ასაკობრივი ზღვარი სიყვარულში, ანუ ამორალური ურთიერთობები

გარყვნილება თუ წმინდა სიყვარული? რატომ არ შეიძლება გიყვარდეს შენზე ათი, თხუთმეტი, თუნდაც ოცი წლით პატარა ბიჭი (გოგო)?. მე ბიბლიში არ წამიკითხავს, რომ ცოლ–ქმარს შორის განსაკუთრებული ასაკობრივი სხვაობაა საჭირო. მთავარია ერთმანეთი უყვარდეთ და ქორწინების წმინდა საიდუმლო არ გატეხონ.

მეორეს მხრივ, საზოგადოებისათვის ძალიან რთულია მსგავსი წყვილების მიღება. როგორც წესი, ასაკით დიდს გარყვნილებაში ვდებთ ბრალს და უბრალოდ ვრიცხავთ ჩვენი წრიდან. თუკი მისნაირები ვართ მხარს ვუჭერთ. მართლაც, რა არის ცუდი ამ ყველაფერში? რა არის ცუდი, მითუმეტეს ამორალური, რომ ცოლი ოცი წლით უფროსი იყოს  ქმარზე.

დღევანდელობაში ასეთმა ადამიანებმა, ოჯახებმა და შეყვარებულებმა ნამდვილად იმატეს. ნაკლებობა არც წინა საუკუნეებში ყოფილა, მაგრამ ახლა ჟარგონულად, რომ ვთქვა აღარ „ტეხავს“.. პირიქითაც კიი.. ბევრჯერ გამიგონია სიტყვები „ეს ჩემი ქალია“, ქალს თექვსმეტი წლის მოზარდს, რა თქმა უნდა ვერ უწოდებ…

სხვების არ იყოს, მსგავსი ურთიერთბები ჩემთვისაც ამორალური და მიუღებელია… მენტალი, აღზრდა თუ რაღაც შინაგანი მკარნახობს რომ ჩემი მეორე ნახევარი ჩემზე გამოცდილი, ძლიერი და რაც მთავარია უფროსი უნდა იყოს… ბოლოს და ბოლოს ღმერთს თუ არა, ბუნებას მაინც ხომ დაუწესებია ახალგაზრდა, ერთმანეთს შესაფერისი წყვილების ხალასი და სილამაზე.. აბა გამაგებინეთ როგორ შეიძლება, დანაოჭებულ, დაჭკვიანებულ, დადინჯებულ ქალს, ქორფა, ახლად გამოჯეჯილებული და სიგიჟეს მოწყურებული  ჭაბუკი მოუხდეს?

არა, არაა ასეთ ურთერთობებში კანონზომიერება. არც ის  შეიძლება 60 წლის, არც ისე ბებერ კაცს, 80 წლის ძალიან ბებრი ქალი უყვარდეს.. ამიტომაცაა, რომ ოდესმე ან ერთს ბეზრდება, ან მეორეს, შორდებიან ერთმანეთს ქორწინებით, ან ქორწინების გარეშე და უფრო დიდ ცოდვაში დგამენ ფეხს.

ჩემი ჰუმანური, და ვითომ თავისუფალი იდეები მკარნახობს რომ ვაღიარო ასეთი წყვილები, მივცე მათ ბედნიერების საშუალება, არ გავრიყო მაინც, მაგრამ სისულელეაა… მე ვერ ავიტან..

ცოტა ხნის წინ პროფილს ვუყურე, თუ გახსოვთ ერთ ქალი იყო, ცხოვრებისაგან ნატანჯი, ახლა უკვე სტრიპტიზ ბარის მეპატრონე, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერ ქალს შურდა მისი. შურდა იმიტომ რომ გვერძე მხვრინავი, ღიპიანი, ამ ცხოვრებისგან დაღლილი არსება ეწვა, თავად კი, ახალგაზრდა, და მართლაც  „ახალგაფუჩქნული“ ყმაწვილი ჰყავდა…. ეს კიდევ ერთი, დიდი სისულელეა. და თუ მართლაც იყო იმ საღამოს, ნორმალური ოჯახის ნორმალური დიასახლისი, რომელსაც ამ ქალი შურდა, ის მართლაც ღირსი ყოფილა იმ მხვრინავი არსების..

საერთოდ კი,  ყველაფერი ნათელი იყო, იმ ბიჭის და თავად იმ ქალის თამაშიც…

მერე რა თუ შენი ქმარი ასაკში შევიდა, მერე რა თუ ძველებურად ხალისიანი ვერ არის, ამის გამო სანაგვეზე უნდა მოისროლო? ამის გამო უნდა მიატოვო და ოჯახი დაანგრიო? ეს ხომ აბსურდია… შენ ხომ თავდაპირველად მისი სული შეიყვარე, სული კი იგივეა, არ შეცვლილა..

რთული ამ დასკვნამდე მისვლა, მაგრამ შესაძლებელი..

მარტივია ასე, უბრალოდ ლაპარაკი ცხოვრებისეულ ურთიერთობებზე, მაგრამ აუცილებელი..

ამქვეყნად კი არსებობენ კანონზომიერებები, რომლებიც ცხოვრებისეულ ლაბირითებს ამარტივებენ..

სიყვარული კი არა, ჯანსაღი ურთიერთობებია ღმერთის საჩუქარი….

24 thoughts on “ასაკობრივი ზღვარი სიყვარულში, ანუ ამორალური ურთიერთობები

  1. აბა გამაგებინეთ როგორ შეიძლება, დანაოჭებულ, დაჭკვიანებულ, დადინჯებულ ქალს, ქორფა, ახლად გამოჯეჯილებული და სიგიჟეს მოწყურებული ჭაბუკი მოუხდეს?- მე თუ მკითხავ ძალიანაც უხდებოდნენ ერთმანეთს და ვის ვისთან ძინავს რა ჩვენი საქმეა…..
    ნეტავ ხვალ ბებერმა მილიარდერმა მოგიტაცოს და მეორე დღეს ბიბისის ტელეარხზე დატრიალდეს შენი უცაბედი გაბედნიერების ამბავი! რამდენს დაგცინებ!!!! :DDDDDD

    1. მწარეევ, შხამიანო, არ დავრჩები მე ბებერთან, შენ ნუ გამოხვალ ხოლმე ამორალური ადამიანების მცველი:დ (ნუ მილიარდერზე მაინც დაფიქრდება კაცი:) მეორეც ჩვენი საქმე აბა ვისი, საქმეა, ერთის გარყვნა და წაბილწვა საზოგადო პრობლემად ხშირად ქცეულა:)
      :****

  2. “მერე რა თუ შენი ქმარი ასაკში შევიდა, მერე რა თუ ძველებურად ხალისიანი ვერ არის, ამის გამო სანაგვეზე უნდა მოისროლო? ამის გამო უნდა მიატოვო და ოჯახი დაანგრიო? ეს ხომ აბსურდია… შენ ხომ თავდაპირველად მისი სული შეიყვარე, სული კი იგივეა, არ შეცვლილა..”
    -წავიკითხე და კვლავ სურვილი გამიჩნდა წაკითხვის…იცი,როგორ იკითხება?თვითვეული სტრიქონი უნდა დააგემოვნო თითქოს ,ისე ღრმაა…
    —–“არ ეგების ახალგაზრდა ცოლი მოხუც ქმარს ეკუთვნოდეს,რადგან მას,მსგავსად ხომალდზე მიბმული ნავისა,არ შეუძლია თავისი მოძრაობა შეუფარდოს,არც საკუთარი ღუზა გააჩნია,მაგრამ ღამ-ღამობით ხშირად წყვეტს ხოლმე ბაგირს და სხვა ნავსაყუდელში ნახულობს სავანეს.”(თეოგნიდე)

  3. იცი რა კარგი რამე მითხარი და როგორ გამახარე ამ დილაუთენია? ვერ წარმოიდგენ:დ დიდი მადლობა ციტატისთვისაც, ჩემს პოსტზე ბევრად საინტერესო და მრავლის მთქმელია :დ

  4. გეთანხმები, კანონზომიერება უნდა იყოს დაცული ოჯახის შექმნისას, ვერც მე ავიტან ჩემზე 20 წლით უფროსს და ასევე 20 წლით პატარას, ვერ გავიგე მე ქმარი მინდა თუ შვილი? თუ შვილი მინდა გავაჩენან, ვიშვილებ. თუმცა მეორეს მხრივ ვინ ვის გაყვება ეგ უკვე ნაკლებად მაინტერესებს. ღმერთმა ბედნიერები ამყოფონ და შეარგოს ის “ქორფა ყმაწვილი”, თუ რა თქმა უნდა ისევ ისე არ მობეზრდა როგორც წინამორბედები. :))) ნუ განიკითხავ და არც განიკითხებიო, მთავარია შენ არ გააკეთო ის რაც შენს თვალში ამორალურად ჩანს და ვინ რას იზამს, ეს ვფიქრობ ნაკლებ პრობლემას უნდა ქმნიდეს.

    1. ki magram mimbadzveloba bevr cud rame shvreba, tuki iqamde utydeboda exla sxvas rom naxavs tvitonac agar damalavs, metsac gabedavs:) getanxmebi danarchenshi:)

  5. tu sulier siyvarulze saubrob mashin daushvi imis albatoba rom shesadzloa mat namdvilad uyvardet ertmaneti da ar gariyo,dro yvelafers gichvenebs.mase sheidzleba tolebsac mobezrdet ertmaneti.asakshi didi sxvaoba zogjer momgebianic aris da shen warmoidgine sakmaod myari ojaxebic aqvt.(arian chems irgvliv asetebi) tumca 20 wliani sxvaoba ukve nametania.

    1. კი მყარი ოჯახები ნამდვილად აქვთ, ერთი იჭერს მეორეს:) აი სულიერი სიყვარულის რა გითხრა, მეეჭვება, უფრო ურთერთ დამოკიდებულება:)

  6. რა გითხრათ, ბავშვებო, ცოტა რთულია, მაგრამ… სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო, ხომ გაგიგიათ!🙂
    ისე, ცნობილ ადამიანებში რამდენი ასეთი წყვილია, გახსოვთ? გოეთე და ულრიკე, მაგალითად, ან სულაც ჩაპლინი და უნა…
    რა ვიცი, რა ვიცი! ზოგადად თითქოს მართალი ხარ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთი წყვილი ზოგჯერ უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე ვითომ შესაფერისნი… ამორალობა კომერციული და ანგარებიანი ურთიერთობები მგონია. ისე, ალბათ მაინც სჯობს რაღაც ზღვრის დაცვა, მაგრამ პოვნა არ გინდა>??🙂

    1. აი პრობლემაც მაგაშია:) მარა გამოჩნდება, მოვა ალბათ, თუ არ მოვა ამის გამო ხომ არ გაჰყვები ბებერს? იცი რა მაინც მგონია რომ მსგავს ურთიერთობებში ვიღაც ძალიან ლიდერია, ვიღაც ძალიან დამოკიდებული. რა ვქნა ცოტა ისეთი საკითხია რა:)

  7. ორი ადამიანის ურთიერთობაში ყოველთვის ასეა–ერთს უყვარს,მეორე კი სიყვარულის უფლებას იძლევა(აქ ლიდერი რომელია თავად განსაჯე)) ასე რომ ვინ ვის იჭერს ამას ასაკობრივი შეზღუდვა არ სჭირდება.
    სიყვარულს რომ არც ასაკი გააჩნია,არც ფერი და არც განსაკუთრებული რელიგიური აღმსარებლობა ესეც ფაქტია..რავიცი მე ასე ვფიქორბ)

  8. ასეთი ლამაზი– შენი ბლოგის სამოსი ჯერ არ ყოფილა. ვზივარ და ვათვალიერებ დიზაინს! მაგარია ნუ… :*

  9. გეთანხმები, ნათ… ისიც თქვი, რაც ჯერ არ მქონდა ნაფიქრი და მაგაშიც გეთანხმები…
    ასეთი სასიყვარულო ისტორიები იშვიათია… გარიგებები-ხშირი… ხანდახან არცაა გარიგება, მაგრამ სიყვარულიც არ არის… უბრალოდ, გვიან ხვდებიან ადამიანები, რომ ეს ის არ ყოფილა, რაც ეგონათ/უნდოდათ…
    ცხადია, არავის გაკიცხვას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი აზრით შენი “სატრფოს” ასაკთან უფრო მეტი სხვაობა რომ გაქვს, ვიდრე მისი მშობლებისასთან, ჩემი აზრით ეს უკვე პრობლემაა…
    და არც იმ გოგოების და ბიჭების მესმის, დედისა და მამის ტოლ ხალხზე რომ ქორწინდებიან…

  10. “მერე რა თუ შენი ქმარი ასაკში შევიდა, მერე რა თუ ძველებურად ხალისიანი ვერ არის, ამის გამო სანაგვეზე უნდა მოისროლო? ამის გამო უნდა მიატოვო და ოჯახი დაანგრიო? ეს ხომ აბსურდია… შენ ხომ თავდაპირველად მისი სული შეიყვარე, სული კი იგივეა, არ შეცვლილა..”
    ხანდახან ძალიან მაინტერესებს ხოლმე, ზოგ ქალს მართლა მარტო სულის გამო უყვარდება თუ ლამაზი სიტყვებისთვის იგონებენ ამ ფრაზებს. სული კი არა, სული[ც] გიყვარდება.

    ეს რა თქმა უნდა ქმრის/ცოლის ასაკში შესვლის გამო სხვასთან გაქცევის გასამართლებლად არ დამიწერია. ეგ სხვა თემაა.

    1. დაგიგვიანე პასუხი, იცი რა, მემგონი ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, მე მაგალითად არ შემიძლია ცარიელი ბუტაფორიის სიყვარული, სხვას ალბათ შეუძლია..:) მე არაფერს ვალამაზებ, ვწერ იმას რასაც რეალურად ვფიქრობ, თუმცა გეთანხები, ხშირად სულიერება და ასე შემდეგ აბსტრაქტული სიტყვები მხოლოდ ხარა-ხურა ფრაზების როლს ასრულებს:)

      1. ბუტაფორიის სიყვარული არ მიხსენებია, ეგ მეორე უკიდურესობაა : )

      2. მე არ მითქვამს რომ შენ ახსენე, უბრალოდ შედარებისთვის გამოვიყენე:) რა კარგია რომ მპასუხობ:დ ისე მიხარია ხოლმე :დ

      3. კიდე გიპასუხებ მაშინ : ))
        ვთანხმდებით იმაზე, რომ არც ბუტაფორიის სიყვარულია ნორმალური და არც მარტო სულის. უფრო სწორად, მარტო სულის სიყვარული შეიძლება, ოღონდ პოეტური და არა სქესობრივი : ))

      4. ზედმეტად უცნაური ლოგიკაა, რაც უფლებას მაძლევს გითხრა რომ შენ არასოდეს გყვარებია :დ მე არ ვქადაგებ ღვთიურ, მარადიულ გრძნობებზე, მაგრამ ძალიან კარგია როცა გიყვარს მისი ყველაფერი:) შენ ეხლა ფიქრობ რომ მე ცაში გაფრენილი რომანტიკოსი, ვარ მაგრამ მასე ნამდვილად არაა:) და საერთოდ სული უმნიშვნელოვანესია:)

      5. უცნაური ლოგიკაა რომ სულიც უნდა გიყვარდეს და გარეგნობასაც მიაქციო ყურადღება? o_-

      6. da shen tviton ar ambabodi rom eg sheudzlebelia? “მარტო სულის სიყვარული შეიძლება, ოღონდ პოეტური და არა სქესობრივი : ))” magram saertod rtulia oriveti srulyofilis povna:D tu poulob mashin kidev an gimartlebs an ara😀

      7. “”მარტო სულის სიყვარული შეიძლება, ოღონდ პოეტური და არა სქესობრივი : ))””
        ანუ გარეგნობის გარეშე, მარტო სულისთვის ყურადღების მიქცევით სიყვარულიც შეიძლება, ოღონდ ეგეთი სიყვარული მარტო პოეტური იქნება და არა სქესობრივი მეთქი : ) შენ ‘მარტო’ სხვანაირად წაიკითხე მგონი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s