ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

ეს ჩემი კიდევ ერთი პოსტია ერე არტზე, ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებლი ვრჩები მისი ნახატების ნახვის შემდეგ… მეტიც დღეს მის ლექსებსაც გავეცანი,  და ვხვდები რომ ამ ადამიანის, როგორც შემოქმედის სული რაღაცნაირად უსაზღვროა.. რაღაცნაირად, ახალ–ახალ რამეებს ვპოულობ მასში, დაუსრულებლად საინტერესოა ფერებისა და სტრიქონების ჭიდილი.  რამდენიმე მათგანს კი გაგიზიარებთ თქვენც, ისე ფეისბუქზე თავისუფლად შეიგიძლიათ კარგად გაეცნოთ ერე არტის შემოქმედებას…

სხეულის ცოდვებს….

by Ere Art on 2010 წლის 21 11, კვირა, 18:26-ზე

ცამ განცდა შობა ჩემი სულის მღვრიე მორევში…

ნისლის გუბეში ჩემი ფიქრის ვხედავ ანარეკლს…

ოცნებები მღლის და უნებლიეთ მე მათ მოვეშვი…

ჩემი სული კვლავ ჩემი სხეულის ცოდვებს ატარებს…

წყალს წაუღია ამქვეყნიური სიამოვნება…

ვის დაუთვლია ყოფიერების წუთი და წამი…

და თუ გასწვდება ამ ყველაფერს ჩემი გონება…

ადუღებულა სხეულში სისხლი, ბალახზე ნამი…

და ცეცხლი სწვავდეს მათ საფლავებს ვინც შეშინდება…

და წმინდა წყაროს წყალმა აქროს შემდეგ ეს ცეცხლი…

მთვარემ ანათოს ბნელი მიწა თუ შებინდდება…

და რკინად იქცეს ყველანაირი ოქრო და ვერცხლი…

დაიღვენთება მიწის სიწითლით დაღლილი ზეცა….

ამოვარდება ქარიშხალი, მძლავრი გრიგალი….

ამაზე ფიქრით უცაბედად გულს ელდა ეცა…

ო, ღმერთო ჩემო ეს ყველაფერი იყოს სიზმარი…

სამყაროს გავცვლიდი ერთ ფინჯან ყავაში!

ეხლა როგორი ვარ შენს გარდა ვინ იცის, 

სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში,

მხოლოდ ერთ ნაფაზში მთელი დედამიწის,

სამყაროს გავცვლიდი ერთ ფინჯან ყავაში…..

სულზე შემომალპა სხეულის ცოდვები,

თავის მოსაკლავად მიდევს ორი ტყვია,

შენს დაუკითხავად ვერასდროს მოვკვდები,

ერთი ავიცილე მეორე კიდეა….

 

 

 

ჩემი ჰაიკუები

by Ere Art on 2010 წლის 12 11, პარასკევი, 17:58-ზე

ქუჩაში გაწვიმდა, მათხოვრები გამოწვდილ ხელში წყალს იგუბებენ….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა, შენი ოქროს საათი ხალხის შურშემხმარი მზერისგან გაირეცხება….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა, წვეთების ნაცვლად კი მოდის ქოლგები….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა, თან სულ ტყუილად,არავის აწვიმს, შუაღამეა….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა, და წვიმას მოაქვს ფრინველების და თევზების სუნი….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა,წვეთები კი ერთმანეთისთვის გუბეებზე ხატავდნენ მიზანს რგოლების სახით….

* * *

ქუჩაში გაწვიმდა, პირსახოცზე ცინიკური მზერა შევიწმინდე და წვიაში გავტრიალდი….

* * *

ქარი ამოვარდა,შეშინებულმა სახურავმა მიგვატოვა მეც, სახლიც და მეზობლის კედელს ამოეფარა….

* * *

საჩუქარს ვხსნი და დიდი ყუთია, დიდი წარწერით “შენი პანდორა” (კოცნის სმაილით)….

* * *

ამ ორის დუელში უსინდისოდ ჩაება მესამე “იარაღი” და პატრონის მხარე დაიჭირა….

* * *

აღდგომაა და უპატრონო ძაღლები წიტელ კვერცხებს მიაგორებენ საპნის ქარხანასთან….

* * *

ვდგავარ მზის გულზე, უკვე დავიწვი, გავიოფლე, და გაუნძრევლად ველოდები ისევ გათბობას….

* * *

დაგვალვულ მდინარის კალაპოტს ისე მოსწყურდა ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა?

* * *

ყველა ტრანსპორტზე სწრაფად მიდიან ჩემი ფიქრები კოსმოსში, რეისი: ყოველ ღამე 11-2

* * *

საგიჟეთი, პალატა N13

დიდხანს ესაუბრა თავის გრძნობებზე გაფუჭებულ ტელეფონსა და პალატის კედლებს, ისინიც უხმოდ უსმენდნენ….

* * *

მესაათევუყურებ საათს გაუნძრევლად არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ დრო გამყავს….

შენ ჩემი შობილი!

by Ere Art on 2010 წლის 15 11, ორშაბათი, 1:19-ზე

ეს უსასრულობა ჩემით ორსულია,

გაუთავებლობამ ლეკვები დაყარა,

სივრცეში ვნებების და დამწვრის სუნია,

მეგანაგავია სამყარო პატარა.

ცა გაუმტვრევია ვარსკვლავთა ასეულს,

წითლად შეღებავენ ლურჯ ოკეანეებს,

ამ გალაკტიკიდან უკვალოდ გაქცეულს,

თან გამაყოლებენ ნათენებ ღამეებს.

ისევ ქაოსშია დამხრჩვალი სიბილწე,

სულს გაშორებული სხეულით ამაყობ,ზ

ეცა დაგაწვება მიწისკენ გიბიძგებს,

გრძნობამ უეჭველად უნდა გიღალატოს.

მე დედამიწიდან მაინც მოგიპარავ,

ფიქრებით გახრწნილი გრძნობებს ემონები,

თითქოს ჯერ სულ ბავშვი და უკვე ჭაღარა,

შენ ჩემი შობილი, გამონაგონები.

2 thoughts on “ERE ART-“სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში”

  1. ეხლა როგორი ვარ შენს გარდა ვინ იცის,

    სიცოცხლის მიმცემი ერთ ღერ სიგარეტში,

    მხოლოდ ერთ ნაფაზში მთელი დედამიწის,

    სამყაროს გავცვლიდი ერთ ფინჯან ყავაში…..

    სულზე შემომალპა სხეულის ცოდვები,

    თავის მოსაკლავად მიდევს ორი ტყვია,

    შენს დაუკითხავად ვერასდროს მოვკვდები,

    ერთი ავიცილე მეორე კიდეა….zalian,zalian momwons…

  2. dzalian momewona es leqsi სხეულის ცოდვებს….
    martlac saintereso leqsia:* etyoba rom es ubralod
    leqsi ki araa, aramed is rom es leqsi poeziis sulis
    ert-erti nawilia:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s