პოსტი რომელიც არ უნდა დამილაიქოთ”გარდაცვალება”

თქვენ აუცილებლად მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აგილი აქ არაა. კანაკალი შევიჩერა თუ არა მაშინვე წერა დავიწყე. რა ვქნა ბლოგი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, არ შემიძია ამის არ დაწერა. არა მე მის ხსოვნას წამითაც არ შევურცხყოფ, არაა..არასოდეს…

ადამიანებო კივილი მინდა, კივილი.. სამართალი მინდა ამ უსამრთლო ქვეყანაში..დედამ რომ მითხრა*** აღარ არისო, ერთი ვიკითხე როგორ თქო, რას ქვია აღარ არის თქო? პასუხი კი მაშინვე ვიცოდი, რა იმსხვერპლებს ჩევნს დროში ჯანმრთელ ადამიანებს თუ არა ავარია.. მას მერე მანქანების ხმა მაშინებს, ეს მუხრუჭები მაგიჟებს, მინდა ყველმ ერთად~ გამორთონ სიგნალები.. ღმერთო რაებს ვბოდიალობ, ადამიანი გარდაიცვალა, ეს ხომ… ეს ხომ ტრაგედიაა. ერთი საათის წინ მოხდა ყველაფერი, თვრამეტი წლის იყო, ისიც წელს აბარებდა…  იქვე, იმავე ადგილას გათავდა… ვიცი, ვიცი სიტყვები ახლა უმეტყველოა, ვიცი დედამისს, რომელიც ასე ძლიან მიყვარს, ეხლა ვეღარაფერი უშველის. ვიცი უაზრობაა ჩემი მხრდან აქ წერა, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ვუთხრა რომ დამღალა და გამანადგურა ამ ამოებამ… ტრაგედიებმა და საერთო უბედურებამ…

არ ვიცი რა დავაქვა ამ ყველაფერს, ჯერ ვერ ვალამაზებ სიტყვებს და ვერ ვძენ მათ პოეტურ რითმებს… ყურებში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩამესმის, ის აღარ არის.. და მორჩა, არავინ არ მითხრათ რომ ცხოვრება გრძელდება, არაფერიც არ გრძელდება.. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედის ცხოვრება დიახაც რომ ვერ გრძელდება…

მაინც ვერ ამოვგლიჯე საშნელი ტანჯვა გულიდან, მაინც ვერ… ზუსტად ესაა სიკვდილის სისატიკეც… გამუდმებით ტოვებს იარებს, მთელი სიცოცხლე თან წამყვება…. ღმერთო რატომ? არის თუ არა ამქვეყნად ცალსახა პასუხები?

მე აუცილებლად დავწერ…. სხვას…, ახლა ემოცია არ მაძლევს ფიქრის შანსს…

რა მოერევა ამ ტკივილს….

3 thoughts on “პოსტი რომელიც არ უნდა დამილაიქოთ”გარდაცვალება”

  1. ძნელია რამის თქმა, მაგრამ ასეთი საშინელი ფაქტები გვახსენებენ , რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ და ადრე თუ გვიან ჩვენც დავტოვებთ ამ სამყაროს.
    ვიზიარებ და გითანაგრძნობ მთელი გულით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s