მესამე ანუ უკანასკნელი პოსტი შენზე

დღეს მეტის დაწერას, და მითუმეტეს პოსტის დადებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ეს ერთადერთია რაც ახლა ჩვენ გვაკავშირებს. ხოდა მეც პოსტიდან უკვე უკანასკნელად მოგმართავ. ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ მაინც ისევ ისე განმეორდები, როგორც ერთხელ, გული რომ ამიჩუყე, იცოდე გვიანია… აზრი აღარ აქვს მსგავს რაღაცებს შენივე დამსახურებით. ისე იქცევი, და ისეთ რამეებს აკეთებ როგორსაც არ ველოდი, არ მოვითმენ და არ ავიტან. ვერ ვიტყვი რომ გამაბრაზე, ჩემთვის შესაბამისად მნიშვნელოვანი უნდა იყო ამისთვის. მაგრამ “ნერვები ჭეშმარიტად ამიშალე”, თუმცა ესე ნერვების აშლაც ჩემს თავს ეკუთვნის, კეძოდ ჩემეულ გულუბრყვილობას და ბევრი უზრო, უემოციო ფრაზის დაჯერებას… გმადლობ, რომ კიდევ  ერთხელ, დამანახე რა უაზრო და ხან ამაოა ურთიერთობები… გმადლობ, რომ საკუთარ ინტუიციაში რწმენა კიდევ ერთხელ განმიმტკიცე… მე ხომ მოსალოდნელს თავიდანვე ვგრძნობდი, მხოლოდ თავს ვიტყუებდი…

ბევრი, ძალიან ბევრი რომ აღარ განვაგძო, პირდაპირ გეუბნები, შეგიძლია მესიჯების, პოსტების და შეტყობინებების წერით თავი აღარ შეიწუხო. ის გაგონილი გექნება, გაგონილი კი არა კარგადაც გეცოდინება ისეთი განათლებული ბიჭი ხარ, “სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო”, დანარჩენს აღარ გითარგმნი, შენც კარგად მიხვდები…

დამალობანას თამაშიც არაა საჭირო, კატა–თაგვობანას მითუმეტეს… ბევრად მარტივია, ვთქვათ “კარგად”…

მე არ განვრისხებულვარ თუმცა შევშფოთდი.. არ მიტირია(არ ხარ ამის ღირსი), და რაც მთავარია, არ მითამაშია… არასოდეს ნიღაბი არ ამიფარებია, არც ტყუილები მითქვამს, არც აღფრთოვანება გამომიხატავს… უბრალოდ გენდე..

ბევრს იცინი ახლა ჩემზე?

გმადლო, შესანიშნავი ხარ..

დაგამშვენებდა თეატრი, თუმცა აპლოდისმენტები? არაა, არ ვიცი…

მგონი გამართული ქართულით დაგიწერე ჩემი სათქმელი, სიტყვებს ერთი ძაფ მოვაბი და ლოგიკური მსჯელობით თანმიმდევრობით დავაწყე…

ნახვამდის, იმედს ვიტოვებ რომ წაიკითხავ, ანაც აარა მე თვითონ გაგახსენებ პოსტის მისამართს…

სიყვარულით შენი აღფრთოვანების საგანი:*

7 thoughts on “მესამე ანუ უკანასკნელი პოსტი შენზე

  1. ჰმმმ…
    რაც დაწერე შენ თვითონ თუ გჯერა ამ ყველაფრის?!
    მე არ გემშვიდობები…

  2. მე აგიხსენი… კიდევ აგიხსნი თუ მოინდომებ…
    ეს პოსტი კიდევ ბავშვური სიბრაზეა…

  3. დამასევდიანა წერილმა, მაგრამ გამეღიმა: იმიტომ, რომ ყველაფერს რასაც დასაწყისი აქვს– აუცილებლად მთავრდება კიდეც. ვიზიარებ და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას გისურვებთ. ხო და, ზალიან მაგარი სიმღერაა და ვიპარავ კოლექციისთვის😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s