მეეზოვეობიდან აბიტურიენტობამდე(ნატანჯი ცხოვრების ერთი დღე:) )

დილას პირველი რაც გავიგე მაღვიძარას ზარი იყო. დაუფიქრებლად გადავაგდე და ძილი გავაგრძელე, მალეინსტიქტურად გამომეღვიძა, საათს დავხედე და… „ათ წუთში მასწავლებელი მოდის! ოთახი დასალაგებელია, მე ასადგომი! „ და ამ წუთიდან დაიწყო მთელი დღის საშინელება, ათი წუთის განმავლობაში რა სად დავმალე და შევჩურთე მეც აღარ მახსოვს, გავიქაფე იმდენი ვირბინე, მაგრამ მოვასწარი! მოკლედ ბიოლოგიამ მშიდობით ჩაიარა, რა ვიცოდი წინ რა მელოდა…

ბიოლოგიის მერე უნარების მეცადინეობა დავიწყე, ოოპს! ჩამეძინა! როცა გამეღვიძა ორს ათი აკლდა, ორზე მათემატიკა!! წამოვხტი, ჩავიცვი, გადავრეკე, გადმოვრეკე,, შევკრიბეთ ჯგუფი, უკვე მაგვიანდება და სადაა ამ დროს ფიზიკის წიგნი? მე ხომ მათემატიკის მერე ჯერ ფიზიკა და  უნარები მაქვს.. ვყრი წიგნებს თაროებიდან, მაგიდიდან, უჯრებიდან, ვეძებ იმ ადგილებში სადაც ზუსატად ვიცი რომ არ იქნება.. ღმერთო მაგვიანდება. ვერ ვასწერბ.. და რა თქმა უნდა წიგნი გიორგის შეუნახავს.. მაგრამ რვეული? „უნარებისაში დავწერ“ ჩავიცვი პლაში, მაგრამ თმისსამაგრი?  სადაა ახლა ის? ვბრუნდები უკან, ვეძებ, ვეძებ, და რა თქმა უნდა ვერ ვპოულობ.. გავდივარ თმა გაწეწილი, და უკან ჩემი ძმის ხმა მომყვება– „პლაშ სველია“, სულ დამავიწყდა წუხელ რომ გარეცხა დედამ, ჯიბესთან და მხართან ვერ გამშრალა.. ვბრუნდები უკან, ვიხდი პლაშს, ვიცვამ მეორეს რომელიც მოკლეა, მაგრამ კიდევ ერთი ოოპს! კაბაც მოკლე მაცვია, მოსაცმელიც მოკლე, ჩექმა მაღალყელიანი, კოლგოტი თხელი და ჩემი კომპლექსები! სამწუხაროდ არაა გამოცვლის დროს, გავრბივარ, ქარია, კააბა ეკრობა კოლგოტს და უფრო ზევით ადის,თან ამას ვისწორებ, თან წიგნებს მივათრევ… რა თქმა უნდა დამაგვიანდა….  მათემატიკაზე დღეს ტრიგონომეტრია გვქონდა, თავში ტრიალებს უამრავი პი, პი მეორედი, პი მესამედი, სინუსი, კოსინუსი, ღმერთო ფიზიკა! მაგვიანდება! ისევ გავრბივარ, შეუძლებელია! ამ კაბით ვერ ვივლი, მგონია რომ მთელი ქუჩა მე მიყურებს, ყველა ჩემზე იცინის, სოფო მეუბნება არც შემოუხედავსო, მაგრამ არ მჯერააა… ავრიბივარ სახლში, ვიცვლი მთლიანად, გავრბივარ ფიზიკაზე.. ვაწვალებ ნერვიულად ტელეფონს… ზარი გამეშვა ისეთ ადამიანებთან რომლის ნომერი საერთოდ რატომ მიწერია არ ვიცი… მეტროში ვიმეორებ ფიზიკას, წნევა, პასკალი, არქიმედე, ევრიკა, ვითიშები, „შემდეგი სადგური დელისი“, რა დელისი, მე ხომ სამედიცინოზე ჩავდიოდი, არაფერს ვიმჩნევ, ჩავდივარ დელისზე, ვბრუნდები უკან, ამოვდივარ, გავრბივარ, ჩემს ბედად არსად არ ანთია წითელი, გადავრბივარ ქუჩებზე, მესმის მანქანების სიგნალი, რეკავს მასწავლებელი, და ვხედავ…

ისიც ჩემსავით გადმოდიოდა, ღმერთო რა მაღალი იყო, ქერა,  სათვალეს იხსნიდა, ჩემი ცხოვრების ბრედ პიტი… „არ მცალია შენთვის“ და ისევ გავრბივარ… გავრივარ, მცხელა, დავიღალე, კიბეები უსაშველოდ გრძელია, ესეც ზარი..“ბოდიში., არ მინდოდა, მაპატეთ“ შევდივარ სასწრაფოდ წიგნი, სასწრაფოდ რვეული, სასწრაფოდ  კალამი, და ძალები ურთიერთქმედებენ, შვეულად, ჰორიზონტალურად, ისევ ნიუტონი, ისევ არქიმედე, ისევ ჯოულები… არა აქვს დასასრული…. მერე უნარები, ლოგიკა, ანალოგია, მოძრავი მაატერბელი, შეხვდება მეორეს.. ვხვდები ვეღარ ვფიქრობ.. ხანდახან უბრალოდ გავრბივარ.. სადღაც უაზროდ რიცხვებს შორის ვიკარგებიი.. ექვსი ხდება, სოფოს ვნახავ ეხლა.. გავდივართ მარჯანიშვილზე, და დღეს მადლობას ვწირავ ღმერთს რომ ამ მასიურმა მშენებლობებმა არ შემიწირა..:)

სახლს რომ მოვუახლოვდი   ჩემსკენ მომავალი ლანდი  დავინახე, დავაკვირდი მეეზოვის ფორმა ეცვა, ახალგაზრდა იყო, არა, ბავშვი ჩემზე  პატარა ან ჩემი ტოლი, ერთ  ხელში დიდი აქანდაზი ეჭირა, მეორეში დიდი ცოცხი..

თვალებში კი….

არც ცრემლს გავდა, არც ემოციას..

გაყინული იყო და არავის არაფერს ერჩოდა..

მკრთალად ირეკლებოდა ლამპიონის შუქიც.. სადღაც, მხოლოდ შორს, ისიც დიდი დაკვირვების შედეგად დაინახავდი ბავშვს..

მხოლოდ ღრმა ემოციებს უკან ჩანდა მისი ფიქრები..

იქნებ არასწორადაც კი წავიკითხე, არ ვიცი…

შემოსვლისას ფეხიც გადამიბრუნდა, მაგრამ მხოლოდ ფეხი, ცხოვრება ჯერ არა….

11 thoughts on “მეეზოვეობიდან აბიტურიენტობამდე(ნატანჯი ცხოვრების ერთი დღე:) )

  1. ვაიმე ვაიმეე ვვაიმე ნათი აი ძაან ვისიამოვენე. სანამ მეეზოვემდე მივიდოდიი, რომელიღაცა კონო გმირს მაგონებდი,თითქოს მსგავსი რამ კინოშიც მქონდა ნანახიი.:* მართალია ბოლო სევდიანი იყო მარა მაინც კარგიი გამოვიდა.

    1. მადლობა დიდი, რომ ვიხსენებ არც მე მგონია რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა:)) :****

  2. ჩემი თავი გამახსენდა აბიტურიენტობის პერიოდში :))) ერთხელ, როცა კიდევ ერთხელ, ღამის 4 საათამდე შევყევი მეცადინეობას, მთელი დღის გადაღლილი, ინგლისურს ვმეცადინეობდი, უცებ გავაანალიზე რომ ინსტიქტურად ვწერდი ინგლისურში რაღაც გრამატიკულ სავარჯიშოს და თან გონებით განტოლებას ვხსნიდი. აი მაშინ მივხვდი რომ დაღლილი კი არა გადაღლილი ვიყავი. :))

    p.s. პოსტის კითხვისას თითქოს სუნთქვაც კი შემეკრა ისეთი ტემპი ვიგრძენი. წარმატებებს გისურვებ😉 ხო, ფონიც ძალიან მომწონს😉

  3. სემოგევლე. ერთ–ერთი საუკეთესო პოსტია, რომელიც დაგიწერია. მოკლედ, ვისიამოვნე და წარმატებები ყველა მიმართულებით.😉

  4. შემთხვევით მოვხდი შენს სამყაროში და ძალიან მომეწონა აქაურობა..
    პოსტიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე….
    ბოლო განსაკუთრებით მომეწონა….შემძრა…გემჩნევა ემოციური ხარ…ყველას არ შეუძლია ასე დანახვა…
    ხშირად გესტუმრები:)

  5. ისე სწრაფად შემომეკითხა,მეგონა შენთან ერთად მივრბოდი მასწავლებლებთან : ))
    მაგრამ,აი,ბოლოს,რაღაც ჩამწყდა გულში..საშინელებაა,რაც გვაქვს და არ ვაფასებთ და ვწუწუნებთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s