იგი

 

იგი

პრეისტორიული მოთხრობა

 

********

– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.

შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.

ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.

ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.

არა.

მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.

ირგვლივ დუმილი იდგა.

თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის სესცქეროდნენ.

მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.

იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.

თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.

იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.

ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.

იგიმ ბელადს შეხედა.

ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანედ დაკრეჭილი.

მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.

ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.

***********

მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.

როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა.

კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.

იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა.

როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.

ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.

იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.

იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.

როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:

“ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს”.

თქვენი არ ვიცი მაგრამ ამ ნაწრმოებმა მე აღმაფრთვანა. თუ შეძლებთ წაიკითხეთ ბოლომდე,  უსაზღვროდ ბევრს გაიგებთ ამ ქვეყნიური სიბრძნისას:) საერთოდ ბევრს არც მოსწონს, არ აღიარებს ჯემალ ქარჩხაძეს დიდ მწერლად, ამის მიზეზს მე პირადად ვერსად ვერ ვხედავ. ვიცი რომ კარგია ილია, აკაკი და ვაჟა მაგრამ  ისინი დაიხოცნენ, ეს კი იმას არ ნიშნავს რომ სხვა ყველა უნდა დავიწუნოთ.  ძალიან ბევრი კი ისე აკრიტეკებს მას რომ ნორმალურად არც იცნობს მის შემოქმედებას, ხოდა ჩემო მკითხველებო, თუ თქვენშიც გამოერია ისეთ ვინც ჩემს აღფრთოვანებას არ იზიაებს, გთხოვთ გამომეხმაუროს კომენტარის საშუალებით, და ვინმემ მაინც დასაბუთებულად ამიხსნას რატომ არ უნდა ჩავთვალო ეს კაცი დიდ მწერლად… ჯერ მხოლოდ “ანტონიო და დავითის გამო”:)

“ყველა ამბავი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ოღნდ ესაა მნიშვნელოვანი ამბების მნიშვნელობა თვალსაჩინო ადგილასაა და ისედაც იოლი დასანახია, უმნიშვნელო ამბების მნიშვნელობა კი კულისებშია დამალული და ყურადღებით თუ არ მოიძიე შეიძლება იფიქრო, რომ არც არსებობს, რაც არა მარტო მცდარი დასკვნაა, არამედ მომავალ დასკვნათა მცდარი წინამძღვარიც”

“ჩვენი კვალი, ჩვენ რომ უკვდავებას ვეძახით, ბავშვის გულუბრყვილო მინაწერია საწუთისოფლო თეატრის ჭუჭყიან კედელზე: “აქ თამაშობდა უილიამი”

“ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს”

 

 

One thought on “იგი

  1. თავიდან ქარჩხაძე არც თუ ისე პოპულარული იყო (მისი სპეციფიკური სტილის გამო) და ბევრმა არ ც იცოდა მასზე…ახლა კი საკმაოდ პოპულარულია
    აკაკიც კარგია ილიაც მაგრამ ჩემთვის ქარჩხაძე გენიოსია ქართველ მწერლობაში
    განსაკუთრებით მდგმური და ბიძაჩემი იონა მომწონს,კიდე რაჰათლუხუმი,იგი,..არ ვიცი რომელი გამოვარჩიო
    იშვიათად მეგულება მწერალ რომელიც ასე კარგად უთავსებს ერთმანეთს ფილოსოფიას და იუმორს .მოკლედ ვგიჟდები ამ მწერალზე❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s