ლეგენდა “ნიჭიერში”

დიდად არ მიყვარს ტელეგადაცემებზე წერა, თუ ზედმეტად არ გავბრაზდი ან არ აღვფრთოვანდი. არც ვწერ ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა სასიამოვნოდ გაოგნებული დამტოვა ნიჭიერის შესარჩევმა ტურმა. ბოლო მონაწილეებმა, ხულოდან ჩამოსულებმა კი, საერთოდ გამაოგნეს. ერთადერთი კითხვა მქონდა საიდან ან როგორ ასე? ვფიქრობ 89 წლის კაცის ასეთი ცეკვა, ლეგენდაც კია მცირე დოზით. ლეგენდა კი თავად ან გამონაკლისს ან დაუჯერებელს გულისხმობს.   თუნდაც მოძრაობა, თუნდაც ილეთები, და ამ ილეთებში ჩადებული ქართული სული, აჭრული ვნება, იუმორი, ახალგაზრდობის წყურვილი, და რაც მთავარია ბრძოლა სიბერესთან, ბრძოლა სიკვდილთან. აბა სად გინახავთ კიდევ ასე მოცეკვავე ადამიანი, რა თქმა უნდა, მე მაგიჟებს სხვა ქართული ცეკვები, მომწონს სალსაც, და სამბაც… მაგრამ სად  აღვწერ კიდევ ასეთ ემოციას, ცეცხლს, საოცარ წყურვილს სიცოცხლისას, როგორიც ოთხმოცდაცხრა წლის მოცეკვევეში გამოსჭვივოდა… აი მივედი კიდეც მთავარ საკითხამდე…სიცოცხლის წყურვილამდე… საოცარი დღე მაქვს ჯერ სიკვდილზე ვწერ, მერე სიცოცხლეზე და მახსენდება ვაჟა–ფშაველა, იცით რა თქვა მან?“’შენი ჭირიმე სიკვდილო ,სიცოცხლე მშვენობს შენითა” ხოდა ერთხელ ვაჟამ დაამცირა და წააქცია სიკვდილი ჩემს თვალწინ და მეორედ ამ კაცმა…მათ დამანახეს, რომ  სიცოცხლე ბევრად მაღლა დგას სიკვდილზე….

თუმცა მე „გარდაცვალებაზე“ ბევრი სხვა მოსაზრებაც გამაჩნია, ბევრ ჩემივე დაწერილის საწინააღმდეგო აზრს მოვიტანდი ახლა, მაგრამ არ მინდა, მე ხომ სიცოცხლეზე ვწერ.. გამარჯვებულ სიცოხლეზე ბავშვის თვალებში რომ იწყება და ამ მოხუცის თვალებში რომ სამარდება, სიცოხლეზე ასე რომ გვწყურია ყველას, ასე რომ ვამახინჯებთ და ვირთულებთ…

გამაოგნა პატარა ვანომაც, კიდევ ერთი გამბედავი, ჩამოყალიბებული ადამიანი ვნახე… ამდენი თავდაჯერება, ამხელა ბრძოლის უნარი, მე პირადად იშვიათად გამაჩნია.  შეიძლება ბავშვმა მთლად სუფთა ვოკალით ვერ იმღერა, შეიძლება მისი ნოტები არასწორი იყო, შეიძლება დაბალი და მაღალი რეესტრები არასწორად აიღო, მაგრამ შეგახსენებთ, სიმღერა იმისთვის გვინდა რომ სიამოვნება მივიღოთ, რომ განვიცადოთ და ვიგრძნოთ, ამიტომაც აღვფრთოვანდი მისით, ამიტომაც ვიტირე, ამიტომაც მიმაჩნია რომ ის ნიჭიერია. რაში მჭრდება პროფესიონალი მომღერალი თუ კი ის თავის სათქმელს ვერ გადმოსმცემს, ან თუ გადმოსცეს სათქმელი ცარიელი და უაზროა…

მოკლედ მე კმაყოფილი ვარ იმისგან რაც ვნახე, რა თქმა უნდა კიდევ ბევრი მონაწილე იყო, ბევრი ნიჭიერი და ბევრი უნიჭო, კიდევ უფრო ბევრი უბრალოდ სასაცილო, მაგრამ გრძნობა, განცდა და ემოცია მხოლოდ ამ ორმა მოიტანა.

ჩემს მოკრძალებულ მადლობას ვუხდი მათ…

თქვენ კი მეგობრებო, გირჩევთ, გთხოვთ, გიბრძანებთ ეძიოთ საკუთარ თავში სიცოცხლის წყურვილი. არა მგონია, რომ არსებობდეს რამე, ამაზე უკეთესი….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s