ჩემი პროტესტი გადაცემას “ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე”

თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ კახა ბენდუქიძის და ღამის შოუს ახალი პროექტი. ალბათ ნახეთ კიდეც და აღშფოთებაც გამოთქვით ზოგიერთი მონაწილის ინტელექტზე. დიახ მე ცნობილ ფრაზებს ვიხსენებ, მაგალითად იმას რომ არ იციან რას უდრის ათი პროცენტის ათი პროცენტი, არ იციან ერთი მესამედი მეტია თუ ორი მეექვსედი და ა.შ  თუ კვირას ამ გადაცემას უყურეთ კიდევ ბევრ უტოპიურ აზრს მოისმენდით, კიდევ ბევრჯერ შეგეპარებოდათ ახალ თაობაში ეჭვი. ვიცი ფიქრობთ რომ ჩემი ტონი  უკვე მონაწილეებისადმი უარყოფით დამოკიდებულებაზე მეტყველებს, მაგრამ მწარედ ცდებით. იცით რა ვიგრძენი გადაცემის დამთავრებისას? საშინელი უმწეობა!მე დავამთავრებ სკოლას უამრავი ღამის გათენების მერე,  დავამთავრებ უნივერსიტეტს, მაგისტრატურას, იქნებ საზღვარგარეთაც წავიდე, მერე ამ მონაწილეების მსგავსად გავივლი ორ ტურს, 2000 ადამიანიდან მოვხვდები 50 საუკეთესოში და მერე ინტერვიუზე, ვიღაც ფულიანი, საკუთარ თავში უაზროდ დარწმუნებული, ცინიკოსი “ბიძია”, რომელსაც სხვა გასართობი აღარ დარჩენია, იმის მიხედვით შემაფასებს თუ რა ხმის ტემბრი მაქვს, რა მაცვია,  როგორ ვიყურები, შეიძლება “მოეპრიანოს” და ეგრევვე გამაგდოს, კიდევ ეს სჯობს იმას რაც მერე მოითხოვა. ბატონმა კახამ სრულიად უცხო, ხუთი ადამიანი დააწყვილა და უბრძანა რომ გაეწირათ ერთი. გთხოვთ, გაიაზრეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა, შეიძლება გამოარჩიო ერთი რომელსაც ნაკლები განათლება, ნაკლები გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს, თუმცა გაწირვა მიუღებელია. ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ იცით როგორ გაუმართლა ზოგიერთს?  ბატონი კახა  კითხვებს უსვამდა იმათ ვინც წინ იდგა და ყრიდა ყველა უაზრო კითხვის, ასევე უაზრო პასუხის გამო, მერე მობეზრდა ეს თამაში და უკან მდგარებსაც გაუმართლათ. რატომ არ დაებადება მას  აზრი რომ იქნებ ისინი მეტად “ჩლუნგები” იყვნენ, ვიდრე წინ მდგომები. გეთანხმებით, ადამიანმა რომელიც ერკვევა ფინანსებში არ უნდა თქვას, რომ ათი პროცენტის ათ პროცენტი სამია, მაგრამ სხვები? ადამიანები რომლებიც უაზროდ გაყარა? არ მინდა ასეთი უფროსი, არ მინდა ასეთი უსამართლობა. არც მაგისი მაღალანაზღაურებადი ხელფასი მინდა, ეს ადამიანები ჩემს თვალში მაშინვე დაეცნენ როცა სრულიად უცნობი “მეგობრის” გასაწირად დარბაზი დატოვეს, რა ვქნა მაგრამ მათ კიდევ ერთხელ,  “გაუსწორეს” კახა ბენდუქიძეს. როცა ასე წირავ, რა იცი რომ გაწირული შენზე რაიმეთი ნაკლებია? სხვების არ ვიცი მაგრამ ეს ჯუნგლის კანონია, შემსრულებელი კი ან ტარზანი, ან დათვი, ან ვეფხვი… ერთადერთა ჯგუფმა თქვა უარი ადამიანის გაწირვაზე, და ამოვისუნთქე… ვიღაც მაინც აზროვნებს…

მოკლედ საქმე მძიმედაა, თვალი მოვკარი დღევანდელ ტურს, დიდი ვერაფერი დავალებები, მაგრამ  ძველზე აზრიანი კი იყო..

თუმცა მაინც ვიბრძოლებ იმისთვის რომ მსგავსი სუბიექტური, ცინიკოსი და უსამართლო უფროსი არ შემხვდეს. მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ, იქნებ მხოლოდ მე ვარ ზედმეტად ჰუმანური და იდიალისტი..

47 thoughts on “ჩემი პროტესტი გადაცემას “ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე”

  1. ნუ, ვიზიარებ იმ აზრებს, რომ გარკვეულ მომენტებში შერჩევა არასწორი იყო, მაგრამ მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ ეს შოუა და მეტი არაფერი, შესაბამისად კახა ბენდუქიძე იქცევა ისე, როგორც უკეთესი იქნება შოუსთვის.. ეს არის ტელევიზიის მთელი ფილოსოფია. აქ საეთერო დრო კარტოფილს ჰგავს (ფული ღირს), შესაბამისად, პროფესიონალიზმზე მეტად შოუმენობა ფასობს : )

    1. ეს ერთ კვირიანი შოუა, ხოდა მითხარი მაშინ იმ ადამიანებმა რა ქნან ვინც ძალიან უსამართლოდ დამცირებულებმა დატოვეს იქაურობა, მათ სამსახურები სჭირდებათ და მსგავსი ინციდენტის მერე ეჭვი მეპარება მალევე იშვონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო, აი მაგასც რომ თავი დავანებოთ ხო შეიძლება შოუ გახადო ყურებადი სხვა გზით და არა ადამიანებზე თამაშით?
      არ ვიცი, ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს, და რა თქმა უნდა პატივს ვცემს შენს აზრს:)
      კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე:)

      1. მე ვარ შოუს ერთ ერთი მონაწილე და ერთერთი ადამიანი ვინც 12–ში მოხვდა…

        და პროექტი დავტოვე მის დაწყებამდე…

        ზუსტად იმ მიზეზების გამო რაც ნათიას უწერია…

        ეს ტვ–ში ჯერ არ გასულა, მაგრამ ადრე თუ გვიან იტყვიან. კახა დამუქრებულა მაგას ამას არ შევარჩენო. მაგარი გაბრაზებულ/გამწარებულა და ერთ გადაცემას მხოლოდ მას მიუძღვნიო… ასე რომ…

      2. ვერ გეტყვი რომ ეს კომენტარი დავიჯერე, ზედმეტად აბსურდულია, მაგრამ იმას ვერ ვხვდები ტყუილი რა საჭიროა… ის ხომ მაინც გამოაშკარავდება:)

      3. და დაუჯერებელი რა ვთქვი… ?

        უყურეთ გადაცემას და ნახავთ… პროექტში შევიდა 11 მონაწილე.. მგონი საბოლოოდ ასე გადაწყდა…

      4. FaceBook–ზე შეგიძლია მნახო…

        ბოლო გადაცემაში ვინც დარჩა 2 გოგო, ერთ ერთი მე ვარ… ანუ ვინც დატოვეს🙂

      5. aaa. vici irina xar xo? shen ggulshematkivrobdi yvelaze metad, ras wamoxvedi nu gadamrie, me ki gavaprotest magram mainc mgonia rom sheidzleboda im situaciis atana, tundac ukve gamocdilebis gamo:(

      6. შენს ბლოგზე კი ასე მოვხვდი…

        გუუგლის საძიებო სისტემაში ჩავწერე გადაცემის დასახელება და საზოგადოებრივი აზრი მაინტერესებდა ამ პროექტის შესახებ….

      7. მადლობთ გულშემატკივრობითვის..

        უბრალოდ შიგნით კიდე ძაან არეული სიტუაცია იყო… პროექტის 90% შოუ იყო და მე გასართობად არ მივსულვარ იქ… მე მეგონა საქმე გაკეთდებოდა და პროფესიონალებს შეკრიბავდნენ… სამწყხაროდ პროექტში შერჩეული12 მონაწილიდა მხოლოდ 3 იყო რეალური მათ შორის ერთ ერთი მე. მეორე ბექა, და მესამე ავთო…

        მე კი სამსახური უნდა დამეკარგა და მარიონეტის პონტში ვყოფილიყავი და უნდა მევარაოდა ყოველ ჯერზე ან ეხლა გამაგდებს ან ეხლა… და ამდენის გარისკვა ცოტა ძნელია როცა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული ოჯახისა და სამსახურის წინაშე… იქ შეყვანილი 8-9 მონაწილიდან არავინ მუშაობს ან ისე მუშაობენ, დაბალ პოზიციებზე… და მათთვის ეს შოუ ტრამპლინია სეროზული… და ღმერთმა ხელი მოუმართოს…

        მე კი ჩემ თავს ვერ ვხედავდი ამ სიტუაციაში… 😦

      1. მჯერა, მჯერა მჯერა:) იცი რა არის აქ ძალიან ბევრს უყვარს ბოროტად ხუმრობა და ამიტომაც მივიღე ცოტა არასარწმუნოდ, გსაგებია ყველაფერი, უბრალოდ მართლაც იმდენად საოცარია, აი ყველაზე მაგრად მოიქეცი, მე პირადად ვფიქრობდი რომ მანდ ყოფნის შემთხვევაში თავიდანე დავტოვებდი პროექტს, მაგრამ ეასე უკეთესია, მთავარია დაუმტკიცე რომ შეგიძლია:) წარმატებებს გისურვებ ყველგან:)
        მოკლედ ექსკლუზივი გავჩითე, იქნებ ერთი კარგი პოსტი კიდევ მივუძღვნათ ამ თემას:) მარა კახამ რომ გამიგოს:?)

      2. დღესაც თუ არ გავიდა ტელევიზიით ჩემი ინტერვიუ, ესეიგი სერიოზულად არ მოეწონათ ის რაც ვთქვი… შაბათს ჩავწერე ბოლო ინტერვიუ წამოსვლის მიზეზებზე… ნუ ოღონდ ძაან მძაფრი არაფერი მითქვია… შევძელი მაქსიმალურად კორექტული ვყოფილიყავი ორივე მხარის მიმართ… ვნახოთ რა იქნება… კახასგან გამორიცხული არაფერია… კაცს ფული აქვს და ჭკუაზე არაა….

      3. საინტერესოა, არა აუცილებლად გააშუქებენ ხომ უნდა ახსნან მეთორმეტეს წასვლის მიზეზი, დღეს საოცარი დამთხვევიბის ფეხზე ვიღვიძებ:) და იცი რა მაინტერესებს, მარტო შენ გქონდა ეს პროტესტი? აი მე მაგალითად გავგიჟდი, ქაღალდების დავალების მერე როგორც გაუშა ძალაინ ბევრი… მგლის კანონებია, მგლის, მეცინება ამ ფრაზაზე, თუმცა რა გინდა ბევრი ბედნიერია და კმაყოფილია, მე ეს პოსტი სხვაგანაც დავდე http://www.ireporter.ge/?p=8153, ნახე ქვევით კომენტარები, ხალხი მალე კახას ძეგლს დადგამს:)

      4. მაგ ტურში ჩემი ჯგუფიდანაც (მეორე ყვითლების მენეჯერი მე ვიყავი) და ჩემი წევრი (ლევან სვიმონიშვილი) მხოლოდ იმიტომ გაუშვა რომ მე ვთქვი შრომითი რესურსის დივერსიფიკაცია მოვახდინე და ის ადამიანები რომლებმაც ამ სამუშაოზე ვერ იმუშავეს სხვაგან დავასაქმეთქო… და აბა ვინ ვერ აითვისა ტექონოლოგიაო და გამოგდო ლევანი… რაც ვთვლი არასწორია…

      5. xo maxsovs egec, ara namdvilad iyvnen sxvebic, isetebi romlebmac vegar aitanes bevri ram da datoves proeqti, saxlshi vijeqi da me vgijdebodi sxvdasxva axirebebze da iq raga iqneboda, tumca faqtia bevristvis misagebia, metic sasurvelic ki aseti ufrosi, shou da samsaxuri, magar rameebs schaidian mokled:)

  2. -რას იზავ?-როცა არ გყავს გავლენიანი და ფულიანი მამა-ბიძანი?
    იბრძოლე,ბოლომდე,არასდროს დაკარგო მომავლის რწმენა!

  3. ვერ დაგეთანხმები… ზოგიერთ შემთხვევებში ალბათ გადაამლაშა კიდეც, მაგრამ ამ შოუს ბენდუქიძის გარდა პროდიუსერებიც ჰყავს და რაღაც–რაღაცები სწორედ შოუს ნაწილია;
    მეორეც, შენ, რომელიც ისწავლი, დაამთავრებ მაგისტრატურას, შემდეგ საზღვარგარეთ გაივლი საკმაოდ ძვირადღირებულ და პრესტიჟულ კურსს, არ დაიბნევი (ან არ უნდა დაიბნე!) ისეთ ელემენტარულ კითხვაზე, როგორზეც შუშის თვალები გაიკეთა კონკურსანტების უმეტესობამ;
    მესამე: ერთი მოთამაშის გაწირვას რაც შეეხება, თავად ბენდუქიძემ თქვა, რომ ასაკის, განათლების და ა.შ. გამო მოთამაში გაგდება არასწორი იყო, ყველაზე სამართლიანი იქნებოდაო წილისყრა, რაშიც ვეთანხმები; ამ შემთხვევაში მთავარი გაცხრილვა კი არა, გადაწყვეტილების მიღების უნარი იყო, რაც მენეჯერს სწორედ რომ ძალიან სჭირდება;
    მეოთხე – მიუხედავად იმისა, რომ კახა ბენდუქიძე მართლაც იშვიათი ცინიკოსია, ვერ უარვყოფთ, რომ ჭკუა და გამოცდილება ნამდვილად აქვს. ნაცნობი, რომელიც მასთან მუშაობდა, ყოველთვის ამბობდა, რომ ეს კაცი არის ძალიან მომთხოვნი, ძალიან მკაცრი, ცინიკოსი, რომელმაც შეიძლება თავი არარაობად გაგრძნობინოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – არაობიექტური. თანაც, შენიშნავდი ალბათ, ვინც ცხვარივით არ ემორჩილებოდა მის მითითებებს დამეტ–ნაკლებად სამართლიან პროტესტს გამოთქვამდა, უსმენდა და ნაწილობრივ, მხედველობაშიც იღებდა.
    სხვათა შორის, სწორედ ასეთი გასაუბრება მირჩევნია პირადად მე სტანდარტულ “მე მაქვს მონაცემები, რომ თქვენ სარგებლობა მოგიტანოთ და წარმატებას მივაღწიოთ” ტიპის გასაუბრებებს, რომელიც, როგორც წესი, უშედეგოა და დასაქმების საკითხი უმეტესწილად პირადი ნაცნობობით წყდება.
    მოკლედ, ბატონო კახა, იურისტი არ გჭირდებათ???🙂

    1. რომ გითხრა ვერ დაგეთანხმები–თქო დიდი უნამუსობა იქნება, უბრალოდ შენ ეს საკითხი დამანახე მეორე მხრიდან , ლმობიერებას და თავზე ხელსის გადასმას არც მე ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად იყო ფაქტი, ძალიან ბევრი გაუშვა სწორედ პირადი შეხედულების გამო, თუნდაც ის პირველი გოგონა დატოვა მხოლოდ იმიტომ რომ პირველი იყო, და ვიღაც გაუშვა იმიტომ რომ წინ იდგა, ,ანუ ეს არ არი სრულყოფილი დემოკრატია. რა ვქნა ვერაფრით ვერ ვიჯერებ რომ ის ადამიანები, რომლებიც 50 საუკეთესოში მოხვდნენ, მსგავსი გადარჩევის ღირსები იყვნენ, თუმცა ჩემი აზრი იმ ქალს ნამდვილად არ ეხება რომელიც სასტუმროს ასაშენებლად იყო მოსული:)
      ასე თუ ისე გიცნობ თამარა შენი ბლოგით, ვიცი რომ ეხლა ამთავრებ და გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას, რაც მთავარია კარგ უფრუსებს:)

      1. 🙂
        ნუ, ამ კაცს არც აქვს პრეტენზია, იყოს სამაგალითო და ყველასთვის სასურველი უფროსი, პირადი შეხედულებაც იარსებებს, გვინდა თუ არ გვინდა…
        დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და შენც გისურვებ განგეხორციელებინოს პოსტში ჩამოყალიბებული გეგმები სწავლასთან დაკავშირებით…🙂

  4. შოუს მხოლოდ პირველი ნაწილი ვნახე, სხვა ეპიზოდებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კითხვა-პასუხებით გაცხრილვა მთლად უსამართლოდ არ მომჩვენებია.

    სხვისი განათებულობა-გაუნათლებლობის განხილვას, აღფრთოვანებას ან აღშფოთებას არ ვაპირებ, ყველას თავისი საზომი აქვს, უბრალოდ –

    არ მომეწონა გოგონა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მოდიოდა და ბოლოს იკითხა, თქვენ აქ სასტუმროს არ აშენებთო?!

    არ მომეწონა ბიჭი, რომელმაც თვალის დაუხამხამებლად განაცხადა, უფასოდ ვიმუშავებო და მერე ასევე ამაყად ახსნა – შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა, თორემ ვინ ოხერი დათანხმდება უხელფასოდ შრომაზეო,

    არ მომეწონა მეორე ბიჭი, პროცენტებზე წინა კითხვა რომ დავსვი, პასუხი თუ იცოდიო, ჰკითხეს და რიხით რომ უპასუხა – ვიცოდიო და მეორე წამს ისეთი სისულელე დააბრეხვა, მეხუთე კლასელს სასემესტრო ორიანად დაუჯდებოდა.

    რ მომეწონა გოგონა, რომელსაც აქაური უნი და ლონდონის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული და წილადებზე მშვიდად თქვა – მეხუთე კლასში ვისწავლე და მაინცდამაინც მყარად არ მახსოვსო.

    არ მომეწონა ის, რომ სრულად საქართველო, სრულიად ქართველი ერია ჩართული სიცოცხლის ბოლომდე წასაკითხი 50 წიგნის შერჩევა-შესყიდვაში. იმ ორმოცდაათიდან ერთერთი პირველი და ყველაზე პოპულარული “სამი მუშკეტერია” და ამ კანდიდატებმა ანა ავსტრიელის ნაცვლად ხან ჟოზეფინა იძახეს და ხან დედოფალი მარგო.

    ფრი-უნის დამაარსებლის რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრულობის ამბავი მხოლოდ ტელევიზორით არ ვიცი და არც გამკვირვებია, თუმცა, მგონია, ამ შემთხვევაში, ჩამჭრელი კითხვები კანდიდატების ინტელექტის შესამოწმებლად კი არა, ექსტრემალურ პირობებში სწრაფი ორიენტაციის უნარის გამოსავლენად დაისვა. ვინც არ დაიბნა, გზა გააგრძელა. ეს იყო და ეს.

    1. მოლი და თამარა, გეთანხმებით…
      ეს კაცი არაფერს აკეთებდა ისეთს, რასაც სხვაგან (ნორმალურ სამყაროში) არ იზამდნენ 50 კანდიდატის გადასარჩევად… მას არც დიპლომიანი სულელები სჭირდება თავისი ბიზნესისთვის, არც “მე მოვახდენ შთაბეჭდილებას” ტიპები და არც ისინი, ვინც რთულ სიტუაციებს თავს ვერ გაართმევს…
      ეს იყო ტესტი ცოტა აზროვნებაში და მეტად- ფსიქოლოგიაზე დაკვირვება…
      მე, პირადად, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ასეთ კასტინგში, მით უმეტეს, საინტერესო თანამდებობისთვის თუ იქნებოდა ბრძოლა…

    2. მოლი, როგორც ყოვლეთვის…🙂

      საიდან ამდენი გაუნათლებელი და თან პრეტენზიული ახალგაზრდა????

      მე მგონი – გვენძვრის

      მე ბოდიში…

  5. ნათი, ბოლომდე გეთანხმები. ბენდუქიძე არის ადამიანი, რომელმაც ჯერ ძირი გამოუთხარა და მერე მიწასთან გაასწორა საქართველოს ეკონომიკა. სასტიკია და ცინიკოსი, ყველაზე უარესი ის არის, რომ უზრდლია და ამ უზრდელს აქვს უფლება ისეთი მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ქვეყანაში როგორიც საქართველოა, გვიკარნახოს განათლების რომელი მეთოდია სწორი. ჯავახიშვილი და ილია ჭავჭავაძე ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდნენ რომ შეიძლებოდეს. ბოლომდე უსმინეთ რა იდიოტობას ამბობს ამ ვიდეოში– როგორ წარმოუდგენია უმაღლესი განათლების სპეციფიკა. და რა შოუზე მსჯელობს ეს ხალხი გადავირიე!

    1. აი მეც ბოლომდე გეთანხმები და ბედნიერი ვარ რომ ჯანსაღ აზრს ვისმენ, მაინც მქონდა შენი იმედი, ყველაზევით გამოთქმულ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ფაქტი ცდებიან:დ ისე მაინტერესებს რას იტყოდნენ ეხლა შენი კომენტარი რომ წაეკითხათ:) :დ

    2. ეჰ, კარგით, რა… რომელი მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციები? მეთორმეტე საუკუნეში იყალთოს აკადემია რომ გვქონდა? ნწ, ნწ, ნწ…
      ილია ჭავჭავაძეს განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, სხვათა შორის, და იმ დროისთვის პეტერბურგი დღევანდელი ჰარვარდის დიპლომის ტოლფასი იყო; ჯავახიშვილიც არ ყოფილა მაინცდამაინც ჩაკეტილი ნაციონალისტურ ჩარჩოებში…
      უბედურება ისაა, რომ “ორასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკას” უამრავი, უუუუამრავი მაღალი დონისა და სტანდარტების უნივერსიტეტი აქვს და ჩვენ, ამხელა საგანმანათლებლო ტრადიციების ქვეყანას, ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ გვაქვს იმ დონეზე, რომ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში რაიმე კრიტერიუმით მაინც ჩაეკვეხოს…
      ბენდუქიძის ცინიზმს არავინ უარყოფს, მაგრამ ამ კაცს ჭკუა ნამდვილად მოეკითხება და განათლებასაც ვერ დაუწუნებ.
      ძალიან მომეწონა თუნდაც ის, რომ “საზღვარგარეთ განათლებამიღებული” ამხილა უცოდინრობაში…
      ჰოდა, იქნებ ეს გაუგონარი და წარმოუდგენელი რამ უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ჩვენი განათლების სისტემისთვის, რატომაც არა? თსუ–ს დიპლომს ჩვენ თვითონვე არ ვუწევთ ანგარიშს, ხოლო საზღვარგარეთის ინგლისურენოვანი დიპლომი (თუნდაც ყველაზე დაბალი დონის უნივერსიტეტის) ლამის ჯოჯოხეთის კარსაც აღებს ხოლმე…

  6. დღევანდელი უნივერსიტეტი თანამდეროვე რეფორმატორების ექსპერიმენტის შედეგად არის ისეთი–როგორიც არ მოგწონთ. იყალთოს და გელათის აკადემიები კი ნამდვილად მდიდარი ტრადიციების დამამტკიცებელია და ამის უარყოფა ცოტა უხერხულია კიდეც. რაც შეეხება ჩვენს უნივერსიტეტში გამოზრდილ თაობებს, ისინი მსოფილოს მასშტაბით იყვნენ ცნობილნი და სხვა და სხვა განვითარებული ქვეყნების სერიოზულ პროექტებს ხელმძღვანელობენ დღესაც კი. თუ დიპლომების “ღირებულებაზე” მიდგა საქმე,მაგაში უნივერსიტეტი კი არა ისევ ბენდუქიძის ნაირი რეპორმატორების შექმნილი სისტემის უსახურობაზე მეტყველებს. უამრავი მეგობარი მყავს საზღვარგარეთ მიღებული განათლება, რომ აქვს ისეთი, მაგრამ იქ იმას არ ასწავლიან– უმეცართა ქვეყნიდან ხართო. შენ და მე თუ გავლანძღეთ ჩვენი თავი და ყველაფერს ფასი დავუკარგეთ, სხვას რა უნდა მოვკითხოთ? სწავლა ვისაც უნდა –სწავლობს კიდეც.

    1. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ უკანასკნელი რეფორმების შემდეგ იწევს მაღლა განათლების დონე; მე სწორედ გარდამავალ პერიოდში მომიწია სწავლამ და ძალიან კარგად შემიძლია შევადარო უნივერსიტეტი რეფორმამდე და მის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების რეფორმის მიერ გატარებულ ყველა ღონისძიებას ნამდვილად არ ვეთანხმები;
      ლანძღვას რაც შეეხება, მე კბილებით ვიცავ უნივერსიტეტს ყველასთან, ვინც მის დაკნინებას ცდილობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლი არ აქვს და მე ეს არ დავინახო;
      სწავლა ვისაც უნდა, სწავლობს, მართალია! მეც ვისწავლე და არცთუ ცუდად. მეც მყავს საზღვარგარეთ განათლებამიღებული მეგობრები, არც მათთვის უთქვამთ, უმეცართა ქვეყნიდან ხართო, მაგრამ თვითონ აკეთებენ შედარებას. იყალთოსა და გელათის აკადემიების ღვაწლის უარყოფა სისულელეა, მაგრამ უბედურება სწორედ ისაა, ოცდამეერთე საუკუნეში ისევ ისტორიულ მიღწევებს რომ ვებღაუჭებით…
      მაგრამ ბენდუქიძესთან ეს ყველაფერი არაფერ შუაშია🙂 მაგ კაცს ცინიზმთან ერთად ტვინიც აქვს და ამის უარყოფა დიდი შეცდომაა, ჩემი აზრით….

      1. დიპლომების ღირებულებას რომ უნივერსიტეტი არ განსაზღვრავს, ესეც კარგად ვიცი… უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ბენდუქიძე ბევრისგან განსხვავებით ბრმად არ არჩევს “საზღვარგარეთ განათლებულებს”, არამედ მათ ზოგად ინტელექტსაც ამოწმებს…სწორედ ეს განასხვავებს მას ამ შემთხვევაში ბევრი თანამედროვე დამსაქმებლისგან…
        შოუს კონტექსტში ვმსჯელობ, თორემ რეალურად თავის დასაქმებულებს ბენდუქიძე როგორ არჩევს, ეს ნამდვილად არ ვიცი🙂

  7. მე პირადად არასოდეს არ ვეთანხმები იმას რომ ამერიკას ორასწლიანი ისტორია აქვს, მეტიც ჩემი აზრით ეს აბსურდია…ორსაუკუნოვანი ისტორია მხოლოდ მისი თავისუფლების დეკლარაციას აქვს თორემ ისე გადახედეთ მთილადან ამერიკის ისტორია, მეორეც ერთ ეს პოსტინდუსტრიული და განვითარებული საზოგადოება თქვენი აზრით ინდიელთა ტომებმა შექმნეს? მაგალითად იროკეზებმა რომლებიც ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში თავის კანს აძრობდნენ, რა თქმა უნდა არა. ეს ისტორია, ეს განვითარება ყველაფერი, კოლონიზატორებმა მოიტანეს, საკმაოდ წარმატებულმა, განათლებულმა,და რაც ყველაზე მთავარია თავისფლების მოყვარულმა ადამიანებმა, მათ შექმნეს ამერიკა, მათი ანუ ისევ და ისევ ევროპელების დამსახურებით შეიქმნა სსახელმწიფოც, ჰარვარდიც და ასე შემდეგ ძლიერი უბივერსიტეტები…. ასე რომ ხელწამოსაკვარი არც მათი ისტორია არაა…

      1. tamaraa ras mivawero sheni bravo, tu ironias ara, gmadlob, da tu ironias mashin kidev da kidev vityvi rom yvelas chveni shexedulebebi gvaqvs, me chveni shovinizmi magizianebs ubralod:)

  8. რავი რაღაცაში მართალი ხარ რაღაცაში არა. 10 პროცენტის 10 პროცენტი ელემენტარულია და ეგ ნამდვილად უნდა იცოდეს ყველამ ვისაც ბიზნესთან რაიმე შეხება აქვს.. მთლიანობაში მომეწონა ეს პოსტი და შენს აზრსაც ვეთანხმები.

  9. გინდა? – მიდი. მიიღე მონაწილეობა. გახდი მენეჯერი და ჩაიჯიბე ბევრი ფული..
    არ გინდა? – მაშინ კარგად მეყოლე.
    ძალიან ბანალური და მარტივია, მაგრამ ყველაზე ლოგიკური.
    ძალიან მომწონს ბენდუქიძე.
    ვთვლი, რომ უაზროდ განათლებული და ჭკვიანი კაცია.
    იცის რას აკეთებს.. რა უნდა ამ ცხოვრებაში..
    თავიდან მეც ალოგიკურად მეჩვენებოდა, მისი კითხვები, გაგდების პრინციპი და ა.შ. თუმცა თითქმის ყველაფერში დევს ის პატარა მარცვალი, რომელიც კითხვას – შეგიძლია თუ არა იყო კარგი მენეჯერი?. გასცემს სწორად პასუხს.
    კომენტარები წავიკითხე და ძირითადად არცერთს არ ვეთანხმები.. ^^

    1. მთავარია რომ შენი აზრი გაქვს და ამაში არავინ არ გზღუდავს:) ნუ აქ მაინც, და ისე იკი ვიცი ქართული თავისუფალი სიტყვის ამბავი:)

  10. ეს კი ძველი პოსტია, მაგრამ გადავიკითხე, კომენტარებიც წავიკითხე და სურვილი გამიჩნდა აზრი გამომეთქვა🙂

    მე კახას თანაშემწე ვარ, 2 თვეა რაც აქ ვმუშაობ და სულაც არაა ადვილი აქ ყოფნა, თუმცა იმიტომ არა, რომ ბატონი კახა უსამართლოა და ისეთი ცუდი, როგორც ამ პოსტში წერია. უბრალოდ, ის ძალიან მომთხოვნია, თანამშრომლებისგან ზუსტად მოითხოვს დავალებების შესრულებას, ხშირად ჩხუბობს, მაგრამ არასდროს უსამართლოდ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამეტებს ჩხუბის დროს, მაგრამ უსამართლოდ არასდროს ჩხუბობს.

    აქ ყოფნის მცირე ხნის მანძილზე მასთან ურთიერთობით უკვე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ვსწავლობ, უმიზნოდ არასდროს გაგაკრიტიკებს, მის ყოველ საყვედურსა და ჩხუბს ისეთი მიმართულებით მივყავარ, რომ ვხვდები, ვსწავლობ და თანდათან ვიზრდები.

    არავინ თქვას, რომ უბედურია თუ კახასთან მუშაობს, პირიქით, ვთვლი, რომ უზომოდ გამიმართლა და დარწმუნებული ვარ, სხვაგან ვერასდროს შევიძენდი ისეთ კარგ გამოცდილებას, როგორც აქ ვიძენ.

    რაც შეეხება საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას და დიპლომების სიუხვეს. ბატონი კახა და თავისუფალი უნივერსიტეტი, ცდილობენ დაამსხვრიონ სტერეოტიპი, თითქოს უმაღლესი განათლება და უცხოური დიპლომებია საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. პირადად მე, დიპლომი არ მაქვს და აქ რომ მოვდიოდი სამუშაოდ, სულ სხვა კრიტერიუმების გამო შემაფასეს.

    კეთილი სურვილებით,

    ნათია🙂

    1. ჰო მაგ პოსტის დაწერის მერე ჭეშმარიტად დიდი დრო გავიდა, თან მაშინ იმ ერთი გადაცემის საფუზველზე იყო დაწერილი, იმის მერე უამრავჯერ ვნახე და აზრიც შევიცვალე, რაც შეეხება თავისუფალ უნივერსიტეტს მანდ ჩაბარება მინდოდა და მინდა, თან ძალიან ხოდა ვეღარ გადავწყვიტე რა ვქნა, ეხლა თსუც აღარ მეთმობა:დ მოკლედ ვხვდები რასაც მეუბნები და გილოცავ სამსახურს, ჭეშმარიტად დიდი გამოცდილება და უკვე წარმატებაა🙂

      1. გადმოსვლა იმდენად რთულია მემგონი ეროვნულის თვაიდან ჩაბარება სჯობს :დ შენ ხომ არ იცი საზაფხულო სკოლებში როგორ ხვდებიან ბავშვები?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s