvenc dzalian kargad icit da tavs nu ibrmavebt. dgevandeli realoba isaa rom aset adamianebs mushaobis uplebasac ki ar adzleven tu arapers vityvit sashinel psiqologiur zewolaze. gviyvardes ertmaneti da nu vutvlit ertmanets codvebs, yvelas gvaqvs nakli! :)))

    1. გამარჯობა სოფო, პირველ რიგში პრინციპულად არ ვკითხულობ თქვენს კომენტარს იმიტომ რომ საშინელი ლათინური ალფაბეტით არის დაწერილი და თვალებს მტკენს, მეორეც ვხვდები რომ კომენტარში ჩემი პოსტს კრიტიკაა და სიმართლე გითხრათ მეც მრცხვენია ოდესღაც ეს პოსტი რომ დავწერე, მაგრამ ეს იყო სადღაც 5 წლის წინ, როცა ცხვირმოუხოცავი მეათე კლასელი ვიყავი და ძალიან ცოტა რამ ვიცოდი 🙂 ახლა პოლონეთში ვცხოვრობ, უამრავი გეი მეგობარი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ 🙂 კიდევ ერთხელ ბოდიში ამ პოსტითვის 🙂 საბედნიეროდ ადამიანები ვიცვლებით!

Leave a reply to otius კომენტარის გაუქმება