Che Guevara

სად აღარ შეხვდებით Che Guevara–ს, ვის მაისურზე, ვის რვეულზე, ვის ფეისბუქზე,  ვის ქუდზე აღარ. მოკლედ ყველა იცნობს ჩეს. თუმცა “ცნობაც” პირობითი გაგებით, მათ მხოლოდ გაუგიათ მასზე, იციან რომ კარგი”მასტი”, კარგი”როჟა” იყო, და ამიტომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩე მათი კუმირია. არ მიყვარს დილეტანტი ადამიანები, ამიტომაც ამ შუა ღამისას ვწერ მასზე, ვინ არ იცნობთ ყველამ წაიკითხეთ, ჩე მართლა დასაფასებელი პიროვნება იყო…

ბავშვობა

ერნესტო გევარა ლინჩი ასთმით 2 წლისა დაავადდა. დედამ მდინარეში აბანავა, გაცივდა, დიდხანს იყო ავად და მას შემდეგ ინჰალატორით დადიოდა.
ასთმის შეტევები მოსვენებას არ აძლევდა.პირველი 2 წელი სკოლაში არ უვლი, დედა სახლში ამეცადინებდა. დედა კი განსაკუთრებული ჰყავდა. მის წინაპრებს შორის იყო პერუს უკანასკნელი ვიცე მეფე, ბიძა(მამის ძმა)ადმირალი იყო_არგენტინის ელჩი კუბაში.მამამისსაც ერნესტო ერქვა.მან ერთხელ თქვა: “ჩემი ვაჟის ძარღვებში ირლანდიელი მეამბოხეების, ესპანელი დამპყრობლებისა და არგენტინელი პატრიოტების სისხლი ჩქეფს.”
ერნესტოს დედამ რამდენიმე ენა იცოდა, ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ფემინისტი იყო და არგენტინელ ქალებს შორის პირველი ავტომოყვარული. სახლში უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, ბიჭი ბევრს კითხულობდა, პოეზია უყვარდა და ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. მოკლულის ზურგჩანთაში კი ბოლივიურ დღიურებთან ერთად რვეულებიც აღმოაჩინეს, რომელიც მისი საყვარელი ლექსებით იყო სავსე.
ერთ ადგილას გაჩერება ბავშვობიდან უჭირდა ბუნებით მოუსვენარი იყო. 11 წლისა გახლდათ, როცა უმცროს ძმასთან ერთად სახლიდან გაიქცა. ისინი რამდენიმე დღის შემდეგ სახლიდან 80 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ბავშვობაში მეტსახელად ტეტეს ეძახდნენ, შემდეგ კი თვითონ აირჩია სახელი ჩე. ამ შორისდებულს არგენტინელები თითქმის ყველა სიტყვის შემდეგ იშველიებენ. კოსტიუმის ნაცვლად დაჭმუჭნული ქურთუკი ეცვა და გაცვეთილ ფეხსაცმელს ატარებდა. კორდოვის ყველაზე მდიდარი მემამულის ქალიშვილი, ჩიჩინა, უყვარდა, ქალიც თანაუგრძნობდა.ერნესტო მასთან წვეულებებზე უცნაურად ჩაცმული მიდიოდა. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი დასრულდა, რადგან ჩიჩინას მშვიდი ცხოვრება უნდოდა, ერნესტოს_ხეტიალი. ჭაბუკობისას ერთი ოცნება ჰქონდა ნებისმიერ ფასად სამყაროს ხსნა.

მოხეტიალე
ერნესტოს ცხოვრებით ტკბობა უყვარდა, ყველაფერს სიამოვნებით აკეთებდა, ხატავდა, წერდა, კითხულობდა, ჭადრაკს ფეხბურთს, რაგბის თამაშობდა,მდინარე ამაზონზე ტივით მოგზაუტობდა.მისი გვარი გაზეთში პირველად მაშინ გამოჩნდა როდესაც 4000კმ მოპედით გაიარა და მთელ სამხრეთ ამერიკას შემოუარა.შემდეგ მეგობარტან ალბერტო გრანადოსთან ერთადმოტოციკლით იმოგზაურა. ისინი აღდგომის კუნძულებზეც კი გადავიდნენ. გაგონილი ჰქონდათ იქ ერთ მამაკაცზე თერთმეტი ქალი მოდისო.ერთგან დათვრნენ და ერთი ქალის ქმარმა და მისმა მეგობრებმა კინარამ ლინჩის წესით გაასამართლეს. ეს იმის გამო მოხდა რომ ქალმა ერნესტოს მეტისმეტად დიდი ყურადღება მიაქცია. შუა გზაში მოტოციკლი გაუფუჭდათ და გზა ფეხით გაიარეს. ისე გამოიყურებოდნენ მაწანწალები ეგონათ და მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს რომ არგენტინელები იყვნენ პოლიციის უფროსი კი ფეხბურთის ფანატიკოსი.
ერნესტომ და ალბერთომ ძველი ქალაქის მაჩუ-პიკჩუს ნანგრევებიც მოინახულეს. იქ ალბერთომ მეგობარს უთხრა: “მოდი აქ დავრჩეთ. მე წარჩინებული გვარის ინდიელ ქალს შევირთავ ცოლად, თავს იმპერატორად გამოვაცხადებ, პერუს მმართველი გავხდები შენ კი პრემიერმინისტრად დაგნიშნავ. ჩვენ ერტად მოვახდენთ რევოლუციას”. ჩემ უპასუხა:”შენ გადარეული ხარ. არ იცი რომ რევოლუცია სროლის გარეშე არ ხდება?”

მეამბოხე

ჩემ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და ქირურდი გახდა.სტუდენტობისას სატვირთო გემზე მუშაობდა. შემდეგ კი საკუთარი სურვილით კეთრით დაავადებულთა საავადმყოფოშიც იმსახურა. ექიმის პროფესია მეტად შემოსავლიანი იყო, მაგრამ ერნესტო კვლავ თავგადასავლების საძიებლად გაეშურა. გვატემალაში აღმოჩნდა სადაც იმ ხანად აშშ_ის ჯარი გადასვეს. იქიდან მექსიკაში გადავიდა. იქ ხან წიგნებით ვაჭრობდა ხან ქუჩის ფოტოგრაფად მუშაობდა, ხან ექიმად. ერნესტოს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა რევოლუციონერი ძმების, კასტროების გაცნობის შემდეგ. ისინი მეხიკოს აფარებდნენ თავს და დიქტატორ ბატისტას გაგდებას გეგმავდნენ. ქალაქის გარეუბანში საწვრთნელი ბანაკი ჰქონდათ. ჩემ სამხედრო საქმე სწორედ იქ შეისწავლა. მალე დააპატიმრეს. როგორც კი ციხიდან გამოვიდა 100 მეამბოხესთან ერთად “გრანდმას” ბორტზე აღმოჩნდა. იგი ერთადერთი უცხოელი იყო.
ხომალდი კუბას მიადგა.მეამბოხეთა ნაწილი დახოცეს ნაწილი ტყვედ ჩავარდა, ჩე დაჭრეს. გადარჩენილებმა სიერა მაესტრას მთებს შეაფარეს თავი. თითქმის 2 წლიანი პარტიზანული ბრძოლების შემდეგ ძალაუფლება პარტიზანებმა ჩაიგდეს ხელში. ჩეს მშობლებმა შვილზე ამ ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ და ერთ დღეს წერილი მიიღეს.”მე კატასავით 7 სიცოცხლე მაქვს მათგან 2 უკვე დავხარჯე”. წერდა იგი. ეს იმას ნიშნავდა რომ ორჯერ დაჭრეს და ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. მალე კუბიდან ჩეს ოჯახის წასაყვანად თვითმფრინავი ჩაფრინდა. ფიდელ კასტრო რუსო კუბის ლიდერი გახდა, ჩე მრეწველობის მინისტრი, მთავარი ბანკირი დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი. მისი ხელმოწერა კუპიურებზე გაჩნდა

მინისტრი, ბანკირი, დიპლომატი
ლეგენდის თანახმად ჩე სრულიად შემთხვევით გახდა კუბის ბანკის ხელმძღვანელი. ფიდელმა ერთ დღეს თავისი თანამოაზრეები შეკრიბა დაჰკითხა თქვენ შორის რომელიმე ეკონომისტი ხომ არ არისო. ჩეს კომუნისტი მოესმა და ხელი აწია. ამის შემდეგ თანამდებობაზე უარის თქმა გვიანი აღმოჩნდა. ამავე დროს იგი მეტად მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებსაც ხელმძღვანელობდა.სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და კუბისთვის ფულს ითხოვდა. ალჟირში ყოფნისას სსრკ-ზე ერთი განცხადება გააკეთა, ეგოისტურ საგარეო პოლიტიკაში დასდო ბრალი და ამან ფიდელთან გაუფუჭა ურთიერთობა. ამის შემდეგ ჩე თითქოს გაქრა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.
ვერავინ გაიგო რა მოხდა_დააპატიმრეს, მოკლეს, გაიქცა თუ სად იყო. მცირე ხნის შემდეგ იგი გამოჩნდა და გამოაცხადა რომ სიამოვნებას მხოლოდ პარტიზანული ბრძოლები ანიჭებდა. დედას და შAვილებს კი წერილი მიწერა, ატყობინებდა რომ თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა და რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა ისევ ხეტიალს იწყებდა

ოჯახი
ჩეს 5 შვილი ყავდა, პირველი ცოლისგან ერთი დანარჩენი მეორე ცოლთან. პირველი ცოლი, პერუელი ჰილდა გადაე 1953 წელს გვატემალაში მოგზაურობისას გაიცნო. ჰილდა რევოლუციონერი იყო, ჩეს მაო ძე დუნის წიგნი აჩუქა. მეორე ცოლი ალეიდა მარჩი კი კუბელი რევოლუციონერი იყო. ისინი ბედნიერები იყვნენ თუმცა ჩე იშვიათად იყო სახლში. არც ერთი შვილის დაბადებას არ დასწრებია. შვილებს ბუნდოვნად ახსოვთ. მისი ქალიშვილი ალეიდა, რომელიც ცნობილი პედიატრია იხსენებს, როგორ მოდიოდა მათთან სახლში,უცხო მამაკაცი, რომელსაც მოჰქონდა ბავშვებისთვის კანფეტები და როგორ ეფერებოდა მათ. ჩეს ეშინოდა ბავშვებს არ ეცნოთ და მისი და ფიდელის ადგილსამყოფელი არ გაეცათ. კუბიდან წასვლის შემდეგ ბოლივიაში აღმოჩნდა და მის შემდეგ შვილები აღარ უნახავს

ადამიანი-ლეგენდა
ბოლივიაში 11 თვის განმავლობაში იბრძოდა სულ ორმოცამდე მომხრესთან ერთად. წარმატების იმედი ჰქონდა რადგან კუბის რევოლუციაც ასე იწყებოდა. მას ბოლივიის კომპარტიამ, რომელსაც მოსკოვი აფინანსებდა, მხარი არ დაუჭირა, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო კი მის ლიკვიდაციას ცდილობდა. ჩეს 1967 წლის 8 ოქტომბერს მიაკვლიეს. მას აღარც ასთმის წამალი ჰქონდა, მალარია შეყროდა და კუჭის ტკივილებიც სტანჯავდა. შეიპყრეს, სოფლის სკოლაში ჩაკეტეს და დაცვა მიუჩინეს. ჩემ კაპიტანს უთხრა: “ნურაფრის გეშინიათ, კაპიტანო, ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა, ყველაფერი დასრულდა”.
ჩე გევარა ბოლივიელმა ოფიცერმა მარიო ტერანმა მოკლა. მისი სხეული კი საჩვენებლად გამოფინეს. ინდიელები მას ავგაროზისთვის თმებს აჭრიდნენ. ჩეს ხელის მტევანიც მოკვეთეს და საიდენტიფიკაციოთ აშშ-ში გააგზავნეს. შემდეგ მისი დასპირტული ხელის მტევანი კუბაში გააგზავნეს სადაც სატაყვანოდ გაიხადეს. მისი საფლავი მხოლოდ 30 წლის შემდეგ იპოვეს. ბოლივიელებს იგი ერთ-ერთი ქალაქის აეროდრომტან ახლოს დაუმარხავთ. მისი ცხედარი კუბაში 1997 წელს გადაიტანეს და მავზოლეუმში დაასვენეს. იქ კასტრომ მარადიული ცეცხლი აანთო.

თმის ნაწილი, რომელიც 1967 წელს მოკლულ ჩე გევარას მოაჭრეს, დალასში გამართულ აუქციონზე 100 ათას დოლარად გაიყიდა.

როგორც Associated Press იუწყება, გამოჩენილი რევოლუციონერის თმის ნაწილის მფლობელი 61 წლის ბილი ბატლერი გახდა. კოლექციონერი წიგნის მაღაზიის მეპატრონეა, რომელიც ჩეს მე-20 საუკუნის უდიდეს რევოლუციონერად მიიჩნევს. ბილი ბატლერი კომანდანტეს თმის ნაწილით საკუთარი მაღაზიის მორთვას გეგმავს.

CIA ყოფილმა აგენტმა, 71 წლის კუბელმა გუსტავო ვილოდომ (Gustavo Villoldo), ჩე გევარას თმის ნაწილი, კომანდანტეს გარდაცვალების დასადასტურებლად მოაჭრა.

აუქციონის სახლს დნმ-ის ანალიზი არ ჩაუტარებია, მაგრამ Heritage Auction Galleries სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თმა ჩე გევარას ეკუთვნის.

http://www.myvideo.ge/?video_id=414415

აუცილებლად ნახეთ მეორე ვიდეო, ცოტა რუსულიც კი საკმარისი იქნება ბევრად მეტის გასაგებად:)

4 thoughts on “Che Guevara

  1. როგორ მიყვარს ასეთი პოსტები🙂 როცა იგებ რაიმე ახალს, ან -ანახლებ დავიწყებულ ძველს🙂 კარგია🙂

  2. მადლოოობ🙂 მე ყოველ მეოთხე დღეს ვათენებ, ტაკ შტოო.. მოხარული ვიქნები თუ მომინახულებ და მეცოდინება, რომ მარტო მე არ ვარ თვალდაჭყეტილი🙂🙂

  3. ვააი??? სანამ დავწერე კომენტარი თემა შეიცვალა :))) რა საინტერესოა🙂🙂 ცოტა დავიბენი კიდევაც🙂 ლამაზი თემაა🙂 :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s