მოძალადე მასწავლებლები

თქვენ ალბათ უკვე გაიგებდით, ბოლო დროს სკოლებში მოძალადე მასწავლებლების მომრავლებას. გაიგებდით იმასაც, რომ ხშირად, უსამრთლოდ იჩაგრებიან ბავშვები, რომ ხშირად მათი სამრთალი არავის აინტერესებს, ამიტომაც შემოვიდა ჩვენს სკოლებში მანდატური ბიძია და მანდატური დეიდა. ამის გამო ჩვენს აღფრთოვანებას საზღვრები რომ არ აქვს, ამასაც გაიგებდით.. სინამდვილეში კი აი რა ხდება…

მე არ ვუარყოფ რომ  უსამრთლობისაგან სკოლაში დაზღვეული ვართ, ამქვეყნად ყველაგან არსებობს ძლიერი და სუსტი, მაშასადამე ერთისგან მეორის ჩაგვრაც. მაგრამ საერთო ჯამში ვერ ვიტყვი რომ მანდატურის ფუნქცია სამართლიანადაა გადანაწილებული. მესმის რომ გაკვეთილზე ხმაურია, მესმის რომ ზოგიერთი  მასწავლებლისათვის მიზეზთა და მიზეზთა გამო შეუძლებელია  კლასის „დაჭერა“. მაგრამ ერთი მითხარით რამდენად სამართლიანია  გაკვეთილზე ჭამა. არ იფიქროთ რომ მოერიდა და თავი დახარა, პირიქით მთელი მონდომებით განაგრძო ღეჭვა. მითხარით რამდენად სამართლიანია  გაკვეთილზე კარტის თამაში? გეთანხმებით აბსურდულია, მსგავსი გაკვეთილები ვერასოდეს ვერ მოგვცემს ხარისხიან შედეგს. გეთანხმებით მანდატურმა მაქსიმალურად მოაგვარა ყველა პრობლემა, მაგრამ  ვფიქრობ გადააჭარბა კიდევაც. აი სწორედ მაშინ როდესაც ბავშვი კარტს თამაშობდა, თავხედობდა და არვის ყურადღებას არ აქცევდა, მასწავლებელმა ვეღარ გააკონტროლა თავი და ხელით შეეხო.  მე, როგორც ვიცი ეს არ  ყოფილა ძლიერი და მტკვნეული შეხება, მაგრამ როცა ასეთი ადვილია ტრაგედიის შექმნა, ბავშვს რა გაააჩერებს? ხოდა მოვიდა მისი მშობელი, დაასმინა მასწავლებელი მანდატურთან და დაატოვებინა სამსახური. ეს მოხდა ზუსტად ერთი დღის განმავლობაში.  მოკლედ ყველაფერი მარტივია. არა უმარტივესი, თუკი გაგინებენ, თუკი ყურადღებს არ უბრალოდ უნდა გაჩუმდე. არ გაჩუმდები, ზედმეტს დაიყვირებ, შეურაცხყოფას მიაყენებ და არ დააფასებ მათ უდიდებულესობებს, გაგიშვებენ სამსახურიდან. არა ჯერ დაგასმენენ, და მერე ისე გაგიშვებენ.

ეს არ არის ჯანსაღი კანონი. ეს არ არის ჯანსაღი ცხოვრება. ეს არის ჩაგვრა. ეს არის ზეწოლა.

სხვა მხრივ კი არაფეი მაქვს მათი საწინააღმდეგო, გადასარევი აპარატი იქნებოდა, თუკი შეზღუდული უფლებებით ისარგებლებდნენ. მაგრამ იცით ყველაზე მეტად ვის ვადანაშაულებ მომხდარში? მშბლებს. ჩემს ძველ სკოლაში, სადაც ერთი დღე დავყავი, მასწავლებლებს ა გ ი ნ ე ბ დ ნ ე ნ! დიახ, პირდაპირ გაკვეთილზე, ყველას თვალწინ, მითხარით ახლა, ამ ბავშვს ნორმალური მშობელი ჰყავს? არა რა თქმა უნდა, საშინელი გამოთქმაა, უუფრო სწორად ჩვენი მასწავლებლები იყენებენ მას არასწორად,“შვილი ოჯახის სარკეაო“,  თუმცა ფაქტია 90% ამართლებს გამონათქვამს.

ამიტომაც ეს პრობლემა მოუგვარებლადაც კი მეჩვენება, მეთორმეტე კლასელს ვერც პოლიცია შეცვლის ახლა და ვერც მასწავლებელი. პირუტყვი  ყოველთვის პირიტყვუია, იშვიათად რომ მოთვინიერდეს.

ეხლა წავედი პრეტესტი უნდა გავიარო საატესტატო გამოცდების, რა დროს „მოძალადე მასწავლებელი“ იყოJ

6 thoughts on “მოძალადე მასწავლებლები

  1. კარგი გოგო ხარ!!! მასწავლებლების ბრალიცაა ერთი მხრივ: როცა გამუშავებენ უკაცრავად და მოთხოვრულ ხელფასზე, ამას დაემატა ისიც, რომ საკუთარი საქმის გაკეთებას არ გაცლიან, არ უნდა მოითმინო და კბილებით დაიცვა საკუთარი უფლებები. ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არ მოჰყავს, მაგრამ მასობრივ პროტესტს იქნებ გამოეღო რაიმე შედეგი… თუმცა, არც ამაში ვარ დარწმუნებული უკვე😦
    ჩემი სკოლის პერიოდი რომ მახსენდება, ბევრ მშობელს დიდი სიამოვნებით გავიფენდი წიხლქვეშ…

  2. ეეჰ, პროტესტი მართლაც კარგი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ ეხლა ისეთ რამეებს აბარებინებენ, საერთოდ მათ საგანთან და პროფესიასთან ახლოს რომ არაა, მაგრამ რას ვიზამთ:) ერთი ოროსნების აციაზე გავედი და ლამის გამომირცხეს, და ესენიც თავიაანთ სამსახურს უფრთხილდებია:(i

    1. სამსახური თორემ… არ ჰქონდეთ მაგათაც ბონუსები და პრემიები😦

  3. aravitar shemtxvevashi ar momwoons es “siaxleebii “,sklebshii ukve gadasarevii situaciaaa, gvinda amerikas mivebadzott magaraam radikalurad gansxvavebull zomebs mivmartavt da yvelaperrs xazss vusvamt.. gadamrevvs es xallxii

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s