ცრემლიანი პოსტი

თემა მაქვს ქართულში დასაწერი, მაგრამ არ მეწერინება, და ხომ არ შევაკვდები. სამაგიეროდ სხვა რამ მღრნის, სხვა რამე მიწოვს სისხლს მთელი გამეტებით. ალბათ სათაურმა გაგაკვირვათ, მაგრამ მართლაც ასეა, წერის დროს ვტიროდი. ვტიროდი ჩემი „ქალური სისუსტის გამო“ ხო, ჩემო ბლოგერებო, გული მატკინეს. და თანაც არაერთხელ. არ მიყვარს ამ თემაზე წუწუნი, მაგრამ დღეს ხომ ჩვენი დღეა, და მეც ამ უპირატესობით ვსარგებლობ:)

ხშირად ძნელი, სასტიკი და ბედუკუღმართი ცხოვრება, რომ აქვს  ქალს ეს ძველი ამბავია, უცანურებიც რომ ვართ არც ესაა ახალი, მაგრამ საკუთარი თავის ქმედებები ხანდახან მაინც მაკვირვებს. ახლაც მეტირება… უაზრობის გამო, წავკამათდით სისულელეზე, ის მატყუებდა, მე მართალი მეგონა და საკუთარ თავს ვეღარ ვძლიე. მე ვიჯექი მონიტორთან, მისთვის  განსხვავებულ სამყაროში და კაცმა არ იცის რას აღარ ვფიქრობდი ყოვლად უაზროდ…მითხრა თუ არა მოგატყუეო, ყველაფერმა წამიერად გადამიარა, კიდევ ვტიროდი ოღონდ სიხარულით. ასეთები ვართ გოგოები, ცრემლს წყალივით ვღვრით და არ ვუფიქრდებით ნამდვილ აზრს. ჩვენი ემოციები ყოველთვის წამიერი, მაგრამ გრიგალივით ძლიერია, რამდენადაც დიდხან ვარ გაბრაზებული, იმდენად სწრაფად ვპატიობ ხოლმე. არ მითხრათ რომ ეს არავის გამოგიცდიათ, არ მითხრათ რომ ასე უაზროდ არ გიტირიათ, ვერ დამაჯერებთ მაინც.

ჩემი გულის „ტკენების სია“ მხოლოდ მონიტორთან ჯდომით არ შემოიფარგლება, სხვა დროსაც  დამიწყია ტირილი უაზროდ. ქუჩაშიც, სახლში, ბაღშიც, სკოლაშიც.  ცრემელბი ღაპაღუპით ჩამომდის ხოლმე და მერე საკუთარი თავის საშინლად მრცხვენია. გამუდმებით შეცდომებს ვუშვებ და დაუფიქრებლად ვიმეორებ მათ. ვიცი თქვენც ასე ხართ, სათითაოდ ყველა ბიჭზე რომელიც ოდნავ მომხიბლავ რამეს მოიმოქმედებს, ვფიქრობ რომ განსხვავებულია. ამ ფიქრისა და უაზრო ქმედების მერე კი ისევ და ისევ მარტივ და წყალგაუვალ დასსკვნას ვაკეთებ, ყველა მამრი ერთნაირია. ისინი ერთი უაზრო მიზნით არიან აღჭურვილები, ერთი ფიქრით ამოძრავებენ დედამიწას, ერთი სიტყვით შეუძლიათ ქალის გაგიჟებაც, რაც მთავარია ყველას მაინც ერთნაირად გამოსდის ეს ყველაფერი. ქალის ევასეული სისუსტეც ამაში მდგომარეობს, აყვეს და ენდოს მამრს. ხანდახან ვფიქრბ რომ აღარ მივწერ, რომ დამთავრდა, აღარავინ მჭირდება და მარტო შევეჭდები ამხელა მსოფლიოს, მაგრამ უაზრობაა, სკაიპის ყვითლად განათებისთანავე, ხომ ყველა აზრი მეკარგება, და უფრო დიდი სასოწარკვეთა მიპყრობს, მბურძგლავს და მასთან არ ყოფნის შიში  მანადგურებს.  ხო ჩემო ბლოგერებო, დღეს არაორდინალურად მეგულწრფელება, ჩემდა უნებურად ვკრეფ სიტყვებს და ყველაზე კარგ, სიყვარულის სანელებლებს ვუმატებს მათ..  ქალი მართლაც რა არის სიყვარულის, ზრუნვის, ალერსის, მოფერების გარეშე.. არაფერი, ბუტაფორიაა, რობოტი… მეშინია ასეთობის, გარემოებები ვის რას გვიმზადებს ხომ არ ვიცით… არადა, ქალი მაინც სხვანაირ სევდას ატარებს გულით, ქალი პირველ ცრმლებს, პირველ „ილაოს“ მსგავს სენებს განიცდის, ქალიბევრი რამით მაინც პირველია, პატიებაშიც, ტკივილშიც და სიყვარულშიც… ბლოგერო მამრებო ვიცი უგულოები არც თქვენ ხართ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ზოგიერთი თქვენი წარმომადგენელის „საშუალებით“ ამაშიც ეჭვი მეპარება, ზოგი ისე აგებს ფლირტს, ისე უბრალოდ ტოვებს მეორეს, რომ ამის გამო მცირე ქენჯნასაც არ განიცდის,. დღესაც არ ვიცი რა იყო ის შემთხვევა რასაც ბლოგის გამო გადავწყდი, მაგრამ  ამანაც ერთ მწარე რეალობამდე მიმიყვანა:ან მე ვარ ზედმეტად გულუბრყვილო, ან თქვენ ხართ ზედმეტად ბოროტები. მართალია, თქვენი ნდობა არ შეიძლება, მე კი ისევ შევცდი, იმიტომ რომ სუსტი ვარ. იმიტომ რომ გამოუცდელი და ალბათ ისევ ბავშვი ვარ. გული მწყდება ჩემი ბავშობით რომ სარგებლობთ, მაგრამ ამასაც შევეგუე, მხოლოდ სამაგიეროს გადახდა ვერ ვისწავლე. მხოლოდ ქალურ თვისებებს სიბოროტე ვერ წამოვუყენე პრიორიტეტულად, მხოლოდ ინტუიციის გრძნობა არ მქვს თქვენს მიმართ.

და  მაინც, იმის მიუხედავდ რომ ხშირად ვწყევლი ჩემს მდედრობით სქესს, იმის მიუხედავდ რომ მაგიჟებს ეს ცრემლების მდინარე, მაინც ბედნიერი ვარ, მე ხომ  ბუნების შემოქმედის  ყველაზე ლამაზი სახეობის ნაწილი ვარ… მე ხომ ქალი ვარ, ყველაზე სუსტი და ყველაზე ძლიეი გრძნობების მატარებელი… მე ხომ შეწირული და ხშირად შემწირველი ქალი ვარ…

გილოცავთ ქალთა დღეს……

3 thoughts on “ცრემლიანი პოსტი

    1. maqamde ar mivida saqme, rom ityvian movtvinesavtit:) magari blogerebi gvyavs mokled, da rom icode vin iyo sul gaogndebodi, mere tu movaxerxe calke aucileblad getyvi, mgoni shentanac iyo ramdenjerme:)

  1. ნუთუ შეიძლება ეს მე მეხებოდეს?!! არადა ეს სიმღერა…

    ნათი, ბოდიშის მოხდა ყველაზე ცუდად გამომდის…
    ბოდიში თუ რამე არასწორად გითხარი…
    ბოდიში თუ რამე გაწყენინე…
    ბოდიში ჩემი უყურადღებობის გამო…

    საქვეყნოდ გიხდი ბოდიშს… მინდა გითხრა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს… ჩემს უყურადღებობასაც თავისი გამართლება აქვს…

    შენთან საუბარი მინდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s