მოდაშია ბატონო, მოდაში!

მოდაში მიტოვება შემოვიდა…

მოდაში ცალსახად მოაზროვნე ხალხია..

ტყუილები, მასხარები და მასკარადებიც ისევ მოდაშია..

ისევ ფიქრებში, დამარხულ და ამყრალებულ აზრებშია გარყვნილი სულის ამაოება..

დილას შევთეთრდი გარედან..

საღებავებად ვიყენებ ტყუილებს.. სამხიარულოდ მასახარას ფორმას.. თმებიც ისე მაქვს როგორც არასდროს…

მოდაშია მოდელობა… მოდაში ვარ მეც, აქაც ისე, როგორც არასდროს…

ყვავილს და სუნამოს, ლეშის სუნი თუ ასდის..მერე რა. მე აღარ მიკვირს..

პატიებას არავინ გთხოვს, არც კარიბჭეს გაგიღებს…

„მობრძანდით ქალბატონო თქვენია რიგია!“–მხოლოდ ამას გაიგებ.

დახეთქილ ბაგეს კვლავ აჰყვება სუნი ლურჯი ალუბლის.. და მხცოვანებს კვლავ დაჰბერავთ სიო ცივი სამარის…

მოდაშია ბატონო, მოდაში!

არ დაინდო არავინ!

არც მეგობარი,

არც მშობელი,

არც საყვარელი,

არც მეფე და არც დედოფალი!

ჩემი მოდა  და უაზრო  აზრებთან ხელგადახვეული ყოფნა მაღელვებს…

ეს მიტოვება მეც მაგიჟებს.. ხანდახან დატოვებაც..

იცით ლოთის გალოთების მიზეზი აღარ მაინტერესებს..

მერე რა, თუ შვილი, ცოლი ან დედა მოუკვდა..

ვინ არ მომკვდარა ბატონო, ვინ, ლოთი რა საღელვებელია,,,

უემოციდო ვუყრებ ადამიანებს სპექტაკლიდან, ბატონო გივი ბოდიშთ, მე თქვენს თამაშზე აღარ მაქვს რეაქცია..

მოდაშია ბატონო თამაშიც, მოდაში და იმიტომ!

გული ამიმღვრია შენმა ირონიამ და ესეც გამიკვრიდა..

არა ირონიას, სამომავლოდ მეტი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს…

იცით რა ემართებათ ადამიანებს აღმართზე? იღლებიან, ძალიან იღლებიანა და  ეს                       დაღლაც,

მოდაშია ბატონო მოდაში!

მეც მოდაში ვარ, მიტოვებების მოდაში, პირველი ადგილი მივისაკუთრე..

მერე რა თუ შენ, გზა აბნეულო მკითხველო ჩემი ნაწერი არ მგოწონს,

შენც მოდაში ხარ ამიტომ, მოდაში!

მერე რა თუ უიმედობა გამეპარა სადმე ქუჩაში, მერე რა რომ მტოვებენ და ვტოვებ,

მერე რა რომ მოდაში ვარ, მერე რა რომ მასხარას როლი კარგად შევასრულე, მერე რა რომ ბერლინის კედელივით აღმართულ ურთირთობებს ვერ ვახტები,

მერე რა?

ესეც მოდაშია ბატონო, მოდაში!

არ მოგერიდოს ქუჩაში ხელი გამოშვერის, არ მოგერიდოს დახმარების თხოვნა, მე მაინც დაგიმტვრევ, დაგიშლი, შენ ხელს.. მე მაინც გაგანადგურებ, მერე მასხარას სამოს ჩავიცვამ, გრიმიორმა იქნებ ნიღაბიც მომარგოს…

„დაბრძანდით ქალატონო, დაბრძანდით“

„ღმერთო, რა კარგი ახალგაზრდაა!“

მოდაში ვარ ბატონო, მოდაში……..!

გთხოვთ, ნუ გენანებათ აპლოდისმენტები!!!

8 thoughts on “მოდაშია ბატონო, მოდაში!

  1. მოდაში -აღარ ამბობენ, ეხლა “ცვეტში” არის მოდაში :)))) შენ ხარ მოდაში :))))

  2. დიდხანია შენი პოსტები არ წამიმიკითხავს და თითქოს მომენატრა კიდეც. კარგი პოსტია ისევ და ისევ :* მოკლეთ შენს საქმეს არ ღალატობ ჩემგან განსხვავებით😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s