time out და ერთი ჭიქა ღვინო…

საწერი  ბევრია, საფიქრალი უფრო მეტი, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერცერთს ვერ ვაკეთებ.. რაღაცნაირად დავიღალე… სიცარიელს ვგრძნობ ყველაში და ყველაფერში, ერთი ამაოება გვტანჯავს მეც და ქუჩის მაწანწალა ძაღლსაც. უფრო მეტად კი  იმედ გაცრუება მაგიჟებს, უფრო მეტად მოგონებები მტანჯავს…

ვეღარ ვათვალიერებ წარსულის ჩანაწერებს, დაძველებულ ფურცლებს მყრალი სუნი ასდით… იქ  აღარაფერია  გასააზრებელი, ჩემი ცხოვრება თითქოს დიდი ბანალიზმის ნაყოფია… მაზოხისტურად ვიქცევი ეხლაც,  როგორ და რანაიარადაც შემიძლია ვიტანჯვ თავს ურთიერთობებით, რა მინდა, სად მინდა და ვისთან ეს მეც არ ვიცი… უბრალოდ დავიღალე მისი ლოდინით… ალბათ შემატყვეთ რომ გადაღლილი ვარ.. ასეცაა, უსაშველოდ დამღალა თბილისურმა გიჟმა დღეებმა, წეღან ერთი ჭიქა ღვინო შევსვი გასაქარვებლად, ისიც უაზრო აღმოჩნდა და არადროული… ძველი კაეშანი განაახლა მხოლოდ, და ცხოვრებისგან ნათრევ ქალს დამამსგავსა… ცუდი ეპითეტი მივუძღვენი საკუთარ თავს:)

ახლა უბრალოდ წერით ვცდილობ გაქარვებას, დამაიმედეთ რომ ეს მიშველის.. თუმცა სხვა მიზანიც მაქვს, time out–ი მინდა ავიღო ბლოგისგან, ბლოგერებისგან და ზოგადად გზააბნეული მკითხველებისგან.. ეს შვებულება ნამდვილად მჭირდება, ბოლოს და ბოლოს გამოცდები მიკაკუნებს კარებზე და როგორც სახლში მეტყოდნენ, ყველა ძალა და ემოცია მათკენ უნდა მივმართო.. რა ადვილად ჟღერს, და რა რთულად სრულდება… გამოცდებსაც რომ თავი დავანებო, და თვქენთანაც რომ უსაზღვრო გულწრფელობა გამოვიჩინო, ჩემმა ბლოგმაც დამღალა.. უფრო სწორად კითხვამ, რომელიც აქ შემოსვლისას ყოველთვის მიჩნდება, „რა აზრი აქვს ჩემს ბლოგერობას“? პასუხი კი სულ მთლად მანადგურებს „არანაირი“, მართლაც და,  ან ჩემი, ან ბევრი სხვა მოცლილი მწერლის ბლოგერობას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი არავის არაფერ სარგებელს არ მოვუტანთ. აბა გადახედეთ აქაურობას ყურადღებით და კრიტიკული თვალით, ბლოგოსფერო ან რომელიმე, მკაცრად არჩეული კატეგორიებითაა აჭრელებული, ან ჩემნაირი, ქვეყნის მითქმა–მოთქმას აყოლილს მოჭორავებით… ხოდა მეც გდავწყვიტე, ჩემი უსარგებლობით აღარ შეგაწუხოთ..

დაგემშვიდობოთ..

დალიეთ თქვენც ერთი ჭიქა ღვინო და მიუძღვენით საკუთარ თავს დეპრესიული საღამო..

არ დაგავიწყდეთ ეს დეპრესია მხოლოდ სამართლიანად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, მე მას ხანდახან სინანულს ან სინდისის ქენჯნას ვეძახი..

თქვენ კი წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ, თუ ამის აზრი მეც დავუბრუნე საკუთარ თავს, ან გულწრფელად წერის ენერგია ვიპოვე, აუცილებლად დაგიბრუნდებით..

მიყვარხართ ყველა, თქვენი უინტერესო და საინტერესო ბლოგებით….:***

6 thoughts on “time out და ერთი ჭიქა ღვინო…

  1. და საოცარია და წეღან რომ მომწერე, მეც აბსოლუტურად ანალოგიურ სიტუაციაში ვარ და ცუდად მენიშნა ძალიან… :((((((

    1. ვნახოთ, ჯერ ცარიელი ვარ, შენ ბლოგს კი არ მივატოვებ, იქნება იქ რამე დამაინტრიგებელი:)

  2. ღვინო მომინდა, არა და სად ვიყიდო ამ შუაღამისას ღვინო…. დაანებე წერას თავი, ოღონდ ჯერ კარგად გამოვთვრეთ და მერე ჩვენი ბლოგები საჯაროდ დავწვათ კოცონზე!!!! :))))) რას ერჩი გოგო ბლოგს? ისე უყვარხარ ამ პტარა ვირტუალურ სივრცეს და შენ კიდე ხან რითი ემუქრები და ხან რითი! უF!!!!🙂

    1. არ მიტოვებს სხვა გზას:) ერთადერთია რომელიც ნერვებს არ მიშლის და ვერ ვიტან ამ სრულყოფილებას:) ღვინოს ვერ იპოვი ვითომ? შანსი არაა:) თან შენთან უეჭველი ბევრი სადღეღამისო იქნება:) ოღონდ იმდენი დალიე ბლოგის დავიწყება რომ მოგანდომოს და არა საკუთარი თავის:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s