post without a title…

რაღაც მებლოგპოსტება და ვწერ…

რაღაც მონატრება შემომპარვია და შენს მუსიკას ვუსმენ…

რაღაც გაურკვევლობაა ჩემს თავს და ვერ ვხვდები რატომ….

როგორ მიაღწიე ამას?

შემოიჭერი, ამაფორიაქე, ჩემი გამოუცდელობით ისარგებლე, წახვედი, მერე ისევ მოხვედი, მაგრამ სხვანაირად… უცნაურად… თან სევდიანად, თან ლამაზად….

ჩავდივართ უჩვეულო რამეებს და გვიკვირს საკუთარი თავის…

ერთმანეთს ძველი ნაცნობებივით ველაპარაკებით, და მაინც… ხანდახან უფსკურულია ჩვენს შორის…

ორი დღის ნაცნობზე გელაპარაკებით ხალხო, დიახ, ჩემთანაც ცვლილებებია…

დიახ, ჩემს სევდიან  პოსტესაც დაჰბერა მხიარულმა სიომ, დიახ, მეც ვიცვლები და ყოველდღიურად მეტი ძალით, მეტი სიგიჟით ვგრძნობ გაზაფხულის სურნელს…

უკვე მეც მაღფრთოვანებს თქვენი ნაქები ცა, მთვარე და უცბად მოსული ემოცია…

უკვე მეც მსურს ჩემს გარშემო უნიჭოდ შემოვლებული ჩარჩოების დარღვევა…

უკვე მეც მსურს თამაში გახევებულ სხივებთან.. და ტრფობა ატმის ახლად აფეთქებულ ყვავილთან…

უკვე მეც მსურს სხვებივით ქარში, გრიგალში და ზღვაში…

უკვე მეც მსურს ეს სევდიანი თამაში..

ღმერთია მოწმე თავს ვიკავებდი, ღმერთია მოწმე არ მსურდი…:)

მაგრამ ყველაფერი უკვე თავის(თავადია)…

ყველაფერი საოცარი ზეგავლენის ქვეშ ტრიალებს, ჩევენი გრძნობებიც და ემოციებიც მათ შორის…

ახლა ფიქრის საშუალებას არ მაძლევენ, ახლა მეტი აზრი აღარ მოდის გონებაში.. ახლა მარტო ვარ ჩემი მუზების გარეშე, ახლა მხოლოდ იმას ვგრძნოაბ რასაც ვწერ… მინდა რომ შენც წაიკითხო, მე ასე უფრო გადმომდის ემოციიის აზრად ჩამოყალიბება…

მე არ ვიცი სადამდე მივა ყველაფერი, იქნებ გაწყდეს კიდეც, მალევე დამთავრდეს, მცირე შანსს ვუშვებ რომ გაგრძელდება მაგრამ ახლა კარგია… უკვე ისეთია მე როგორიც მინდა….

კიდევ დავდებ შენს სიმღერას ბლოგზე, და ასე იქნება საანამ შენზე საწერი ემოცია არ დამელევა… სანამ ჩემთან იქნები…

მერე კი ვნახოთ, იქნებ ერთი განრისხებული პოსტიც მოგწერო..

ძალიან მეშინია,ძალიან…. მაგრამ მინდა გავბედო…:)

6 thoughts on “post without a title…

  1. პირდაპირ მიხარია, რომ ამგვარი “გრძნობები” არ მაწუხებენ.. მე-ჩემთვის, ისინი თავისთვის.. 🙂🙂

    1. აბა რას ამბობ, ამის გარეშე? რომ შეგაწუხებენ მერე შენთანაც ვნახავ ესეთ პოსტებს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s