რა არის ჩემთვის ჩემი ბლოგი?

 

რა არის ჩემთვის ჩემი ბლოგი? რომ გითხრათ არაფერი თქო  დამიჯერებთ? ხოდა მართლებიც იქნებით:)

სერთოდ ჩემი ბლოგინგის ისტორია სასაცილოდ დაიწყო, თუ არ ვცდები ივნისში… მოკლედ ვნახე რომ ჩემს “მტრებს”, ვისი ჯინიც მთელი ცხოვრებაა მახრჩობს ჰქონდათ ბლოგი, ხოდა რამდენიმე პოსტის წაკითხვის მერე გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს საინტერესო, და მეტად უცხო რამ…

ოოო როგორ დამტანჯა იმ დღეს ვორდპრესმა, მთელი დღე მაწვალა:),

მერე ნელ–ნელა  უფრო დავინტერესდი, უფრო გავაქტიურდი, ხშირად ვკითხულობდი სხვის ბლოგებს,   მაგრამ კომენტარებს მაშინაც იშვიათად ვტოვებდი:) მკითხველი ცოტა მყავდა, 40 ადამიანის გამოც კი სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, კომენტარები საერთოდ მაგიჟებდა, მერე მივატოვე, ისევ დავუბრუნდი, კიდევ მივატოვე და ჭეშმარიტ ბლოგერად იანვრიდან ჩამოვყალიბდი….მას შემდეგ რაც მივხვდი რომ ბლოგი არ მოვიდოდა და ბოდიშს არ მომიხდიდა არაპოპულარობისთვის…)

იცით რა იყო ჩემთვის ბლოგი? ვერ წარმოიდგენთ და ვერც მე აღვწერ… ყველა სიტყვაზე, ყველა ემოციაზე შემეძლო წერა…ქუჩაში რომ მივდიოდი ბლოგის დიზაინი მიტრიალებდა თვალწინ, მერე ცოტა არ იყოს გავპოპულარდი… მკითხველების რაოდენობამ იმატა და მეც თავი საჭირო ბლოგერად ვიგრძენი… რა საოცარია, ერთი თვისწინანდელი ემოცია ნორმალურად აღარც მახსოვს…სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ აქაურობა ჩემთვის ნარკოტიკივით იქცა, ვათენებდი ღამეებს, ვწერდი პოსტებს,  ხშირად ვნახულობდი სტატებს, და რაც მთავარია უამრავ ადამიანებს ვიცნობდი…

იცით სადამდე მივიდა ეს ყველაფერი? ერთ დღეს როცა შევედი და ნანტრი 180 მკითხველი ვნახე, ცივად ჩავკეცე და გამოვედი…იმდენად დიდხანს ველოდი, იმდენად ბევრს ვწერდი თქვენთვის, რომ ათ მიკთხველსაც და 180საც ერთი ფასი დაედოთ.. საოცრად ცუდია, იმ დღიდან რაღაც სიცარიელეს ვატარებ… აღარ მახარებს აქაური ცვლილებები, აქაური ამბები, ვკითხულობ მხოლოდ თეასა და აქსიომას, სხვებს იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად სკანდალური სათაური აქვს… რაღაცნაირად დავიცალე,  სიმართე რომ ვთქვა იმედი გამიცრუვდა, მეგონა თავი დავაღწიე ცხოვრებისეულ ბანალიზმს და უარესობაში ამოვყავი თავი… ვხედავდი  ძალიან ბევრ ბლოგერს, ისეთებს როგორიც მე ვიყავი ადრე, ისინი წერდნენ მხოლოდ სხვისთვის და კარგავდენ ყველაზე კარგს, საკუთარ აზრს… სიმართლე გითხრათ მაღიზიანებდა იმის ყურებაც როგორ უძვრებოდნენ ახალბედა ბლოგერები  უკვე დაძველებულ, პოპულარულ და რაც მთავარია “მონოპოლ” ბლოგერებს…ამას გარდა ხშირად მტანჯავდა აზრი რომ ჩემი უსარგებლო ყოფნით, პირადული პოსტებით და სხვა „ოხუნჯობებით“ ვამძიმებდი ბლოგოსფეროს…:)

რა მინდოდა კიდევ დამეწერა, ხო თემას გადავუხვიე ზედმეტად:) იყო დრო როცა ვიტყოდი რომ ეს ბლოგი ჩემს ცხოვრებას უდრიდა, როცა პირადი ცხოვრებაც კი მას დავუკავშრე, როცა გამალებით ვიცავდი “თავისუფალ” ადამიანებს–ბლოგერებს, ნამდვილებს, არაყალბებს… ჰეჰ წავიდა ესეც, ჩემში ადამიანის დაუცხრომელმა ბუნებამ ჰპოვა საძოვარი..:) რამდენიმე დღე არ მქონდა ინტერნეტი(ვცდილობდი უკეთესად მეცადინეობას), ხოდა მივხვდი რომ ავად ვიყავი… მივხვდი რომ მენატრებოდა დედასთან სამზარეულოში ჯდომა, ხალხი, რეალური, ცხოველური ურთიერთობები… მივხვდი რომ ჭაობში ვიყავი ჩაძირული, მივხვდი რომ უბლოგობა სუფთა ჰაერივით სასიამოვნო იყო… ბოლოს და ბოლოს ვიგრძენი თავისუფლება. მაგრამ რა ბლოგის ბრალია ასე რომ მოხდა? ეს მე მიყვარს უკიდურესობები და მე გავიფუჭე ბლოგთან ურთიერთობა..

თუმცა თქვენც გირჩევთ დასვენებას, განტვირთვას და რაც მთავარია მეტ რეალურ ურთიერთობას… ასე უკეთესად შეიცნობა ჩვენი მეგობარი..

ბლოგი კი იქამდე არ გახდება საინტერესო, საკითხავი და პოპულარული ვიდრე მას უბრალო დამატებად არ ვაქცევთ…

პოსტის სათაური მიკარნახა აქსიომამ, ჩემმა საყვარელმა ბლოგერმა, ადამიანმა რომელმაც მართლაც ბევრი რამ მასწავლა…

მაინც მიყვარს აქაურობა:დ

 

 

6 thoughts on “რა არის ჩემთვის ჩემი ბლოგი?

  1. პირი დავაღე და ბოლოში, რომ ჩავედი ხლით ავკეტე! ფაქტიურად ყველაფერი თქვი, რასაც რეალურად ვფიქრობდი ბლოგოსფეროზე. იმდენად ზუსტად აღწერე, მეგონა საკუთარი ორეულის აზრებს ვკითხულობდი. პირველ რიგში მადლობა ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის და რაც ყველაზე მთავარია არაჩვეულებრივად ხედავ და აღწერ რეალობას. ძალიან საყვარელი ვინმე ხარ. იმდენი რამის თქმა შეიძლება კიდევ, უბრალოდ ვერცერთი სიტყვით ვეღარ გადმოვცემ ჩემს ემოციას. გამაოცე. ძალიან მიყვარხარ, გაფასებ და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ (თუნდაც ვირტუალურად). :*********

  2. :))) გენაცვალე შენ, რა კარგად გიწერია ყველაფერი.. (როგორც ყოველთვის) მეც სუუულ გკითხულობ და მიხარია რომ გაგიცანი.. ასე მაინც😉 სულ ნუ დაიკარგები ხოლმე, მოგვანატრე თავი :))))

  3. რადგან ეგ 180 მკითხველი გაფრთხობს, მხოლოდ მაგიტომ გეტყვი, თორემ არ გეტყოდი. საქმე იმაშია რომ ეგ 180 არის ჰიტი, ანუ იდეაში შესაძლებელია, რომ 150 კაცმა დაკლიკოს ჯამში 180–ჯერ, ან 40 კაცმა. ბოდიში თუ ამ ინფორმაციამ იმედები გაგიცრუა. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.🙂

    1. ara eg yvelaferi mec vicodi, imedis gacrueba arafer shuashia:) ubralod termini gamoviyene arasworad, tumca masec rom vimsjelot gansxvaveba xom aris dzvel 40sa da axlandel 180s shoris:) saertod ki aranairi pretenzia ar gamachnia popularobaze, mitumetes rom isets arc arafers vwer masiurad rom dainteresdes xalxi:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s