დაბრუნება

 

 

როგორა ხართ ხალხო? მომენატრეთ ყველა, მე დავბრუნდი შეძლებისდაგვარად…  დავბრუნდი ახალი აზრებით, მასალით და რაც  მთავარია ემოციებით:) (თუმცა ეჭვი მეპარება ამ ყველაფრის საწერად მოვიცალო) ყველაზე ახალი ამბავი, აი ცხელ–ცხელი რომ არის ისეთი, ისაა, რომ დღეს, არა რამდენიმე წუთის წინ დავრეგისტრირდი ეროვნულ  გამოცდებზე, არ დაგზარდებით და გეტყვით რომ პირველი ჯავახიშვილის საბუნებისმეტყველო, მეორე სამედიცინოს ჯანდაცვა, მესამე სამედიცინოს სამკურნალო ჩავწერე და მეოთხედან თქმას აზრი აღარ აქვს, ჩემი თვითდარწმუნება მეუბნება რომ პირველივეზე, ნუუ მაქსიმუმ მეორეზე მოვხვდები:) თუ ატესტატს ავიღებ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში:)

მოკლედ მინდა გითხრათ რომ ვმეცადინეობ მთელი მონდომებით:) პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გაზაფხულმა და წინა ძალიან თბილმა ორმა დღემ საშინელი ენერგიით გამავსო…

აბა გაკოცეთ ყველას ვისაც ოდნავ მაინც უნდა რომ ჩავაბარო, და ვისაც ერთხელ მაინც გავახსენდი, დანარჩენებს ბოდიში, თქვენ არ გინდოდეთ რა ჩემი ბრალია:))❤

პ.ს

მისურვეთ მხოლოდ კარგი:*

საოცარ ხასიათზე ვარ<3

4 thoughts on “დაბრუნება

  1. უზარმაზარ წარმატებებს გისურვებ! ნაყოფიერი და სიხარული მომტანი ყოფილიყოს ეს წელიწადი და სხვა დანარჩენიც შენთვის! გგულშემატკივრობ!🙂

  2. :)მოგვანატრე თავი :))) წარმატებებს გისურვებ და ეჭვიც არ მეპარება რომ პირველივეზე მოხვდები… :)))))))

  3. წარმატებები! ბევრი-ბევრი წარმატებები!
    შენ ისეთი ყოჩაღი ჩანხარ, გამოცდებზე არაფერი გაგიჭირდება!
    აი ნახავ, როგორ კარგად იქნება ყველაფერი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s