“ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

ძალიან კარგი პოსტი მინდა შემოგთავაზოთ. თქვენ ალბათ, უმეტესობამ უკვე შეიტყვეთ “ერე არტის” შესახებ, ალბათ აღფრთვანდით და შეაფასეთ უკვე , ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით ქართულ ნიჭიერებაშi, მაგრამ ჩემი ალღო მკარნახობს რომ ის სათანადოდ არაა დაფასებული.  მხატვრობის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნახატს ვარჩევ პროფესიონალურ დონეზე.  მხოლოდ მცირედ განვიხილავ მათ…

თავიდან რომ ვნახე, ვერ ვიტყვი რომ აღვფრთვანდი… შემდეგ ჩავუღრმავდი, მეტი და მეტი დავათვალიერე, როგორ გითხრათ ახლაც კი მიჭირს ზოგიერთი ნახატის ყურება. რაღაცნაირად სულში მიძვრება, რაღაცნაირად ვიგუდები,  რაღაცნაირად უმწეო ვხდები.. მარტოსული, ხანდახან საკუთარ თავში ვხედავ იმ ბოროტ რეალობას რომელიც ასე ხშრად მეორდება ნახატებში. ამ დროს საკუთარი თავი მძულს, ამ დროს ევა–ადამისელ ცოდვასაც კი საკუთარ თავზე ვიღებ… მოკლედ, ნახეთ, დაათვალიერეთ, იგრძენით, და გაიზიარეთ, მე მეტს, ვეღარაფერს ვიტყვი…

თავად მხატვარზე ძალიან ცოტა ბიოგრაფიული ცნობა მაქვს, ეს მაგალითად ფეისბუქიდან გადმოვიტანე:

“ბიოგრაფია: (ბერძნ. bios – სიცოცხლე, grapho – ვწერ) – ადამიანის ცხოვრების აღწერა. ბიოგრაფია ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ არის. კურიკულიმ-ვიტას ან პროფილისგან განსხვავებით ბიოგრაფია კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს, რომელიც მისი გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა.
ბიოგრაფია უფრო მეტია ვინემ უბრალოდ ფაქტთა (დაბადება, განათლება, სამსახური, ურთიერთობანი და სიკვდილი) ჩამონათვალი. ის ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებულ ემოციური განცდების გამოცდილებას ასახავს”

http://www.facebook.com/EreArt?sk=info

 


სულები დახოცილი ფრანებივით კიდია გაწყვეტილ თოკებს..
სამარისებური სიჩუმეა..
და არსად არაა სამარე..
ვეძებ ფოსფორის სინათლეებს მკვდარ თვალებში
და მათ სხეულებზე თოვლიც აღარ დნება..თოვლიც აღარ დნება..
წებოვან მიწას ვიცილებ ხელებიდან
და ეს მთვარეც რაღა ახლა ამოვიდა,როცა უნდა დავისაჯო ყველა დანაშაულისთვის,რომელიც ერთად ჩავიდინეთ..
ამაყენე ამ დაწყევლილი საფლავიდან..
დედამიწამაც ნაბიჯს აუჩქარა და ვეღარ დაგეწევი..უკვე ვეღარასდროს დაგეწევი..
წაშალეთ ციდან ეს საშინელი მზე,ჩამოხსენით..ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს მიწიანი თვალებით
და ჩვენ სხეულებზე თოვლიც აღარ დნება..თოვლიც აღარ დნება..
ქარები დაგვშლიან ნაწილ-ნაწილ და ჩვენს ნაპირებზე დამლაშდება კოსმოსის ოკეანეები..
აღარც ღმერთია სადმე..
და ანათებენ უჰაერო სიცარიელეს დედამიწიდან გადაცვენილი ფილტვებდახეთქილი ავაზაკები..
მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..
..
სულები დახოცილი ფრანებივით კიდია დაწყვეტილ თოკებს..
სამარისებულრი სიჩუმეა..
და სამყარო სავსეა სამარეებით.. (ere art)

8 thoughts on ““ERE ART–მზე განწირულია გაყიდული ქრისტესავით..”

  1. სიტყვა-სიტყვით გავიმეორებდი ზემოთთქმულს,ერეკლე უნიჭიერესი შემოქმედია,ჩემთვისაც აღმოჩენაა.წარმატებებს ვუსურვებ.

  2. ვერ ვიტყვი რომ ყველა მომეწონა, თუმცა რამდენიმეს ნამდვილად გამოვარჩევდი, განსაკუთრებით ყაყაჩოებს და ბაბუაწვერას. უდაოდ ნიჭიერია შემოქმედი. 🙂

  3. ძალიან მომეწონა🙂 მართლა მაგარია :)) გემოვნება დაემთხვა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s