მეგობრის სახლი

ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა….

ისიც, უიმედოდ შეყვარებულიც,
ცხოვრებისაგან ხელნაკრავი
მარტოსულიც,
ორჯერ გავამზადეთ:
ერთხელ _ სახლში,
მეორედ კი სადარბაზოში,
რადგან კარში
მისი სასახლე ვერაფრით გამოვტიეთ…

სიცოცხლეში
ბროლის კოშკი ედგა,
იჯდა და ელოდა,
ჯერ თმა გაუთეთრდა,
მერე სისხლი,
მას კი მაინც უყვარდა,
უყვარდა
მეორე მარტოსული,
რომელმაც
მისი სიკვდილის ამბავი რომ გაიგო,
ცხედრისაკენ კი არ გაეჩქარა,
იქით წავიდა,
სადაც სიცოცხლეში სიგარეტებს უნახავდა ხოლმე
ჩემი გარდაცვლილი, ღარიბი მეგობარი,
ვინც ალბათ ამიტომაც _
და არა სნების გამო _
სიცოცხლის ბოლოს მოიძულა
მუდამ ნასურვები ყავა და სიგარეტი…

რა ღირს პოეზია,
ბროლისკოშკიანო,
პატარასახლიანო
ჩემო მეგობარო? _
მთელი სიცოცხლე
მოლოდინით ამოღამებული,
თეთრი სისხლი,
პატარძლის კაბის ფერი,
რომლის ჩაცმაც არასდროს გეღირსება,
ერთი კოლოფი სიგარეტი _
უჯრაში ჩარჩენილი…

ღმერთო…
სიკვდილო…
სიცოცხლის ანგელოზო…
ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა…

გიორგი ლობჟანიძე

7 thoughts on “მეგობრის სახლი

    1. მეც არ ვიცი, საერთოდ ბლოგზე ვარ რაღაცნაირად გაბრაზებული, ხოდა ან გავაუქმებდი ან თემას შევცვლიდი, მერე დავაბრუნებ იმას ალბათ, მომენატრე აქსიომ:) ცუდი პოსტი დავწერე ეხლა, ცუდ დღეში ვარ და იმიტომ, რაღაცნაირად შენთანაც ვეღარ შემოვდივარ, მოკლედ უაზრო, უაზრო იდეებმა შემიპყრეს:)

  1. ნუ უბრაზდები ბლოგს. რეალურად შენი პაწაწუნა სამყაროს ნაწილია და წარმომიდგენია როგორი მოწყენილია ,სანამ შენ არ შეაბიჯებ ხოლმე. ბლოგი შენი საუკეთესო ვირტუალური მეგობარია, მეგობრებს კიდე არ უნდა გაუბრაზდე იმის გამო , რომ რაიმე არ არის კარგად შენს გარშემო. პირიქით გაუზიარე ბლოგს შენი პრობლემები და აქ აბა მეტი რისთვის ვართ, თუ მხარს არ დაგიჭერთ?! და კიდევ: ორიგინალურად შემოსე შენი ბლოგი, რომ არც ერთს არ გავდეს, თორე უკვე რამდენიმე ბლოგერის ბლოგი უპატრონო ბავშვებივით ერთნაირად არის ჩაცმული . :)))))

  2. p.s. მეც მომენატრე და დროზე დაალაგე შენი საქმეები, რომ ბლოგი ახალი სიცოცხლით გაავსო. :*****

  3. მე მეგონა ეძინა ამ ბავშვს!!!!! :)))))) ძალიან მაგარი ვინმე ხარ!!!!! :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s