ირაკლი (მეფე) ჩარკვიანი – მშვიდი ცურვა

“მე ვდგავარ ცენტრში და ესჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი,ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას”! ეს ირაკლი ჩარკვიანის სიტყვებია თავისი ავტორომანიდან, სადაც ის ყვება თავისი განვლილი გზის შესახებ, გვიხატავს მომავალს და თავის სიკვდილს.

“მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანს ამიტომ მიყევით მშვიდ დინებას, რომელიც ერთ დღეს თავის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ, და მერე გვტოვებს შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების

სიმდაბილს და მონობის.”

ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე ეუფლება, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას რასაც უკვდავება ჰქვია.

მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.

ირაკლი ჩარკვიანმა იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი. ის წერდა: რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს,

ჯოჯოხეთად მონათლეს. სინამდვილეში კი სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე,

რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს.

აღდგომა ხომ ძალიან ძნელია, განსაკუთრებით კვირა დღეს როცა ყველას ყველაფერი ეზარება!!!!!

ჩემი პირველი რომანი რასაც მე მშვიდ ცურვას ვეძახი, სწორედ იმიტომ იწერება რომ, აგიხილით თვალები და უკეთ დაგანახოთ ის, რასაც ისედაც ხედავთ!”!

“ჯერ ისევ ბნელა, საძინებელში სამარხის სუნია”

“ხელების მოძრაობა იმისთვისა არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღებს გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის…”

ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც წინსვლას გაიძულებს. მხოლოდ გზაში მყოფი ხვდები, რომ მიზანი მხოლოდ შენი სიზმარი იყო და ბევრი უნდა გაგევლო, რომ გამოფხიზლებულიყავი, მეათასეჯერ მიმხვდარიყავი, რომ სიზმარი აუცილებელია იმისათვის, რომ გამოიღვიძო…”

“გთხოვთ, ვიქნები იმდენად ბანალური, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან საკუთარი ორიგინალურობა გველივით მახრჩობს…”

“უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახის საბანს..”


One thought on “ირაკლი (მეფე) ჩარკვიანი – მშვიდი ცურვა

  1. როგორ ძალიან სჭირდება ჩემს სულს ახლა ეს წიგნი(( ვერ ვშოულობ(( რა ჯანდაბა ვქნა დამეხმარეთ ვინმემ(((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s