შეცდომები

\

ვაგრძელებ აქსიომას ტეგ–თამაშს და წერას საკუთარ შეცდომებზე ვიწყებ.

უშეცდომო არავინაა–ეს აქსიომაა.

თუმცა მაინც მიმაჩნია რომ ყველა აქსიომა, მხოლოდ ადამიანის ჰუმანური ბუნების გამოსახატად, ან ზოგადი ჭეშმარიტებისთვისაა შექმნილი. სინამდვილეში, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ყველაზე ნაკლებად გვახსენდება ზოგადი ჭეშმარიტებები.

მე შეცდომებს ორ ნაწილად ვყოფ:

1)შეცდომა რომელსაც ვნანობ.

2)შეცდომა რომელსაც არ ვნანობ.

დაიბენით? არა დასაბნევი არაფერი არ არის, იმიტომ რომ თქვენც გაქვთ მეორე ტიპის შეცდომები, უბრალოდ ჩემგან განსხვავებით, მათ შეცდომად არ აღიქვამთ.

სიმართლე რომ გითხრათ მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი თვრამეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვი. სერიოზულში რა თქმა უნდა გამოუსწორებელს ვგულისხმობ. აქსიომასი არ იყო წიწილებს მეც ვხოცავდი, მეტიიც, ვხოცავდი ბაყაყებს და ხვლიკებსაც კი(ახლა თითს ვერ დავაკარებ ვერცერთს). პატიებას ვითხოვ მათი სულების წინაშე!

არის შეცდომა რომელსაც ვერ ვიციწყებ, ვერც დავივიწყებ. ერთხელ არ ვიტირე, არა ვერ ვიტირე, ცრემლი არ წამომივიდა, პატარა ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რომ სიკვდილი ცუდი იყო, მეგონა ჩემი საყვარელი პაპიკო ცაში მიდიოდა, და იქიდან იზრუნებდა ჩემზე. მეგონა სიკვდილის მერე უკეთესი ცხოვრება იყო.. მხოლოდ მეგონა… ვიტირე სამი წლის მერე, გულის გახეთქვამდე ბევრი… მაგრამ მაინც ვნანობ მის საფლავზე ჩემი ცრემლი რომ არ დავარდნილა… შევცდი…

ვინანე კიდევ ერთხელ, თანაც ძალიან მწარედ, როცა ჩემი თეატრალობით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე „გავაოგნე“, არადა წინასწარვე ვიცოდი რომ ნომერი ჩავარდებოდა….

ძალიან, ძალიან ბერჯერ ვინანე მაშინ როცა ვენდე… არადა იმდენჯერ, იმდენს ვენდე.. ბავშვივით გულუბრყვილო ვარ:)

ამათ გარდა კიდევ ბევრჯერ მოვტყუვდი ადამიანში, ცხოვრებაში, წიგნში, ოცნებაში… კიდევ ბერჯერ მინანია, მაგარამ მცირე ხნით… ვიცი ამაზე უარესებიც ხდება, ვიცი მე დრო კიდევ მაქვს გამოსწორების, ვიცი, რომ ეს შესაძლებელია…

მეორე ტიპის შეცდომა კი ჭეშმარიტადა ბევრი გამაჩნია. მე ვიცი, რომ არასწორ ადგილას, სამართლიანობაზე ყვირილიც კი შეცდომაა. ბევრჯებ  მიყვირია. თუმცა არ ვნანობ.

მე ვიცი რომ ჩადენილი აღარ სწორდება, დრო უკან არ ბრუნდება, ნათქვამი არც მსმენელს და არც მთქმელს არ ავიწყდება. მაინც ვუთხარი. ჩემს გარშემო ყველა, ჩემი ჩათვლით ფიქრობს რომ შევცდი. არ ვნანობ.

მე ვიცი რომ იდიალიზმი არ არსებობს, ვცდები, მაგრამ მაინც ვოცნებობ. და რა თქმა უნდა, არც ამას  ვნანობ, ძალიან ბევრი შეცდომა მახსენდება ახლა, სამწუხაროდ ყველას  თთქმის ერთი და იგივე მიზეზები აქვს და მეც მიჭირს ახალ–ახალ თმებზე საუბარი.

ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ყველა ჩვენთაგანი ყოველდღიურად უშვებს, უმადურობაა. სანამ გაგვაჩნია ვერ ვხედავთ, არ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ მაშნ კიი…

არ მითხრათ, რომ ასე არ მოგსვლიათ, ეს სულ ასე ხდება, თანაც გვინდა ის ვინც არ არის ჩვენი ღირსი, ვისაკუთრებთ იმას ვინც ჩვენი არაა, გუგულივით სხვების ბუდეებში ფრენა გვიყვარს, საკუთარი კი ამ დროს სადღაც, ჰაერში გამოკიდებული გვრჩება…

მაგრამ იმისთვის რომ ეს შეცდომები არ დავუშვათ, იმისთვის რომ, ზემოთ აღნიშნული აქსიომა ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს, მხოლოდ გამოცდილებაა საჭირო, ესეც ერთი აქსიომის საფუძველზე, „გამოცდილება საუკეთესოა მასწავლებელია“.

ან კი არის?

ვინ იცი…

(ნამეტნავად წავუფსიქოლოგ–წავუფილოსოფოსე მგონი:(   )

3 thoughts on “შეცდომები

  1. ძალიან საყვარელი პოსტია, წერის შენებური, განსაკუთრებული მანერა გაქვს. ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!🙂

  2. თუ შენთვის ძნელი არ იქნება და კიდევ იმ ბლოგერებისთვის, რომლებიც შეცდომების ტეგ–თამაშში მონაწილეობთ, იქნებ ამ საიტზეც დაპოსტოთ http://www.learnonmistakes.com/ თუნდაც ქართულად და მერე ჩვენ გადავთარგმნით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s